საკითხავისასარგებლო

ჰანს კრისტიან ანდერსენი- განდიდების მანიით შეპყრობილი მეზღაპრე

ანდრესენის ცხოვრება ისეთივე უჩვეულო და ნაღვლიანი იყო, როგორიც მისი ზღაპრები: მეწაღის ოჯახში დაიბადა, განდიდების მანიით იყო შეპყრობილი და ამავდროულად, საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა. სურდა ისტორიაში დარჩენილიყო,როგორც სერიოზული მწერალი, არადა მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ მეზღაპრედ იქცა.

,,1805 წელს ქალაქ ოდენსეში ღარიბულ ქოხში ცხოვრობდა ახალგაზრდა წყვილი, რომელთაც უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი. 20 წლის მეწაღე მდიდარი ბუნების, პოეტური ნატურა იყო, მისი ცოლი კი , მასზე უფროსი , ცხოვრებას კარგად არ იცნობდა, მაგრამ საოცარი გულის პატრონი გახლდათ. კაცს სულ ახლახან აეთვისებინა ფეხსაცმელების კერვა. მან თავისი ხელით გააკეთა ხის საწოლი, სწორედ ამ საწოლზე დაიბადა 1805 წლის 2 აპრილს პატარა მყვირალა მუთაქა – მე ჰანს ქრისტიან ანდერსენი”.

ავტობიოგრაფია, რომელიც ანდერსენმა დიდების მწვერვალზე ყოფნისას დაწერა და რომელსაც ”ჩემი ცოვრების ზღაპარი” დაარქვა, ავტორის ხასიათზე ნათლად მეტყველებს, მაგრამ ძალიან ცოტას ამბობს იმაზე, თუ როგორი იყო მეზღაპრე სინამდვილეში.

როდესაც ჰანსი დაიბადა, მისი მშობლები – ჰანსი და ანამარი, სულ 2 თვის დაქორწინებულები იყვნენ. ჰანსს დედის მხრიდან უკანონოდ გაჩენილი ძმები და დები ჰყავდა, ერთ-ერთი და პროფესიონალი მეძავი იყო. ანდერსენის დეიდას კოპენჰაგენში ბორდელი ჰქონდა, ბებიამისი ციხეში იჯდა, ხოლო პაპა ქალაქში გადარეულ ანდერსად იყო ცნობილი.

ჰანსის მამა მეწაღე კი იყო, მაგარმ საკუთარი არისტოკრატიული წარმომავლობის სჯეროდა და კითხვა იცოდა. სახლში მცირერიცხოვან წიგნთაგან ერთ-ერთი ”ათას ერთი ღამე” იყო. ანამარი სრულიად უწიგნური გახლდათ, მეტისმეტად ცრუმორწმუნე, ფულს თეთრეულის რეცხვით შოულობდა. სიცოცხლის ბოლოს სპირტიან სასმელებს მიეჩვია და გამოსაფხიზლებელში დალია სული. ანდერსენის ბავშვობას უღრუბლოს ვერავინ უწოდებდა. ის მაღალი,ულამაზო, მოუქნელი, მეტისმეტად მგრძნობიარე და ნერვიული იზრდებოდა. ადვილად შეეძლო ტირილი, კარგად მღეროდა, ოცნებობდა სცენაზე, ყველაზე მეტად კი კითხვა და თოჯინების საკუთარ თეატრში წარმოდგენების გამართვა უყვარდა.

მამამისი მაშინ გარდაიცვალა, როცა ჰანსი 11 წლის იყო, მომავალი მეზღაპრე თამბაქოს ფაბრიკაში გაგზავნეს სამუშაოდ, მაგრამ უჩვეულო გარეგნობის გამო იქ ყველა დასცინოდა და მხოლოდ რამდენიმე დღე გაძლო. მერე მკერავთან დაიწყო თანაშემწედ მუშაობა, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოუვიდა. სამაგიეროდ ამ წლებში პირველად გაეცნო წარჩინებულ ფენას : ” ჩემი სიყვარული კითხვისადმი, კარგი მეხსიერება – ზეპირად ვიცოდი ციტატეტები დრამატული ნაწარმოებებიდან, და ბოლოს, კარგი ხმა – ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის საუკეთესო ოჯახების წარმომამდგენლებს ჩემდამი ინტერესს უღვიძებდა” – და პატარა ქალაქში მიღწეული მცირე წარმატების შემდეგ, ანდერსენი დედაქალაქის დასაპყრობად გაემგზავრა.

1819 წელს ოცნებებითა და მიზნებით სავსე 14 წლის ჰანსი კოპენჰაგენში ჩავიდა. ყმაწვილს სჯეროდა მკითავის ნაწინასწარმეტყველები, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისი მშობლიური ქალაქი მის პატივსაცემად ზეიმს მოაწყობდა. თუმცა მანამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო.

დეიდამისმა თავის ბორდელში ერთი პატარა ოთახი დაუთმო, რომელიც კარადას უფრო ჰგავდა. მოზარდი სწორედ აქედან დადიოდა კოპენჰაგენის საუკეთესო სახლებში და საკუთარ თავს წარადგენდა. ანდერსენის მთავარი მიზანი სამეფო თატრი იყო, ამიტომაც მიადგა თეტრის დირექტორს, მაგრამ ის უარით გამოისტუმრეს. უკვე ფულიც გაუთავდა, სასოწარკვეთილებამც შეიპყრო, მაგრამ არ უნდოდა შინ დამარცხებული დაბრუნებულიყო. ერთ მშვენიერ დღეს კი სამეფო სამეფო საგუნდო სკოლის დირექტორს ჯუზეპე სიბონის ეწვია. მისდა საბედნიეროდ, იმ დღეს სიბონისთან კომპოზიტორი ვეისი სადილობდა, რომელსაც წარსულში თავად გამოეცადა სიღარიბე. მან გადაწყვიტა ფული შეეგროვებინა , ანდერსენისთვის ნორმალური ბინა ექირავებინა და თეატრალური საქმის შესწავლაში დახმარებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად შიმშილობდა, ჰანსი მაინც ბედნიერი იყო, რომ თეატრალურ სამყაროში მოხვდა. მას უკვე იწვევდნენ სამღერლად და ლექსების წასაკითხად, მაგრამ ისევე როგორც ოდენსეში, გარშემო მყოფები მისი გარეგნობის გამო აქაც იცინოდნენ. ის სწავლობდა სცენებს ცნობილი პიესებიდან, ცდილობდა თვითონაც დაეწერა ტრაგედიები და ცეკვასაც კი ეუფლებოდა. თუმცა 17 წლის , რომ გახდა აღმოჩნდა, რომ სცენისკენ გზა გადაკეტილი ჰქონდა: ხმაში ხრინწი შეერია, მისი ფიგურა კი საბალეტო ხელოვნებას არ შეეფერებოდა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, მთლიანად ლიტერატურულ მოღვაწეობაზე გადართულიყო. ერთმანეთის მიყოლებით წერდა პიესებს, რომლებსაც ასევე ერთმანეთის მიყოლებით იწუნებდნენ. ხშირად პლაგიატშიც ადანაშაულებდნენ, მაგრამ ის გულწრფელად პასუხობდა : ” კი მაგრამ ისინი ხომ ისეთი ნიჭიერები იყვნენ”; ანდერსენს, მართალია სწამდა საკუთარი გენიალურობისა , მაგრამ მაინც ესმოდა, რომ სხვები უკეთ წერდნენ.

ბოლოს და ბოლოს ჯიუტ ჭაბუკს ბედმა მაინც გაუღიმა. მის ერთ-ერთ პიესას იონას კოლინმა, სამეფო თატრის ფინანსურმა დირექტორმა და გავლენიანმა ადამიანმა მიაქცია ყურადღება. მანაც ის დაინახა, რაც სხვებმა: ანდერსენს ნიჭი ჰქონდა, მაგრამ საშინლად გაუნათლებელი იყო. სხვებისგან განსხვავებით , კოლინმა ამ ნაკლის გამოსწორება გადაწყვიტა და ანდერსენს სამეფო სტიპენდია გაუხერხა.

ჰანსმა სწავლა დაიწყო , კლასში თავისზე პატარებთან იჯდა და ძალიან უჭირდა გაკვეთილების მოსმენა და სიმკაცრის ატანა. არადა სკოლის დირექტორი ყველაზე მკაცრად მას ექცეოდა. სასოწარკვეთილი ჰანსი უიმედო წერილებს წერდა კეთილისმყოფელს, მაგარმ კოლინი შეუვალი იყო – მას მიაჩნდა, რომ ბიჭს განათლება ბოლომდე უნდა მიეყვანა. 4 წლიანი ტანჯვის შემდეგ ანდერსენმა გულისგამგმირავი ლექსი დაწერა ” მომაკვდავი ყრმა” (მოგვიანებით ეს ლექსი XIX ს. დანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გახდა), დირექტორმა გამოუცხადა, რომ ლექსი არ ვარგოდა და ისე ეცა ჰანსს, რომ ერთ-ერთ მასწავლებელს შეეშინდა და კოლინს ამცნო , რომელმაც ანდერსენი სასწრაფოდ წამოიყვანა სკოლიდან თუმცა ღამეული კოშმარები , რომელშიც მთავარ როლს სკოლის დირექტორი ასრულებდა, ანდერსენს სიცოცხლის ბოლომდე აწუხებდა.

სკოლის რეპრესიას გადარჩენილი ჰანსი მთლიანად ჩაეფლო მწერლობაში. 22 წლისამ დაწერა : ”მოგზაურობა ფეხით ჰოლმენ-კანადიდან ამაგერის კუნძულის აღმოსავლეთ კონცხამდე”. არცერთი გამომცემელი არ დათანხმდა მის დაბეჭდვას და ანდერსენი, რომელიც მაშინ უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა , იძულებული გახდა საკუთარი ფულით დაებეჭდა. მთელი ტირაჟი წამიერად გაიყიდა. წარმატებით გათათამამებულმა ახალგაზრდა ავტორმა პიესაც დაწერა , რომელიც სამეფო თეტრში დაიდგა. ანდერსენმა სწავლა მიატოვა და თავისი ლექსების პირველი კრებულის გამოცემაზე შეუდგა მუშაობას.

პირველი 10 წელი ხელმოკლედ ცხოვრობდა და მხოლოდ 33 წლისამ , როცა დანიის მეფემ მუდმივი წლიური სტიპენდია დაუნიშნა, შეძლო ამოესუნთქა და აღარ შინებოდა სიღარიბისა. ახლა აღარ იყო დამოკიდებული არც მდიდარ მეგობრებზე და არც მკითხველის ახირებაზე, შეეძლო ეწერა ის, რაც გულით სურდა.

50 წლიანი შემოქმედებითი მოღვაწობის პერიოდში 200-ზე მეტი ზღაპარი, ათობით რომანი, პიესა და სამგზავრო დღიური, 3 ავტობიოგრაფია, 800-ზე მეტი ლექსი და უამრავი წერილი დაწერა. მაგრამ სამშობლოში დიდხანს არასერიოზულად  აღიქვამდნენ. დანიელი კრიტიკოსები მხოლოდ მაშინ მოლბნენ, როცა უცხოეთიდან, ძირითადად გერმანიიდან აღფრთოვანებული გამოხმაურებები მოვიდა.

საზღვარგარეთ ანდერსენი რატომღაც მეზღაპრედ მიიჩნიეს, თუმცა თავად მწერალი ყოველთვის სერიოზულად აღიქვამდა თავის მოწოდებასა და დანიშნულებას. ზღაპრებს კი უბრალოდ ”მარკენტიგული სტრატეგიის” ნაწილად აღიქვამდა. მაგარმ სწორედ ამ ზღაპრებმა გაუთქვეს მას სახელი. რაც უფრო მეტად იძირებოდა ზღაპრების სამყაროში,რაც უფრო მეტად სცილდებოდა დანიურ ფოლკლორს (რომელიც ბავშვობიდან ჩარჩენოდა დედისა და ბებიის მონაყოლით), მით მეტ პოპულარობას იხვეჭდა მისი საოცარი და სევდიანი ამბები, მისი ყველა ზღაპარი, ხომ მასავით სევდიანია

პათოლოგიები

ანდერსენს მუდამ რცხვენოდა თავისი გარეგნობის, რომელშიც ყოველთვის იკვეთებოდა მისი გლეხური წარმომავლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის გამოწკეპილი დადიოდა და პარიზული მოდის მიხედვით იმოსებოდა,მის სმოკინგსაც მუდამ ამშვენებდა ყვავილი, მის სახეს მაინ არ სცილდებოდა მდაბიური იერი და მისი უჩვეულო პროფილიც დაცინვას უფრო იწვევდა , ვიდრე პატივისცემას. გარდა ამისა, ანდერსენს მთელი ცხოვრება აწვალებდა ფსიქიკური პრობლემები. ხშირად ესიზმრებოდა , რომ კბილები სცვიოდა. როცა ერთხელ შემთხვევით დაიხურა სხვისი ქუდი , მერე დიდხანს სჯეროდა , რომ საშინელი კანის დაავადებით დაავადდა. მოგზაურობისას სულ თან დაჰქონდა თოკი,რომ ხანძრის შემთხვევაში ფანჯრიდან გადაძრომა შეძლებდა. ხოლო ღამით მაგიდაზე ტოვებდა ბარათს ”თქვენ მხოლოდ გგონიათ, რომ მოვკვდი”, რადგან პანიკირად ეშინოდა ცოცხლად დამარხვის.

რაც შეეხება ქალებს , ამ საკითხშიც უჩვეულო იყო. მის ცხოვრებაში სულ 2 ქალი ფიგურირებს(თუმცა ზოგიერთი ბიოგრაფი იმასაც ამბობს, რომ ანდერსენს არცერთ ქალთან არ ჰქონია ფიზიკური კონტაქტი) : ერთი, მისი სტუდენტობის დროინდელი მეგობრის და , რომელიც მალე სხვას გაჰყვა ცოლად და მეორე- შვედი ოპერის მომღერალი იენა ლინდი, რომელმაც მას მხოლოდ მეგობრობა შესთავაზა.

მკითხავის წინასწარმეტყველა კი ახდა. 1867 წელს , როცა 62 წლის ანდერსენი მშობლირ ქალაქში ჩავიდა, უკვე როგორც იმ დროის ცნობილი სკანდინავიელი მწერალი, მის პატივსაცემად მართლაც მოაწყვეს ზეიმი. მან ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა 1875 წლის 4 აგვისტოს მის სახლში კი სახლმუზეუმი გაიხსნა. ”თავზე ბედნიერი ვარსკვლავი დამნათის , წერდა ადერსენი, – ბევრი ამას მეტად იმსახურებს, ვიდრე მე… ეს ვარსკვლავი რომც ჩაესვენოს , დაე ასე იყოს, მაინც შემიძლია ვთქვა , რომ ის ანათებდა …”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close