გართობა

დაუჯეროთ რეიტინგს??? საქართველო მსოფლიოში მეორმოცეა

b9cbd60ece44

ფეხბურთის სტატისტიკის და ისტორიის საერთაშორისო ასოციაციამ (IFFHS)  მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატების სია გამოაქვეყნა. დიდად აღსანიშნავია ის ფაქტი რომ საქართველო ამ რეიტინგში მე-40  ადგილზეა და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცააა შვედეთი, ნორვეგია, პოლონეთი, აშშ…..

მინდა ხაზი გაუსვა რომ: ამ რეიტინგში არა მარტო საერთაშორისო სარბიელზე ნაჩვენებ შედეგებს აჯამებენ არამედ , არამედ ეროვნულ ჩემპიონატში  დაძაბულობის მაჩვენებელი ანუ როგორი კონკურენციააა ქვეყნის მოწინავე 4-4 გუნდს შორის.

აქვე უნდა ვთქვათ რომ რეიტინგში სომხეთი 75-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი 97-ე. აზერბაიჯანმა ამაზე დიდი უმაყოფილება გამოთქვა, მათი თქმით გაცილებით მაღალი დონეა აზერბაიჯანის ჩემპიონატი საქართველოსაზეც და სომხეთისაზეც.  “აზერბაიჯანლები სულ მცირე ერთ ეტაპს მაინც გადიან ვიდრე ქართული და სომხური გუნდებიო”, მაგრამ აზერბაიჯანლები ცოტა აჭარბებენ, ბოლო ევროტურნირებზე აზერბაიჯანისგა განსხვავებით სამმა ქართულმა კლუბმა გადალახა 1 ეტაპი. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს რეიტინგი არცთუ ობიექტურია

პირველი 10 ეული მგონი სამართლიანად უნდა იყოს დალაგებული

1. ინგლისი

2.ესპანეთი

3. გერმანია

4. ბრაზილია

5. იტალია

6. საფრანგეთი

7. არგენტინა

8. ჰოლანდია

9. უკრაინა

10. თურქეთი

წყარო:  www.worldsport.ge

მსგავსი ამბები

Back to top button