ანეკდოტები (ნაწილი 1)
***
მიხოს სიდედრი შუაღამისას ცუდად შეიქნა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს. ქალაქში ხელჩართული ბრძოლა იყო და სისხლი ვერსად იშოვეს. მიხომსაკუთარი სისხლი გადაუსხა სიდედრს, მოხუცი გადარჩა.
მეორე დღეს ქმარმა თავმომწონედ უთხრა ცოლს, – ხომ ხედავ, ჩემმა სისხლმა გადაარჩინაო.
– რაც შენ მაგას სისხლი გაუშრე, იმდენს რას მისცემდიო, – მიუგო ცოლმა.
***
ჭიჭილია საყვარელთანაა. შინ 10-12 წლის ბიჭი თამაშობს:
– დედიკო, გადადი ჟუჟუნა ნათლიასთან და ნახევარ საათში მოდი ისევე, – უთხრა ჭიჭიკიამ შვილს.
– მერე ნახევარი საათი გეყოფათ, ტო? – იკითხა ბიჭმა.
***
გურულები ერთმანეთს შეხვდნენ და აქეთურ-იქითური იკითხეს. ერთმა, მეორეს, მესამის ამბავი ჰკითხა:
– იაგორე რაფერაა?
– იაგორე მოკტა…
– აუჰ, რამ მოკლა…
– გრიპმა…
– ოჰ, მაი აფერი კაცო…
***
სვანმა შეყვარებულს დაურეკა:
– ამაღამ ჩემთან ამოდი, სახლში არავინ იქნებაო.
საღამოს ავიდა გოგონა სვანთან და… სახლში არავინ დახვდა!…
***
აფხაზი იხრჩობა და ყვირის: პამაგიწე, პამაგიწე. გამოიარა მეგრელმა:
– მაგ რუსულის სწავლას, ცურვა გესწავლა არ ჯობდა?!
***
მიხოს ეუბნებიან:
– მიხო, გაიგე, ბუტროს-ბუტროს ღალი ბადენ-ბადენში ჩასულა.
მიხო:
– ბიჭო! შენ რა ორ-ორჯერ მიმეორებ, დებილი ხომ არ გგონივარ?
***
ჭიჭიკია მილიციაში დაიბარეს და ჰკითხეს:
– არსად არ მუშაობთ და საიდან ცხოვრობთ ასე კარგად?
– ომის დროს ერთმა ნაცნობმა მთხოვა, სარდაფში დამმალე და თვეში 500$-ს მოგცემო. მეც დავმალე და ომი რომ დამთავრდა, ხერ არ მითქვამს.
***
– შვილო, გოდერძი, ვკვდები!
– შენი საქმისა შენ იცი, მამი!
***
სვანს საათი უკეთია, რომელიც აჩვენებს 17:45. გამვლელი ეკითხება:
– რომელი საათია?
– რა გაყოფს ახლა ჩვიდმეტს ორმოცდახუთზე, – თავისთვის ფიქრობს სვანი.
***
სვანმა შაქრის ტომარას “მარილი” დააწერა, ჭიანჭველები რომ არ დახვეოდა.
***
სვანი თევზი წყალში დაიხრჩო.
***
სვანი კუს ასეირნებდა და გაექცა.
***
სამი სვანი დახუჭობანას თამაშობდა და სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
***
უკრაინაში ფიქრობენ რაში გამოიყენონ ჩერნობილის მიწები:
– ხორბლეულის დათესვა არ შეიძლება – რადიაციაა!
– არც ბოსტნეულის დათესვა შეიძლება!
– მოდი თამბაქო დავთესოთ, კოლოფებს კი დავაწეროთ: “ჯანდაცვის სამინისტრო უკანასკნელად გაფრთხილებთ…”
***
გურულს, იმერელს და სვანს სიკვდილს მიუსჯიან. პირველად გურულს გაიყვანენ და ჰკითხავენ:
– უკანასკნელად რას ისურვებ?
– დენით მომკალით! – პასუხობს გურული.
ნახავენ, რომ დენი არ არის და გაუშვებენ, – იღბალი გქონიაო.
შემდეგ იმერელს მოიყვანენ. იმერელიც დენით სიკვDილს აირჩევს და იმასაც გაუშვებენ. ბოლოს გაიყვანენ სვანს. სვანი იტყვის:
– დენი არ ყოფილა, თოფი იყოს!
***
ქუთაისში ისეთი კომპიუტერი ჩამოიტანეს, ყველანაირ კითხვაზე პასუხს მაშინვე იძლეოდა. ჭიჭიკიამ დააჭირა ღილაკს თითი და ჰკითხა: აბა, მითხარი, სად არის მამაჩემიო(მამამისი ომში იყო დაკარგული)? კომპიუტერმა უპასუხა:მამაშენი გოგისვანიძეებში ქეიფობსო. იმედგაცრუებულმა ჭიჭიკიამ კომპიუტერს კითხვა შეუბრუნა და ჰკითხა: დედაჩემის ქმარი სად არისო?
– დედაშენის ქმარი ომში დაიკარგა, მამაშენი კი გოგისვანიძეებში ქეიფობსო – დაუზუსტა კომპიუტერმა.
***
მივლინებიდან დაბრუნებულ დედას შვილმა მიახარა:
– გუშინ საღამოს მამიკო და ვიღაც დეიდა აბაზანაში იყვნენ და…
– მამა რომ მოვა მერე თქვი – შეაწყვეტინა დედამ შვილს, თვითონ კი ქმარს დაუწყო ლოდინი.
დაბრონებულმა ოჯახის პატრონმა ეს რომ ნახა, იკითხა თუ რა მოხდაო.
– აბა, თქვი შვილო, რა ნახე გუშინ საღამოს.
ბავშვმაც დაიწყო:
– გუშინ საღამოს მამიკო და ვიღაც დეიდა ერთად იყვნენ აბაზანაში.
– მერე რა იყო, რას შვრებოდნენ? – შეაგულიანა დედამ.
– რასაც შენ და შოთა ბიძია, მამა მივლინებაში რომ იყო, – უპასუხა ბავშვმა.
***
ოსი მილიციაში რეკავს:
– სენი წილიმე, კვდარი გდია აქა.
– სად, რომელ ქუჩაზე?
– ჭავ… ჭავ… (ტელეფონი გაითიშა)
– მე ისევ ისა ვარ… სანი წილიმე, წეღან ქუჩა ვერ წავიკითხე და კვდარი ბარნოვზე ამოვათრიე.
***
გურული შევიდა ზღვაში, ტალღის დარტყმა არ მოეწონა და მიმართა:
– ნუ მეჯახები, ტალღა!
ტალღა ისევ დაეჯახა.
– ნუ მეჯახები, ტალღა! – თქვა კიდევ ერთხელ.
რა თქმა უნდა, ტალღა ისევ დაეჯახა.
– ა… კიდო…
***
სვანი შევიდა მეტროს ვაგონში. ხედავს, ფეხზე მდგომებს ხელი ზევით, რკინაზე უკიდიათ. მოკიდა თვითონაც ხელი და ომახიანად შესძახა:
– გაუშვით, ხალხო, მე მიჭირავს.
იმედია მოგეწონათ :D