გართობაუცნაური

ყველაზე საოცარი და უცნაური გზები

a311cab42b5a

როგორც ცნობილია ყველაზე ახლო მანძილი A პუნქტიდან B პუნქტამდე – არის პირდაპირი:) თუმცა დანანებით უნდა აღინიშნოს რომ გზები ამ პრინციპით იშვიათად იგება. ინჟინერები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ცდილობენ ეფექტური გამოსავალი მონახონ ასფალტის დასაგებად, ასე მაგალითად მთებს ან უვლიან გარშემო, ან გვირაბებს აკეთებენ მასში, მდინარეებზე ხიდებს ჭიმავენ და ა.შ. მათი გარჯის შედეგებმა შეიძლება განგვაცვიფროს. გთავაზობთ რამოდენიმე უცნაურ პროექტს მათ შორის…

Hana Highway, ჰავაიჰავაიში Hana Highway გადის კუნძულის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში და მასზე მოგზაურებს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ლამაზ სანახაობას სთავაზობს. გზა მთლიანად ზღვის ნაპირს მიუყვება და 600 მოსახვევსა და 54 ხიდს ითვლის. მისი სიგრძე 80 კილომეტრამდეა. როგორც იუწებიან გზის დასაფარად 4 საათამდეა  საჭირო, და ეს სულ რაღაც 80 კილომეტრის! ძირითადი მიზეზი ამის არის ის რომ გზეაზე ძალიან ხშირად შეიძლება შეგხვდეთ ძალიან ნელა მოძრავი ტრანსპორტი, რომელთა გასწრებაც გზის უმეტეს მონაკვეთებზე

00601f8fee3d

Passo dello Stelvio, იტალია
ეს მთიანი “პერევალი” იტალიის ალპებში მდებარეობს და იწყება 950 მეტრზე და ადის 2760 მეტრამდე ზღვის დონიდან. პირველად გზა შეიქმნა 1820 წელს ავსტრიის იმპერიის მიერ რათა შეეერთებინათ ლომბარდიის პროვინცია დანარჩენ ავსტრიასთან. მასზე სიარულისას შეგხვდებათ 48 თავბრუდამხვევი მოსახვევი. სწორედ ამ გზაზე ტარდება Gირო დ’Iტალია-ს ერთერთი ყველაზე საინტერესო ეტაპი. ზამთარში მისი გამოყენება შეუძლებელია, რადგანაც უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ამ გზას უბრალოდ კეტავენ.

398bd9223bc2

Guoliang Tunnel, ჩინეთი
ეს თავბრუდამხვევი გვირაბი ერთადერთი გზაა ჩინეთის პროვინცია ხუნტაიში მოსახვედრად. გზა გამოკვეთილია კლდეში 1970 წელს ხელით. Guoliang არის გზხა რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ უფრო სკულპტურა ვიდრე გავლის საშუალება. გადის ტაიხანშანსკის კლდეში და დახუნძლულია “ფანჯრებით” რომელის საშუალებას იძლება საშიში მაგრამ ლამაზი სანახაობით დატკბეთ.

bcfc34eeec35

Atlanterhavsveien, ნორვეგიაAtlanterhavsveien უფრო ცნობილია როგორც ატლანტიკური გზა, წარმოადგენს 9 კილომეტრიან მონაკვეთს ნორვეგიის დასავლეთ ნაპირზე, რომელიც გაიხსნა 1989 წელს. გზა შედგება 8 მცირე ხიდისაგან, რომლებიც კვეთავენ 8 სხვადასხვა ზომის კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგს. ამობურცული ხიდები სპეციალური ტექნოლოგიითაა აშენებული და ძალუძს გაუძლოს ნებისმიერ უამინდობას. ამ გზის მშენებლობაზე მომუშავეებ მოუწიათ 10-ჯერ ტორნადოს გადატანა, რომელიც ამ რეგიონში ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა

8d7644b2e4c5

Yungas Road, ბოლოვიაYungas Road ბოლივიის ერთ ერთი ყველაზე საშიში და საშინელი გზაა. მისი სიმაღლე 1200 მეტრიდან 4500 მეტრამდეა მთელ რიგ ადგილებში, მაშინ როცა მისი სიგანე სულ რაღაც 3 მეტრია უმეტესგან. მთელი გზის მანძილზე ასევე არ უნდა ელოდოთ არცერთ დამცავ ჯებირს, ამის გამო ავტომანქანები თითქმის ყოველდღიურად ვარდებიან გზიდან. იგეგმება გზის გაფართოება და კეთილმოწყობა, თუმცა ჯერჯერობით პროექტი ინვესტორებს ელოდება.

57afa09f3563

Capulin Volcano Road, ნიუ მექსიკო, ამერიკაეს დახვეული გზა ვულკანი Capulin-ის კრატერამდე მიგვიყვანს, რომელმაც ამოხეთქა 60 000 წლის წინათ. გზა ისეთი ვიწროა რომ მასზე მანქანები ვერ უქცევენ გვერდს, სწორედ ამიტომ მოძრაობა გეგმიურად ცამხრივია. კრატერში სასეირნოთ კი სპეციალური ბილიკებია მოწყობილი, რადგან ეს ვულკანი უკვე დიდი ხანია არარის მოქმედი.

3b718d681366Trollstigen, ნორვეგია
ეს “პერევალი” ნორვეგიის ჩრდილო დასავლეთში გადის და 1936 წელს გაიხსნა 8 წლიანი სამუშაოების დასრულების შემდგომად. ეს გზა ნორვეგიაში ტურისტების მიერ დათვალიერების მხრივ 4 ადგილზეა. გზის შუაში გვხვდება პატარა ხიდი ჩანჩქერ Stigfossen-ზე გადაჭიმული, რომლის სიმაღლე 180 მეტრი გახლავთ. გზა იღება მაისის ბოლოს ან რთული ზამთრის შემთხვევაში ივნისიდან.

f587886dfd4b

წყარო: Drive.Ge

მსგავსი ამბები

Back to top button