არქივი

,,ხუმარა ათენში”

3f2433fd0e48
ვინ იყო სოკრატე?

სოკრატე, შესაძლოა ყველაზე ამოუცნობი ფიგურაა ფილოსოფიის ისტორიაში. მას ცხოვრებაში ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. მიუხედავად ამისა, ის არის ერთ-ერთი იმ ფილოსოფოსთაგანი, რომლებმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ევროპულ აზროვნებაზე და ამაში საპატიო ადგილი უჭირავს სოკრატეს დრამატულ სიკვდილსაც.

ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი დაიბადა ათენში და ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქალაქის მოედნებსა თუ ბაზრებზე შეხვედრილ ადამიანებთან საუბარში გაატარა. სოფლად მდგარი ხეები მე ვერაფერს მასწავლიანო, უთქვამს ერთხელ.

სოკრატეს სიცოცხლეშივე მიიჩნევდნენ გამოუცნობ ადამიანად, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ არაერთ ფილოსოფიურ სკოლას ჩაეყარა საფუძველი. თვით მისი პიროვნების გამოუცნობლობამ და ორაზროვნებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ერთმანეთისგან ესოდენ განსხვავეწბული მსოფლმხედველობის სკოლები სოკრატეს მიმდევრობას იჩემებენ.
სოკრატეს ცხოვრებიშ შესახებ ჩვენთვის ცნობილი გახდა ძირითადად პლოატონის ნაწერების წყალობით. პლატონი – სოკრატეს ერთ-ერთი მოწაფე – შემდგომში ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი გახდა.

განსჯის ხელოვნება

სოკრატეს ხელოვნების არსებითი თვისება ისაა, რომ იგი არ ასწავლიდა ადამიანებს. პირიქით, უფრო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თვითონვე სურდა რაღაცის სწავლა სხვებისგან. თავიდან ის მხოლოდ კითხვებს სვამდა, რათა საუბარი დაწყებულიყო, თითქოს თვითონ არაფერი იცოდა. დისკუსიის მსვლელობის კვალდაკვალ თავის ოპონენტებს აგრძნობინებდა მათი არგუმენტების სისუსტეს და საბოლოოდ აღიარებინებდა, რა იყო მართებული და რა – მცდარი.

სოკრატეს დედა ბებიაქალი ყოფილა და თვითონ სოკრატეც ამბობდა, ჩემი ხელობა ბებიაქალის ხელობას ჰგავსო. ბებიაქალი თვითონ არ მშობიარობს, მაგრამ ბავშვის დაბადებას უწყობს ხელს. სწორედ ასევე, სოკრატეს თავის დანიშნულებად მიაჩნდა დახმარებოდა ადამიანებს ჭეშმარიტი აზრის დაბადებაში, ჭეშმარიტი ცოდნა კი შიგნიდან მოდის. მას მხოლოდ მაშინ შეიძენ, როცა სიღრმისეულად გაიაზრებ და გაითავისებ.

სოკრატეს შეეძლო უვიცის ნიღბით გამოსვლა ან თავის მოსულელება. ამით ის ადამიანებს აიძულებდა, მიემართათ საკუთარი გონებისთვის. ამას სოკრატულ ირონიას უწოდებენ. ეს სოკრატეს საშუალებას აძლევდა გამუდმებით ემხილებინა ადამიანთა აზროვნების სისუსტეები.

გარკვეული ავტორიტეტის მქონე ადამიანებს სოკრატე უფრო და უფრო აღიზიანებდა. “ათენი ჰგავს ნელა მოჩანჩალე ცხენს, მე კი იკრაზანა ვარ და ამ ცხენს ვკბენ, რომ ჩორთზე გადავიყვანო”, უთქვამს სოკრატეს.

ღვთაებრივი ხმა

სოკრატე მოყვასის დასატანჯად არ იკბინებოდა. რაღაც შინაგანი ხმა სხვა არჩევნას არ უტოვებდა. სულ იმას ამობობდა, ჩემში “ღვთაებრივი ხმა” ჟღერსო. აპროტესტებდა და არანაირ მონაწილეობას არ იღებდა ადამიანთათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაში. მისთვის მიუღებელი იყო თავისი პოლიტიკური მტრეის დაბეზღებაც. საბოლოოდ, ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

399 წელს სოკრატეს ბრალი დაედი “ახალი ღმერთების დამკვიდრებასა და ახალგაზრდობის გარყვნაში”. ნაფიც მსაჯულთა ხუთასკაციანმა სასამართლომ ხმათა მცირედი უპირატესობით სოკრატე დამნაშავედ ცნო.

მას შეეძლო შეწყალება ეთხოვა. მაგრამ ასეთ შეთხვევაში სოკრატე სოკრატე არ იქნებოდა. თავის სინდისს და ჭეშმარიტებას ის სიცოცხლეზე მაღლა აყენებდა. ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი. თუმცა, კრიტოსთან დიალოგში, სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს. ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა. გასამართლებიდან მცირე ხნის შემდეგ, მეგობრების თანდასწრებით, სოკრატემ შხამი დალია.

ვიცი, რომ არაფერი ვიცი

სოკრატე სოფისტების თანამედროვე იყო. მათ მსგავსად, ისიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა ადამიანს და მის ადგილს საზოგადოებაში, ვიდრე ბუნების ძალებს. როგორც რომაელმა ფილოსოფოსმა ციცერონმა თქვა რამდენიმე საუკუნის შემდეგ, სოკრატემ “ფილოსოფია ციდან მიწაზე ჩამოიყვანა, ქალაქებში დაამკვიდრა, სახლებში შეიყვანა და აიძულა, გამოეკვლია ცხოვრება, ეთიკა, სიკეთე და ბოროტება”.

სოკრატეს სოფისტებისგან ერთი მნიშვნელოვანი რამ განასხვავებდა: თავს “სოფისტად”, ანუ სწავლულ და ბრძენ კაცად არ მიიჩნევდა. მათგან განსხვავებით, ის არც გასამრჯელოს იღებდა. სოკრატე თავის თავს ფილოსოფოსს ეძახდა ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. “ფილოსოფოსი” ნიშნავს “სიბრძნის მოყვარულს”.

სოფისტები გასამრჯელოს იღებდნენ თავიანთი განმარტებებისთვის. სოკრატე წუხდა, რომ ასე ცოტა იცოდა და გამუდმებით ცდილობდა ჩაწვდომოდა ჭეშმარიტებას. მან თქვა; “მე ერთი რამ ვიცი: ის, რომ არაფერი ვიცი”.

ამბობენ, ერთ ათენელ დელფოს მისნისთვის უკითხავს: “ვინ არის ათენში ყველაზე ბრძენიო? სოკრატეა მოკვტავთაგან უბრძნესიო, უპასუხია მისანს. ეს რომ სოკრატემ გაიგო დაუყოვნებლივ გაემართა ერთ ათენელთან, რომელიც მას და სხვა ათენელებს ბრძენად მიაჩნდათ. მაგრამ როსედაც აღმოჩნდა, რომ ამ კაცმა ვერ შეძლო დამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემა მის კითხვებზე, სოკრატე მიხვდა, რომ მისანი მართალი იყო.

ის გრძნობდა, რომ საჭირო იყო ჩვენს ცოდნას მტკიცე საძირკველი ჩაყროდ და სწამდა, რომ ეს საძირკველი ადამიანის გონება უნდა ყოპილიყო. ადამიანის გონებისადმი თავისი შეურყეველი რწმენით, სოკრატე ნამდვილი რაციონალისტი იყო.

ასე იქცა სოკრატე ფილოსოფოსად – ადამიანად, რომელიც არ ნებდება და დაუღალავდ ეძებს ჭეშმარიტებას.

მსგავსი ამბები

Back to top button