ახალი ამბები

ლიდერი ბრენდები

d4f57b0983e4

სახელის გატეხვას თავის გატეხვა რომ სჯობს, ამაზე აღარ ვდავობთ, თუმცა სახელისა და სტატუსის მოპოვებას დიდი შრომა და მოთმინება სჭირდება. მათ კი, ვინც უკვე მოიპოვა ერთიც და მეორეც 23 დეკემბერს შამპანურიც დალია.
ამჯერად ყველა ქართულ წარმატებულ ბრენდს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილმა” მოუყარა თავი და უსაჩუქროდ არავინ გამოუშვა. ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს და კომპანიებს შრომა წლის ბრენდის ტიტულით დაუფასეს.
გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ დებიუტანტი ტაბლოიდი გაზეთი “Prime Time” და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალრი ბალეტის აკადემიურ დასიც კი. ლიდერის წოდება რადიო ფორტუნამაც დაიმსახურა.
მოვლენა უდავოდ დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ის ერთგვარი ნავიგატორის როლსაც ასრულებს, როცა ხარისხიანი პროდუქციის არჩევაზე დგება საქმე. ასე, რომ არ გამოტოვოთ News Box-ის 19:30 საათიანი გამოშვება და გაიგებთ ვის ენდოთ, ყოველ შემთხვევაში ”პროფილის” მიხედვით მაინც.

მსგავსი ამბები

Back to top button