ეგვიპტური სრულყოფილების ელემენტები
ღმერთების სიმბოლოები
ანხი (Ankh) იყო ეგვიპტური იეროგრაფიური ფიგურა, რომელიც იკითხება როგორც “სამარადისო სიცოცხლე”. ეგვიპტურ ღმერთებს ბევრ სურათში უჭირავთ ანხი. ის ასევე ცნობილია როგორც, სიცოცხლის გასაღები, ნილოსის გასაღები, ან “კრუქსატა”- ლათ. ჯვარი სახელურით. ანხი ხშირად გვხვდება ძველი აკლდამების ნახატებში. მას ხშირად ატარებდნენ ეგვიპტელები, როგორც ამულეტს. ანხი არასდროს იხატებოდა ვერცხლისფრად, იგი იყო მზის სიმბოლო, მას ჭედავდნენ იმ მეტალისგან, რომელიც ეგვიპტელების აზრით მზესტან იყო დაკავშირებული, ისეთი მეტალები, როგორიცაა ოქრო და სპილენძი. ეს სიმბოლო ხშირად გვხვდება ძველი კვიპროსის მონეტებში.
დჯედი (Djed) არის ძველი ეგვიპტური, სვეტის მსგავსი სიმბოლო, რომელიც გამოხატავს სიმტკიცეს. ასევე ამბობენ, რომ იგი არის ძველი ეგვიპტური ღმერთის, ოსირისის ხერხემალი. დჯედი განახლების ფესტივალის დროს იყო სიმბოლო “ძალისა და ხანგრძლივობისა ფარაონების მმართველობისა.”
ვასი (Was), სკიპტრა, რომელიც ძალის სიმბოლოა. ეს იყო ეგვიპტური ღმერთის სეთის თილისმა. ვასს ხშირად ატარებდნენ ღმერთები, ფარაონები და ქურუმები, როგორც სიმბოლოს საწინააღმდეგო იმ ქაოსისა, რომელსაც სეთი ცდილობდა რომ დაემყარებინა.
2004 წელს ეგვიპტოლოგებმა ანდრიუ გორდონმა და კალვინ შვაბემ ეს სამი სიმბოლო დააკავშირეს ერთი მთლიანის ნაწილებთან. მათი აზრით ანხი, დჯედი და ვასი ერთად იყო სრულყოფილების სიმბოლო: უკვდავება, სიმტკიცე და ძალაუფლება.
წყარო: en.wikipedia.org
enს იმიტომ ვწერ, რომ ხაზი გავუსვა რომ ინგლისურიდან ვთარგმნე :D