ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ჰიმბა

15f7fa03e4b0
ჰიმბა (Himba) — ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ ნამიბიაში, კუნენეს (ყოფილი კაოკოლანდი) რეგიონში. სულ მოსახლეობა 20.000-სა და 50.000-ს შორის მერყეობს. ეს არის მომთაბარე ხალხი, რომლის ძირითად საქმიანობას მესაქონლეობა წარმოადგენს.

ჰიმბას ხალხი ძირითადად მსხვილფეხა საქონელსა და თხებს აშენებს. საქონლის მოწველა ძირითადად ქალის მოვალეობა, ისევე როგორც მთელი საოჯახო და სამეურნეო საქმიანობა. მათი მავალეობაა ასევე ოჯახის წყლით მომარაგება და სახლების შენებაც კი. მამაკაცები ძირითადად ნადირობენ.

ჰიმბას ხალხს მცირე ტანსაცმელი აცვია, მაგრამ ქალები განთქმული არიან საკუთარი ტანის სხვადასხვა მცენარეულობების ზეთებითა და საცხებით მორთვით მზისგან თავის დასაცავად. ეს ნარევი მათ კანს მოწითალო ელფერს აძლევს. ქალები ერთმანეთს თმას უწნავენ და ოხრის ნარევით ფარავენ. თანამედროვე ჩაცმულობა იშვიათია და თითქმის მხოლოდ მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი.

აქვე რამდენიმე ვიდეო ჰიმბას ხალხის შესახებ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close