არქივი

წესები მკაცრდება!!!

b69037af6ed1
ყველანი სრულიადში!!!

მოკლედ სამწუხაროდ მაინც მომიწია ასეთი შინაარსის პოსტის დადება,უბრალოდ სხვა გზა აღარ მრჩება…

დღეიდან წესები საკმაოდ მკაცრდება:

ამარზენია ყველა პოსტზე იმის წერა, თუ რატომ არ ქვეყნდება რომელიღაც პოსტი,აუ გამომიქვეყნეთ და ეგეთები… ამისათვის არსებობს ფორუმი და კერძოდ იქ სპეციალური თემა,ხოდა კეთილი ინებეთ და შებრძანდით და აკომენტარეთ რამდენიც გაგიხარდეთ… აი ლინკიც მათთვის,ვისთვისაც ამ თემის მიგნება დიდ სიძნელეს წარმოადგენს რატომ არ ქვეყნდება ჩემი პოსტი

პოსტზე გააკეთეთ კომენტარი აუცილებლად თემის ირგვლივ,ერთმანეთის მიკითხვ-მოკითხვა და სახლში დაპატიჟება სხვაგან!!!
თავი შეიკავეთ “მაღალფარდოვანი” იუმორის გადმოფრქვევისგან!!!

ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცყოფას!!! პატივი ეცით სხვის აზრზს!!! დაიცავით ცენზურა!!!

ნუ შეეჯიბრებით ერთმანეთს კომენტარების სიმრავლეში, ეს თქვენ არაფერს მოგიტანთ, არანაირი პრიზი ამასთან დაკავშირებით არ არის დაწესებული!!! ეს ყველაფერი იწვევს კომენტარების სიმრავლეს შემდეგი სახით: “პირველი ვარ”, “საღოლ მაგარი პოსტია”, მარტო სმაილების დიდი რაოდენობით წერას და ა.შ. რაც არ არის ლამაზი ნამდვილად!!!

მოკლედ იმედია გამიგეთ და გაითვალისწინებთ ყველაფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაგედებათ ერთ დღიანი ბანი, შემდეგში გამეორებისათვის უკვე ერთ კვირიანი ბანი და ბოლოს თუკი აღარ დაშოშმინდებით სამუდამო ბანი!!!

წარმატებები…..

მსგავსი ამბები

Back to top button