არქივი

რა არის Parkour?!

3383e253fcb5
e-parkour, parkour, პარკური-ეს არის დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვის და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება. აქ ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს, სახლებს და ა. შ) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე ის დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად (ეს ნიშნავს იმას რომ ის არ აკეთებს მოქმედებებს რომლებიც ართმევენ დიდ ენერგიას და დროს).

ტრეისერი (ინგლ. Traceur) — ეს არის ადამიანი რომელიც „პარკურობს“ და ებრძვის ქალაქურ ჯუნგლებს.

საქართველოში უკვე რამდენიმე ჯგუფია ჩამოყალიბებული Georgian FreeFlow, GT Crew, Ghosts და JB-ანუ Jumping BoY

პარკური დისციპლინაა და ადამიანს შეუძლია მოიხმაროს ნებისმიერი სიახლე გადაადგილებაში ექსტრემალურ სიტუაციაში. და რაღათქმაუნდა შედარებით ცნობილი წარმომადგენელი ამ დისციპლინისა გახლავთ-დავიდ ბეილი.

ამ ბოლო დროს გაჩნდა შეკითხვა, რა პრინციპებია (პირობებია) პარკურში და რა არ არის პარკური. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ახალბედები ხშირად ურევენ როგორი მოძრაობა (ელემენტები) დამახასიათებელია პარკურისთვის და რომელი არა.

ძირითათად გაუგებრობა ჩნდება დისციპლინის პრაკტიკაში.

საქმე იმაშია, რომ არის პარკური და არის მომზადება პარკურისთვის. ვეცდები უფრო ადვილად აგიხსნათ. მაგ: მეომარი უნდა ვარჯიშობდეს ყოველდღიურად რათა ბძოლაში არ დამარცხდეს. მაგრამ აქედან გამომდინარე ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით რომ მისი ყოველდღიური ვარჯიში ბრძოლაა. ეს მხოლოდ მომზადებაა ბრძოლისთვის.

ასევეა პარკურში. საწყისი ვარჯიშების როლს აქ ასრულებს ფიზიკური ვარჯიშები.

(რომელიც საჭიროა ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობის დროს), საკუთარი სხეულის ფლობის უნარი, ნასესხები აკრობატიკიდან და გიმნასტიკიდან და რაღათქმაუნდა რეგულარული მთავრი ელემენტების(ილეთების) დახვეწა, ქუჩაში თუ შენობაში.

ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს მოსამზადებელ ვარჯიშებად პარკურში მონაწილეობის მისაღებად საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისათვის.

ბრძოლის როლს ამ ხელოვნებაში ასრულებს ქალაქური ცხოვრება და სიტუაცია, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდე თუ შენ ცხოვრობ ქალაქურ ჯუნგლებში. მაგალითად: თქვენ სადმე აგვიანებთ, ან რამე მოგპარეს ქუჩაში, ან ღმერთმა დაგიფაროთ დაგჭრეს. ყველა ამ სიტუაციაში და ამ დაგვარში დაგეხმარებათ თქვენივე ცოდნა და უნარები. და როდესაც თქვენ გამოიყენებთ მათ თქვენი მიზნების მისაღწევად ან სიტუაციიდან თავის დასაღწევად ეს იქნება პარკური.

თუ გნებავთ ამ სპორტის შესწავლა, არსებობს ქართულად ნათარგმნი ელ. წიგნი რომელშიც ყველა ბაზური ელემენტია მოყვანილი და დაწვრილებითაა ახსნილი.

წყარო:  Geo Parkour

http://www.youtube.com/watch?v=jquXcwooV6A

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button