ანეკდოტნი :lol2:
***
– რაია, ბუჯო, მაგ ზებრის ტყავს რომ დაათრევ სულ, გედეირიე, შე უპატრონო?! – ეჩხუბება ქუთაისელი ძმაკაცს.
– ამას, ბუჯო, გავაფენ ქუჩაში და საცხა მინდა, იქინე მევიწყობ გადასასვლელს.
***
– თევზი ახალია?
– აბა რა, ვერ ხედავ, რომ ხტუნაობს?!
– შე კაცო, კოკოითიც ქე ხტუნაობს, მარა ახალია?!
***
კაცს დამკრძალავი ბიუროდან ურეკავენ:
– თქვენი გარდაცვლილი სიდედრისთვის რას შეუკვეთავთ – დასაფლავებას, კრემაციას თუ ბალზამირებას?
– ყველა ერთად გამოუშვი. ასეთ რამეზე ფულის “ჟოშკვა” შეიძლება?!
***
ორი პენსიონერი ქალი ხვდება ერთმანეთს.
– ნორა, ქალო, რამდენი ხანია, არ მინახავხარ.
– აბა, აბა, გახსოვს, ახალგაზრდობაში რა ლამაზები ვიყავით? განსაკუთრებით მე.
– ეჰ, ახლა კი რა საშინლად გამოვიყურებით. განსაკუთრებით შენ.
***
– სერჟიკ, რა დროს თამაშია, – ეძახის დედა, – ამოდი, მამაშენი მოკვდა!
– მაიცა, რა…
– სერჟიკ, არ გესმის შენა? ამო ჩქარა, მამაშენი მოკვდა–მეთქი!
– ვაა, კიდევ, ტო?!
***
თვითმფრინავი ვარდება. ქუთაისელმა ერთადერთ პარაშუტს სტაცა ხელი.
– სად მიდიხარ? – ანამუსებს სტიუარდესა, – ვერ ხედავ, სალონში რამდენი ქალია?
– გიჟი ხომ არ ხარ, საცაა მიწაზე დევენარცხებით, სა მცალია ახლა მე ქალებიზა?!
***
ექიმი პაციენტს:
– დღეს საოცრად დაწყნარებულად გამოიყურებთ. როგორაა თქვენი კეთილთვისებიანი სიმსივნე?
– გუშინ დედამისთან წაეთრა გორში.
***
გურული ცოლს:
– ქალო, ის სინა მომაწოდე, ძირს რომ აგდია.
ცოლი მავთულს იღებს.
– კაი, დადევი, ესე იგი დენი მეორეში ყოფილა.
***
– რატომაა, რომ ქერათმიანი ქალები უმეტესად სამ შვილზე მეტს არ აჩენენ?
– მათ გაუგიათ, რომ დედამიწაზე ყოველი მეოთხე ზანგია და ქმრის ეჭვიანობას ერიდებიან.
***
პატიმარი ციხიდან გამოვიდა.
– ახლა რა გეგმები გაქვს? – ეკითხება მეზობელი.
– ორი გეგმა მაქვს, ბანკის და საიუველირო მაღაზიის.
***
– ლამარა, ქორწინების წლისთავზე ქმარს რა საჩუქარი მიართვი?
– ვარდისფერი პუდრი.
– იმან რა გაჩუქა?
– ანკესი.