არქივი

ბუგიმენი სხვადასხვა ქვეყნებში

a1da563e9cbe

იაპონური ბუგიმენი – ნამაჰაგე ახალ წელს ყოველ სახლს სტუმრობს და სახლის მფლობელს ეკითხება, ყავს თუ არა ურჩი ბავშვები. თუ იმ სახლში არ არიან ცელქი და მტირალა ბავშვები, სხვა სახლისკენ გადაინაცვლებს.

f25667b25257

კორეული ბუგიმენი – კოტგამი დადის ტომრით ხელში. მას ძირითადად ურჩი ბავშვების მშობლები უხმობენ და კოტგამსაც ისინი თან მიყავს.
კოტგამი კორეულად “მშრალ ხურმას” ნიშნავს და ისტორია ასეთია: დედა ცდილობდა მტირალა ბავშვის დაწყნარებას და ეუნებოდა, თუ არ გაჩერდები, გარეთ ვეფხვია და ის წაგიყვანსო (კორეულ ფოლკლორში ვეფხვი ითვლებოდა ყველაზე ძლიერ არსებად). ამ დროს მართლაც ჩაიარა ვეფხვმა და ეს რომ გაიგო, კარებთან დადარაჯდა. თუმცა ბავშვის გარეთ გაგდების ნაცვლად, დედამ შვილს მისცა მშრალი ხურმა და უთხრა, “აჰა კოტგამი”. ბავშვმა მაშინვე შეწყვიტა ტირილი. ვეფხვმა იფიქრა, კოტგამი ჩემზე უფრო საშიში მხეციაო და იქაურობას გაეცალა.

0c5c17e68c86

მექსიკასა და ესპანეთში ბუგიმენს ელ კოკო ჰქვია. მე-16-17 საუკუნეებში ესპანეთში დადიოდნენ და ქუჩაში მცხოვრები ობოლი ბავშვები ტომრით მიჰყავდათ თავშესაფარში. ელ კოკოს ისტორიაც აქედან წამოვიდა.

9a786c23bb6d

ფინური გროკი უზარმაზარი ლურჯი ბურთულის ფორმის არსებაა. ის მუდამ სევდიანი დადის და ზოგჯერ ხალხს აშინებს.

05308de27d13

ინგლისსა და ამერიკაში ბუგიმენი წარმოდგენილი ჰყავთ როგორც მაღალი, გაძვალტყავებული, საფრთხობელას სახის მქონე ქალი.

c93ba1190b14

შოტლანდიური ბოგარტი ხშირად იწვევს უსიამოვნებებს ადამიანთა ცხოვრებაში. ზოგჯერ ის მძინარე ადამიანებს სახეზე ცივ ხელს ადებს. თუ მის სახელს წარმოთქვამთ, ვეღარასდროს მოიშორებთ. მისგან თავდაცვის საშუალებაა კარზე გაკრული ნალი.

36a2f6cbc994

ბაჰამელი ჯუჯა, რომელიც ურიკით დადის. ის ნადირობს ბავშვებზე, რომლებიც მზის ჩასვლის შემდეგ სახლში არ არიან. ვისაც დაიჭერს, სამუდამოდ მისი მსახური ხდება.

8153c578d456

ბულგარელი ტორბალანი დღისით ჩრდილებში ცხოვრობს. ღამით კი გადის დასახლებულ ადგილებში და ბავშვები ტყეში მიჰყავს.

e9a5b5ad5d61

ჩეხურ-პოლონური ბუბაკი მდინარეების სანაპიროზე ცხოვრობს. ის ბავშვის ხმას ბაძავს და ამით იტყუებს მსხვერპლს. ღამით კი ეტლით დაქრის, რომელშიც კატებია შებმული.

5e919e19eb5e

ჰოლანდიურ ბოლმანს ეშვები და ბრჭყალები აქვს. ის საწოლის ქვეშ იმალება და ვინც დროზე არ იძინებს, გამოქვაბულში მიჰყავს.

9c878dc80cea

ფილიპინელი პუგოტ-მამუ გიგანტური და უთავოა. ის ხეებსა და მიტოვებულ სახლებში ცხოვრობს. კისერზე არსებული ხვრელის საშუალებით ის მოტაცებულ ბავშვებს ჭამს.

fe02bbe20907

კანადელი ბონჰომი ბავშვებს ტომრით იტაცებს, თუმცა მხოლოდ იმათ, ვისაც ღვიძავს. მძინარეებს არ ეხება.

4c6de0885d21

ნორვეგიული ნოკენი ტბის მონსტრია. ვინც მას დაძახილზე არ ეახლება, ადრე თუ გვიან მისი მსხვერპლი გახდება.

749435b62bce

ტრინიდადსა და ტობაგოში მცხოვრებ ჯუმბის ფორმის შეცვლა შეუძლია, ამიტომ მშობლები შვილებს აფრთხილებენ რომ უცნაურ ცხოველებთან და არსებებთან ახლოს არ მივიდნენ. მისი დამრცხების რამდენიმე ხერხი არსებობს. მაგალითად, ფეხსაცმლის გარეთ დატოვება – ჯუმბის ტერფები არ აქვს და მთელ ღამეს ფეხსაცმლის ჩაცმას მოანდომებს. ასევე კარგი ხერხია ქვიშით ან ბრინჯით სავსე ჯამის დატოვება – ჯუმბი მთელ ღამეს მარცვლების თვლაში გაატარებს. შესაძლებელია მდინარის გადაკვეთაც – ჯუმბის წყლის ეშინია. კარებთან მრავალჯერ განასკვული თოკის დატოვებაც შეიძლება – ჯუმბი სათითაოდ დახსნის კვანძებს.

3950cc85bde4

იტალიელებს ლუომო ნერო ჰყავთ – მაღალი უსახო კაცი გრძელი ქურთუკითა და შავი ქუდით. ის როგორც წესი, მაგიდის ქვეშ იმალება. მშობლები მაგიდაზე აკაკუნებენ ხოლმე, რითაც ბავშვებს აფრთხილებენ, რომ ლუომო ნერო მოსულია და თუ საჭმელს ბოლომდე არ შეჭამენ, ის წაიყვანს.

მსგავსი ამბები

Back to top button