არქივი

ცოტა რამ რეპტილიებზე (ნაწ.2): გველები

8cde48b3ba53

დედამიწაზე გველის დაახლოებით3100 სახეობა არსებობს.მათგან შხამიანი მხოლოდ მეოთხედზე ნაკლებია და ისინიც მაშინ იკბინებიან,როცა დამფრთხალები თავს იცავენ. გველებს ფართო ყბები აქვთ,ამიტომ საკბილოს მთლიანად გადაყლაპვა შეუძლიათ.მახრჩობელა გველები მსხვერპლს ჯერ რგოლებად შემოეხვევიან და ახრჩობენ შემდეგ კი ყლაპავენ.

3886d4dbfcca

შხამიანი კბილები

შხამიანი გველები მსხვეპლს კბენის დროს შხამის შეყვანით ხოცავენ.არსებობს შხამიანი კბილების რამდენიმე ტიპი : 1) წინა უძრავი – ზედა ყბის წინა ნაწილში უძრავად განლაგებული მოკლე ღრუ შხამიანი კბილები მუდამ მზად არის საკბენად. 2) უკანა უძრავი – ზედა ყბის უკანა ნაწილში უძრავად განლაგებულიაშხამიანი კბილები ღარით, საიდანაც შხამი მოედინება. 3) დასაკეცი – გრძელი შხამიანი კბილები,ჩვეულებრივ პირის ღრუშია შეკეცილი,კბენის დროს კი წინ წამოიწევს.
88ba25bf370a

ქერცლი

ქერცლის მიხედვით შესაძლებელია გველის საცხოვრებელი გარემოს დადგენა.ჭაობის გველებს ტროპიანი ქერცლი აქვთ,სოროში ბინადარ სახეობებს – გლუვი,ზღვის ფორმებს – მეჭეჭებიანი.

09dd3a78424a
გველის ქცევა

ყველა გველი ცხოველური საკვებით იკვებება.ისინი მსხვერპლს სხვადასხვა გზით იჭერენ და ხოცავენ : ზოგიერთმა სახეობამ ჩასაფრება იცის,ზოგმა – მიპარვა, ზოგმაც – დევნა.სხვები ადვილად მოსაპოვებელ საკვებს,მაგალითად ფრინველის ან ქვეწარმავლის კვერცხებს ამჯობინებენ. პითონები და მახრჩობელები ცხოველს რგოლებად შეომოეხვევიან და იქმდე უჭერენ,ვიდრე არ დაიხრჩობა.შხამიანი გველები,მაგალითად სამეფო კობრა, მსხვერპლს ნაკბენში შხამის შეყვქნით კლავს.

79239f9d6811

გველების მოძრაობა

გველები სხვადასხვანაირად გადაადგილდებიან,რაც დამოკიდებულია მათი სხეულის ზომაზე.დიდი მნიშვნელობა აქვს,რამდენად სწრაფად მოძრაობენ და როგორ ზედაპირზე გადაადგილდებიან.მაგალითად: 1) რქოსანი ჩხრიალა – ეს გველგესლები ჯერ ტანს გასწევენ განზე , შემდეგ თავსა და კუდს გადაიტანენ და მოძრავ ქვიშაში გვერდულად გადაადგილდებიან. 2) კლაკნა – კუნთების თანმიმდევრული შეკუმშვით გველი ტალღისებური მოძრაობით გადაადგილდება. 3) მუხლუხი – მძიმე გველები ტანის კუნთებისა და მუცლის ქერცლის მეშვეობით სწორხაზოვნად გადაადგილდებიან.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button