არქივი

ალკოჰოლი და ადრეული სიკვდილი

b924922a9139
ალკოჰოლი… 

მამაკაცთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული რეგისტრირებული სიკვდილიანობის ზრდა რუსეთის ფედერაციისა და მის მეზობელ ქვეყნებში დაკავშირებულია ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასთან.

1980-1990 წლებში აღინიშნა ცხოვრების პირობების მკვეთრი სხვაობა ჯანმო-ს ევროპის რეგიონის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის. რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში დაბადებული ბავშვი საშუალოდ ცოცხლობს 10 წლით ნაკლებს, ვიდრე ევროკავშირში შემავალ დასავლეთის ქვეყნებში დაბადებული ბავშვი. ეს რა თქმა უნდა არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი. მასზე ზეგავლენას ახდენს სოციალური ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა.

ევროკავშირში შედის მსოფლიოში ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად თითქმის ყველაზე განვითარებული ქვეყნები, მაგრამ იქაც მნიშვნლოვანი ცნებებს “მაქვს” და “არ მაქვს” შორის. რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 – 120 მილიონი ადამიანი ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, მათი დღიური შემოსავალი 4$-ზე ნაკლებია.

რატომ მოხდა რეგიონის ამ ნაწილში ნაადრევი სიკვდილიანობის ასეთი მკვეთრი ზრდა 1992-1994 წლებში? ეს პერიოდი ემთხვევა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საწყის ფაზას. ლოგიკურია, ეს სიტუაცია გამოწვეული იყოს ეკონომიკური სიძნელეებით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ასევე ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

1985 წლის ივნისში დაწყებულმა ანტიალკოჰოლურმა კომპანიამ შეამცირა ალკოჰოლის ჭარბი მიღება და ამასთან დაკავშირებით მკვეთრად დაქვეითდა უბედური შემთხვევებით, თვითმკვლელობით, მკვლელობითა და გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. “პერესტროიკის” პერიოდში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ეს სიტუაცია გაგრძელდა 1990-იან წლებში. ასევე გაიზარდა ნაადრევი სიკვდილიანობაც. 1992-1994 წლებში რუსეთის ფედერაციაში მოწამვლებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 28-იდან 51-მდე გაიზარდა. მოწამვლის ყოველი 23 შემთხვევიდან 20 გამოწვეული იყო ალკოჰოლით.

უბედური შემთხვევებით, თვითმკვლელობებითა და მკვლელობებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ალკოჰოლის ძირითადი როლი ძნელი მისახვედრი არ არის. მოსკოვის ცენტრი, რომელიც ახდენს გულსისხლძარღვთა დაავადებების მონიტორინგს მუითითებს, რომ გულის დაავადებებით გამოწვეული 25-64 წლის მამაკაცების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 43% – იდან (1987 წ.) გაიზარდა 69%-მდე 1993წელს. 1993-1994 წლებში რეგისტრირებული სიკვდილიანობის 20% გამოწვეული იყო ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, მსხვერპლთა სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია იყო 3.5 გ/ლ და მეტი. სიკვდილიანობის 10-30 %, როცა სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია იყო 3.5 გ/ლ და ნაკლები ასევე გამოწვეული იყო სიკვდილისწინა ალკოჰოლური ინტოქსიკაციით. გარდა ამისა, 1992-1993 წლებში გაიზარდა ალკოჰოლური მოწამვლით გამოწვეული სიკვდილიანობა, საიდანაც 56% მოდიოდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული გულსისხლძარღვთა დაავადებებზე.

მოსკოვში 65 წლამდე ასაკის მამაკაცების გულსისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლიდან თითქმის მესამედი დაკავშირებულია ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან. ეს შეფარდება იდენტურია ითლიანად რუსეთის ფედერაციისა და მეზობელი ქვეყნებისათვის.

შეიძლება დავასკვნათ რომ 1992-1994 წლებში ნაადრევი სიკვდილის ყოველი 100 შემთხვევიდან 40 გამოწვეულია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button