გასართობიკრეატივისაკითხავი

( “მანქნები…” )

ხალხო და ჯამაათნო, პირველ რიგში მოგესალმებით… ამ პოსტში, საუბარი იქნება ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხზე…, რომლის მოსმენაც მე, პირადად, ყელში ამომივიდა და თქვენი არ ვიცი… საქმე იმაში “მდგომიარობს, რომე” დღეს ქართველ ბიჭებს (და არამარტო ბიჭებს) შორის მიმდინარეობს ხანგრძლივი პოლემიკა იმის შესახებ თუ რომელი მანქანა სჯობს და რამენად… აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კამათში ყველაზე მეტ აქტიურობას ისინი იჩენენ ხოლმე, ვისაც ელემენტარული მართვის მოწმობა არ გააჩნია და მანქანის ტარების “გარტყმაშიაც” არ არის… დაიწყებენ, არა ბუგატი ვეირონი სჯობსო, რაის ბუგატი მიცუბიში ლანსერ ევოლუშენიო, რაის ევოლუშენიო სუბარუ იმპრეზაო და ასე დაუსრულებლად… გეგონება ან ერთი ეტარებინოთ ან მეორე ან საერთოდ თითქოს ტარება იცოდნენ… მე მაგალითად მყავს ერთი ძმაკაცი ნიკუშა, რომელსაც შეუძლია მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად (გაუთავებლად) ილაპარაკოს ძრავებზე, ცხენის ძალებზე, “რუჩნიკზე”, კალპაკებზე და ასე შემდეგ უსასრულოდ… მაგრამ მე მაქვს იმის ბედნიერება, რომ საძმაკაცოში მყავდეს კიდევ ერთი ნიკასნაირი, რომელსაც ასევე შეუძლია, მთელი დღის განმავლობაში, შეუჩერებლად (გაუთავებლად) ილაპარაკოს ძრავებზე, ცხენის ძალებზე, “რუჩნიკზე”, კალპაკებზე და ასე შემდეგ უსასრულოდ… ხოდა, როცა შევიკრიბებით ძმაკაცები და ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ვსაუბრობთ როგორებიცაა: კონფლიქტურ რეგიონებში საკითხების გადაჭრაზე, რუსეთთან ურთერთობის დათბობა–გაცივებაზე და ა.შ. ეს ორი ცალკე ზის და საუბრობს ძრავებზე, ცხენის ძალებზე, “რუჩნიკზე”, კალპაკებზე და ასე შემდეგ უსასრულოდ… ჩემდა საბედნიეროდ, ორივე მათგანს ჰყავს მანქანა, რამაც შედარებით შეასუსტა მათი თავდაპირველი ენთუზიაზმი ამ საკითხის მიმართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ აღმოფხვრა…

მოკლედ ძალიან ბევრი, რომ არ ვილაპარაკო მანქანებზე ჩაციკლულო ადამიანებო, ჩვენი თვითმარქვია პრეზიდენტის სლოგანს შეგახსენებთ: “საქმე ლაპარაკის ნაცვლად!!!” :D :D :D

აქვე რამდენიმე ვიდეო, ერთ-ერთი მათგანი ბათუმელ დრიფტერებზე, უი უკაცრავად, მომიტევეთ, დრიფტმენებზეა, მაგრამ სად რალი და სად დრიფტიო, რა ვიცი, რა ვიცი…

დანარჩენი ვიდეოები კი შედარებისთვის… ;)

თეგები
Booking.com

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close