არქივი

ანეგდოტები

fbe4efdacaa0

ვინც უკმაყოფილო იქნება ცივი წყალი დალიოს :lol2:

***

პატრული მანქანას გააჩერებს და საბარგულს დაათვალიერებს. იქ 10 დიდ დანას ნახავს. პოლიციელი მძღოლს ეკითხება:

– რად გინდათ ამდენი ცივი იარაღი?

– ცირკში ვმუშაობ, ჟონგლიორი ვარ.

– არ მჯერა, აბა მაჩვენე!

მძღოლი დანებს აიღებს და ჟონგლირებას იწყებს. ამ დროს გვერდით მანქანა ჩაივლის, მძღოლი დაინახავს და ცოლს მიუბრუნდება:

– მადლობა ღმერთს, დალევას თავი დავანებე, შეხედე, როგორი ტესტები მოუგონიათ!

***

სახლში დაბრუნებულმა სიძემ თავის კომპიუტერთან მჯდომი სიდედრი დაინახა და წამოიძახა:

– ასეთი ვირუსი ჯერ ჩემს კომპიუტერს არ ჰქონია.

***

პატრული სიჩქარის გადაჭარბებისთვის მანქანას აჩერებს და მძღოლს ეკითხება:

– რატომ დაარღვიეთ მოძრაობის წესები?!

– მეგობრებთან ერთად გავერთე, დრო გავატარეთ, ახალი წელი აღვნიშნეთ, ჰოდა ახლა სახლში მიმეჩქარება, მეუღლე ღელავს, ალბათ ჭკუიდან იშლება.

– თქვენ რა, სრულ ჭკუაზე ხართ, რა ახალი წელი, მაისია!

– ჰოდა, მეც ამიტომ ვჩქარობ!

***

ზამთარია. ყინავს. ქუჩაში კაცი დგას, იყინება, ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი. ამ დროს ბავშვი ჩაივლის და ეკითხება:

– ბიძია, რომელი საათია?

– ზაფხულში, ზაფხულში მკითხე…

***

ოსი თვითმფრინავიდან ტრაპზე ჩამოდის, შარვალი ხელით უჭირავს და ბურტყუნებს:

– ველ გავიგე, სენი წილიმე, ხან ქამლები შეიკალითო, ხან გაიხსენითო…

***

ორი ქირურგი ოპერაციის შემდეგ საუბრობს. ერთი მეორეს ეკითხება:

– აბა, როგორ ჩაიარა ოპერაციამ?

– ნარკოზით მოსაწყენია.

***

სიცხეა, ჯალათს დამნაშავე სასჯელის აღსასრულებლად მიჰყავს.

– გამიშვი რა, – ეხვეწება პატიმარი.

– არა.

– დავიღალე სიარულით.

– შენ რა გიჭირს, მე უკან უნდა დავბრუნდე.

***

მასწავლებელი მოსწავლეს ტუქსავს:

– გივი, გავიგონე, როგორ უწოდე ლამარას სულელი. ახლავე უთხარი, რომ ძალიან წუხარ ამის გამო!

– კარგით მასწავლებელო. ლამარა, ძალიან ვწუხვარ, სულელი რომ ხარ.

***
კრიტიკოსი მწერალს ეუბნება:

– დღეს თქვენი წიგნი წავიკითხე…

– ბოლო?

– იმედი მაქვს, რომ ბოლო იყო.

***

ერთი ნაცნობი მეორეს ეკითხება:

– ცოლისთვის დაბადების დღეზე რისი ჩუქება ჯობია: ერთი დიდი საჩუქრის, თუ რამდენიმე პატარის?

– ვფიქრობ, ბევრი პატარის.

– მაშინ მზესუმზირას ვაჩუქებ!

***

– ძვირფასო, ძალიან დავიღალე, უკვე ორი საათია მივდივართ!

– მოითმინე, ძვირფასო, მალე ადგილამდე მივაღწევთ.

– აღარ შემიძლია! ზურგჩანთამ მხრები გადამიხეხა, ფეხსაცმელები მიჭერს, მზე აცხუნებს!

– რა შემიძლია შენთვის გავაკეთო, ძვირფასო?

– იქნებ, ზურგჩანთიდან ამოსულიყავი?

***

გოგონა ბიჭს ტელეფონზე ურეკავს და ეუბნება:

– ძვირფასო, ძალიან მაკლიხარ…

– სრული ბედნიერებისთვის თუ თანაბარი ანგარიშისთვის?

***

ოჯახურ თათბირზე დედა შვილს ეუბნება:

– შვილო! ჩვენ ყველანი ორშაბათიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ! მე დიეტას მივატოვებ, მამა სიგარეტის წევას. შენ რას გააკეთებ?

– შემიძლია სკოლა მივატოვო…

***

სადილობის დროს ქმარი ცოლს ეკითხება:

– ძვირფასო! რა გემრიელი სოკოა! საიდან რეცეპტი?

– დეტექტივში ამოვიკითხე…

***

ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სინოპტიკოსები დაეხვრიტა, იმის გამო, რომ მათი არცერთი ამინდის პროგნოზი არ გამართლდა. დამნაშავეები მოედანზე მიიყვანეს, ხალხი განაჩენს მიესალმება და უცბად ხალხიდან ერთი კაცი დაიყვირებს:

– შეჩერდით! ნუ დავხვრეტთ! მათ კიდევ შეუძლიათ ხალხისთვის სარგებლობის მოტანა!

მთავარი მოსამართლე დაეჭვებით ეკითხება:

– თქვენ ასე ფიქრობთ? და რას გვთავაზობთ?

– ჩამოხრჩობას! ქარის მიმართულებას მაინც გვაჩვენებენ…

***

ახალი წლის დადგომამდე.

ოპტიმისტი: ეს ახალი წელი ძველზე უკეთესი იქნება!

პესიმისტი: ეს ახალი წელი ძველზე უარესი იქნება.

რეალისტი: ეშმაკსაც წაუღია, ისევ კარგად გამოვძღები.

მსგავსი ამბები

Back to top button