პლაჟი „Maho beach“ მდებარეობს ნიდერლანდის კუნძულის სინტ-მარტენის (Saint Martin) ტერიტორიაზე; სინტ-მარტენი — ეს კუნძული, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა, კარიბის ზღვაშია და ნიდერლანდების დაქვემდებარებაშია.
ეს მართლაც სამოთხის კუთხეა იმათთვის , ვისაც უყვარს პილოტირებული საჰაერო ხომალდის აფრენის და დაფრენის ყურება , იმიტომ რომ ამაზე ახლო კონტაქტი თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკთან არ არის მსოფლიოში.
„Maho beach“ პლაჟთან ძალიან ახლოს მდებარეობს „ პრინცესა იულიანას„ სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (Princess Julianna). თვითმფრინავებმა უნდა განახორციელონ დაშვება ასაფრენი ბილიკის თავთან ახლოს, რადგან ის არის ძალიან პატარა, ამისათვის ისინი ანხორციელებენ დაფრენას ისეთ მინიმალურ სიმაღლეზე, თითქოს ეხებიან ადამიანების თავებს, რომლებიც სანაპიროზე არიან და ისვენებენ…
შეგიძლიათ მშვიდად დაწვეთ სანაპიროზე, მაგრამ როცა რამდენიმე ათეული მეტრი სიმაღლეზე მოფრინავს KLM წარმოქმნილი ჰაერის ნაკადი იმდენად ძლიერია , რომ ყველაფერს ააფრიალებს და მიმოფანტავს ირგვლივ. რა თქმა უნდა , ფოტოგრაფიით თუ ხართ გატაცებული, მაშინ შეგიძლიათ გადაუღოთ მფრინავ ხომალდებს ძალიან ახლო ადგილიდან.
აქ მოდიან მღელვარებისთვის და არა გარუჯვისთვის, ამისათვის ყველაფერია შექმნილი. ყველა ახლომახლო რესტორნებსა და ბარებში განთავსებულია ფრენის გრაფიკი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „Sunset Beach Bar“-ის სახურავზე დამონტაჟებულია დინამიკი საიდანაც ისმის პილოტების და დისპეჩერებს შორის გამართული დიალოგები, რომლებიც ემზადებიან დასაჯდომად…