გასართობისაკითხავიუცნაური

სისხლი და სიყვარული

Image Hosted by ImageShack.us

I ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცი მიჩვეულია ყველაფრის ერთად მიღებას. მას ძალიან კარგი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.

I ჯგუფის სისხლის მქონე ქალი ეჭვიანია, მგრძნობიარე, ვნებიანი, უყვარს ექსპერიმენტები.

II ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცი ხშირად ატარებს რჩეულს თეატრსა და კინოში. მთელი გულით უსრულებს საყვარელ ქალს ყველა სურვილს.

II ჯგუფის სისხლის მქონე მანდილოსანი მორცხვია, არ უყვარს მაკიაჟი, არ აცვია მოკლე კაბები, არასოდეს გამოუტყდება მამაკაცს სიყვარულში, არ უყვარს ხანმოკლე რომანები, ისინი კარგი ერთგული ცოლები არიან.

III ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცი არ ცდილობს ქალის დაპყრობას, მას უბრალოდ მოსწონს სასურველ ქალთან შეხვედრა. ადვილად ეგუება ქალის უარს. არ გინდა? როგორც გენებოს!

III ჯგუფის სისხლის მქონე მანდილოსანს არ უყვარს არშიყი, თუ გაგეპრანჭათ, ან ტელეფონის ნომერი მოგცათ _ ეს არაფერს ნიშნავს. მთელი ცხოვრება შეუძლია იყოს ერთგული ცოლი და ამავდროულად იმეგობროს ათეულობით მამაკაცთან.

IV ჯგუფის სისხლის მქონე მამაკაცს აქვს საოცარი ნიჭი, მოხიბლოს ქალი, ისე რომ საერთოდ არ დასჭირდეს არანაირი ძალისხმევა.

IV ჯგუფის სისხლის მქონე ქალი საჩუქარივით გივარდებათ ხელში და ამით დიდ სიამოვნებას იღებს.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close