უცნაური

მასონები, ორთავა არწივი და აუმ

Image Hosted by ImageShack.us
ქალ მასონთა ორგანიზაციის სიმბოლო:

სიმბოლო უკავშირდება პლანეტა ვენერას – იგივე აღმოსავლეთის ვარსკვლავი.
ვარსკვლავის კუთხეებში მოთავსებული ხუთი სიმბოლო აღნიშნავს 5 ბიბლიურ ქალ-გმირს:

ადატი-რუტი-ესტერი-მარტა-ელეკტა

და 5 შესაბამის ქალურ ღირსებას:

ერთგულება-სულის სიმტკიცე-ლოიალურობა-რწმენა-სიყვარული

ხანდახან სიმბოლოს ამშვენებს წარწერა “F.A.T.A.L.” რომელიც იშიფრება როგორც “Fairest Among Thousands, Altogether Lovely.”

თავისუფალ მასონთა ყველაზე ცნობილ სიმბოლოს, გადაჯვარედინებული ცირკულარი (ფარგალი) და ,,უგოლნიკი” წარმოადგენენ სამყაროს შემოქმედის (ღმერთის) ინსტრუმენტებს და ამავე დროს მიანიშნებენ ადამიანის შესაძლებლობაზე, უნარზე, აღიქვას შექმნის საიდუმლოება.

ამავე დროს როგორც გაზომვადი ინსტრუმენტები ისინი წარმოადგენენ ღვტის კანონს, правосудие – закон божий.
ეს ორი სიმბოლო ერთობლიობაში ქმნის ჰეკსაგრამას, რაც ნიშნავს ცისა და მიწის ერთობლიობას და ახლოს დგას სოლომონისა და სატურნის სიმბოლოებთან.

Image Hosted by ImageShack.us

ორთავა არწივი, იგივე ბიზანტიური და რუსული არწივი.

Image Hosted by ImageShack.us

ეს სიმბოლო არის 36 (უმაღლესი) შოტლანდიის თავისუფალ მასონთა სიმბოლო.

ორთავიანი არწივი გამოხატავს მისტიურ პროცეს ახალი წევრის ინიციაციისა – იგივე დასრულებულ ალქიმიურ პროცეს.

დაფარულ ალქიმიურ დოქტრინაში, რომელზეც აღმოცენებულია მასონთა უმეტესი სიმბოლო, არწივი არის მორიელის სიმბოლო,
ტრანსფორმაციის ემბლემა – ნელი, მცოცავი არსება (მორიელი) იქცევა არწივად, ჰაეროვან არსებად.

ალქიმიაში არწივი წარმოადგენდა განწმენდილი გოგირდის სიმბოლოს – ანუ იგივე განწმენდილი, განვითარებული სულის სიმბოლო.
არწივის ორი თავი ნიშნავდა მატერიისა და სულის ერთობას.

ხმალი, რომელზეც წამოსკუპებულია არწივი – უმაღლესი არსის დასჟად ინსტრუმენტს, ცეცხლს.
თავზე გვირგვინი – სულიერ მიღწევადობას.

ხშირად მასონურ, ორთავიან არწივს აიგივებენ, შუმერების ცნობილ “ლაგაშის არწივთან.”
ხოლო თავისუფალ მასონებთან გაჩნდა მე18 საუკუნის შუახანებიდან, როდესაც ის მიიღო აღმოსავლეთ და დასავლეთ იმპერატორთა საბჭომ.
მაშინ ეს სიმბოლო ასახავდა გაერთიანებას.

აუმ – მარცვალი სანსკრიტულ ენაზე, რომელიც ინდუიზმში, ბუდიზმსა და ჯაინიზმში წმინდად ითვლება. ინდუიზმის ფილოსოფიის მიხედვით მარცვალი აუმ მთელ სამყაროში გამუდმებით ჟღერს, იგია უპიროვნო ბრაჰმანი, ღმერთის ვიბრაციული ფორმა.
ღვთაებებისადმი მიმართული მანტრები (ლოცვები) ყოველთვის ამ მარცვლით იწყება. აუმ-ის გრაფიკული გამოხატულება სვასტიკასთან ერთად ძლიერ გავრცელებულია განსაკუთრებით ინდუისტურ საკულტო ადგილებში. იგი ინდუიზმის ისეთივე სიმბოლოა, როგორც ქრისტიანული ჯვარი და ისლამური ნახევარმთვარე.

Image Hosted by ImageShack.us

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button