არქივი

უძილობა

f3f5df620f67

ეს მაწუხეებს ძალიან :) ყოველ დღე დილით 7-8 საათზე ვწვები :) ხოდა მაინტერესებდა როგორ ვებრძოლო უძილობას… და ასეთი რამ ამოვიკითხე 

ძილი, ისევე როგორც საკვები და ჰაერი, აუცილებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის. ძილის დროს დუნდება კუნთები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ მდგომარეობაში იმყოფება, რათა შეაკაოს ჩვენი სხეული მჯდომარე ან ვერტიკალურ მდგომარეობაში; ისვენებს ნერვული სისტემა; მიმდინარეობს კანის უჯრედების განახლება. ამიტომ, ხანგრძლივად სიფხიზლე, წყვეტილი ძილი და ძილი უხერხულ მდგომარეობაში ანგრევს ჯანმრთელობასა და ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ამავე დროს, უძილობის პრობლემა ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანისათვის ხდება ცნობილი. რა არის ამის მიზეზი და არსებობს თუ არა საიმედო საშუალებები ამ უბედურებისაგან თავის დასაღწევად?

არსებობს უამრავი მიზეზი, რომელიც უძილობას იწვევს, მაგრამ ჩვენს დროში მთავარ მიზეზად შეიძლება ნერვული გადაღლილობა ჩაითვალოს. განსაკუთრებით აისახება იგი ჯანმრთელობაზე რეგულარული ფიზიკური დატვირთვების უქონლობისას. ამიტომ ნუ იჩქარებთ ამაში თქვენი ოფისის ატმოსფეროს დადანაშაულებას – შესაძლოა ამის მიზეზი მოძრაობის უკმარისობა იყოს. ამ შემთხვევაში დასკვნა აშკარაა: ეცადეთ მეტი იმოძრაოთ, ნუ გამოიყენებთ ლიფტს. თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ სატრენაჟორო დარბაზები მოინახულოთ, მაშინ შესაძლებლობის ფარგლებში სამსახურში ფეხით იარეთ, ხოლო შაბათ-კვირას მონახეთ დრო და ახლობლებთან ერთად გადით ქალაქგარეთ.

ასევე, ნერვული დაღლილობის მოსახსნელად სასარგებლოა აბაზანის მიღება ძილის წინ 10-15 წუთის განმავლობაში. წყლის ტემპერატურა – 38-40 გრადუსი უნდა იყოს. ასეთი აბაზანა უფრო ეფექტური იქნება, თუ მასში ჩაუმატებთ დამამშვიდებელ ბალახებს ან ეთერზეთებს.

ხოლო თუ რაიმე კონკრეტული პრობლემები გაწუხებთ, რომელთა გადაწყვეტა ჯერ არ შეგიძლიათ, უმჯობესია დახმარებისათის ფსიქოლოგს მიაკითხოთ. იგი შეგირჩევთ მოდუნების ტექნიკას, რომელიც კერძოდ თქვენ გამოგადგებათ და დაგეხმარებათ არსებულ სიძნელეებს სხვა მხრიდან შეხედოთ.

თუმცაღა უძილობის მიზეზი ყოველთვის ემოციური მხარე არ არის. ხშირადაა იგი გამოწვეული ფიზიკური დისკომფორტითაც. ამ შემთხვევაში გთავაზობთ შეამოწმოთ, კარგადაა თუ არა განიავებული ძილის წინ თქვენი საძინებელი, საკმარისად მოსახერხებელია თუ არა თქვენი ბალიში და ლეიბი, ხომ არ შემოდის ოთახში ზედმეტი სინათლე ან ხმაური. სავსებით შესაძლებელია, რომ რომელიმე, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ფაქტორი იწვევდეს თქვენს უძილობას.

ასევე, სწრაფი ჩაძინების უქონლობის მიზეზი შეიძლება იყოს რეჟიმის არ არსებობა – ეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად, ამასთან, ვახშამი დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა მიირთვათ. სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყველაზე სასარგებლო საათები ძილისათვის სწორედ შუაღამის წინა საათებია.

რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ძილის მოთხოვნილება სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვანაირი აქვთ, მაგრამ მისი საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 8 საათია ზრდასრულ ადამიანებში. არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც 6 ან სულაც 5 საათიანი დასვენება სავსებით საკმარისია. თუ ამ კატეგორიას განეკუთვნებით, თავს ნუ გაიწვალებთ და ნუ აიძულებთ უფრო დიდხანს ძილს, რადგან საჭიროზე მეტი ძილი, ისევე, როგორც მისი უკმარისობა- ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

მადლობთ რომ შემოიხედეთ და წაიკითხეთ..ვისაც დაგეხმარებათ-მე გამიხარდება :)

BY ნაწკა :)

მსგავსი ამბები

Back to top button