გართობა

მსოფლიოს საუკეთესო კლუბების 10-ეული

866a305ee15e
გაგრძელებაში იხილავთ საუკეთესო კლუბების 10-ეულს

10. STUDIO 54

მთელს მსოფლიოში ცნობილი კლუბი . გაიხსნა 1977 წელს და მაშინვე მოიპოვა უზარმაზარი აღიარებ და პოპულარობა ნიუ-იორკის ბოგემაში. კლუბი ყოველთვის გამოირჩეოდა მკაცრი „ფეისკონტროლით“ . 80-იან წლებში კლუბი დახურეს არაკანონიერად ნარკოტიკის გასაღებისთვის, მაგრამ 2000 წელს მისი კარები ისევ გაიღო , რამაც იდი აჟიოტაჟი გამოიწვია ნიუ-იორკის მოსახელობაში.
9. COPACABANA

კლუბი გაიხსნა 1940 წელს. ყველაზე მთავარი კლუბი ღამის ნიუ-იორკისა. ერთ-ერთი ძვირადღირებული და ელეგანტური დაწესებულება ქალაქში. სწორედ ამ ადგილას ერთობოდნენ მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები ლათინოამერიკული მუსიკის თანხლებით. კლუბი იტევს 4000-მდე ადამიანს . რა თქმა უნდა „ფეისკონდროლით“ და ასევე „ და გაძლიერებული „დრესკოდით“
8. VIP ROOM

ძვირიანი და მდიდრული კლუბი ელისეების მინდორზე, პარიზში. კლუბი გაფორმებულია ბაროკოს სტილში , გამძაფრებული „ფეისკონტროლი“ , მოდური მუსიკა, არაჩვეულებრივი მომსახურეობა. VIP room არა მარტო ცნობილი კლუბია ის ძალიან მოდური და პოპულარული ბრენდია . დღესდღეისობით ამ მარკით გამოდის : სუნამოები, ტანსაცმელი, აქსესუარები და სხვა . კლუბს აქვს ქსელი სან-ტროპეში, კანში, მონაკოში, მაროკოში და ლუქსენბურგში.

7. KIT KAT

KitKatClub – ბერლინის იკონა. კლუბიმა გაითქვა სახელი ევროპაში არამარტო ტეხნოს და ტრანსის სტილის მუსიკით ,არამედ ორიგინალური და არაორდინალური გარემოთი. კლუბი შედგება სამი საცეკვაო დარბაზით და უდიდესი ფართით. გაიხსნა 1994 წელს Glogauerstrasse რაიონში Kreuzberg .1999 წელს KitKat გადაიტანეს Metropol at Nollendorfplatz-ში . 2001წელს მას ისევ შეუცვალეს მისამართი და გადაიტანეს Schultheiss-Brauerei რაიონში. აქ ის 7 წელი იდგა მყარად . 2007 წლის ზაფხულში ის გადაიტანეს Brucken Stra -ზე. პუბლიკა KitKatClub-ში საერთოდ განსხვავებულია როგორც ორიენტაციით ასევე სოციალური მდგომარეობით.

6. BUDDHA BAR

აზიატური კულტურის ნაწილი ცენტრალურ ევროპაში . ბუდას ბარი გამორჩეული და სასიამოვნო ბარ-რესტორანია პარიზში. ის დაარსა რაიმონდ ვიზანმა (Raymond Visan) და ჟერარდ გუეზმა (Gerard Guez). ორსალთულიან სასადილო ოთახში დგას ბუდას დიდი ქანდაკება . ბარი დიდია, გაფორმებულია დრაკონისეული გაფორმებებით. ბუდას ბარი გახდა პოპულარული დეჯების ხარჯზე რომლებიც იქ უკრავდნენ ავანგარდულ ელექტრონულ მუსიკას . დღესდღეისობით ბუდაბარი არის ლეიბლი დაბარების ქსელი რომლებიც გახსნენს : ბეირუთში, დუბაიში, ნიუ-იორკში, ლას-ვეგასში, სტოკჰოლმში.

5. MINISTRY OF SOUNDE

80იანი წლების ლონდონში მოხდა ფურორი დისკოტეკების და კლუბების სამყაროში -გაიხსნა კლუბი Ministry of Sound, რომლის სხვადასხვა დარბაზებში გაისმის სხვადასხვა სტილის მუსიკები და არის არაჩვეულებრივი განათებები. კლუბი დღესდღეისობითაც აკვირვებს მსოფლიოს არაჩვეულებრივი მუშაობით და ხმისეფექტებით. კლუბმა სახელი გაითქვა უფრო ცნობილი დიჯეების ივენთებით.

4. PACHA

ნიუ-იორკის ერთ-ერთი ცნობილი კლუბი მსოფლიოში , ის არსებობდა 70-იან წლებიდან და ყოველთვის სარგებლობდა წარმატებით და აღიარებით. კლუბი არის ღამის ცხოვრების ეტალონი და 2000 წლიდან დაახლობეთ 70 კლუბია გახსნილი მთელი მსოფლიოს მაშტაბით. კლუბი სიდიდითაც საკმაოდ დიდია, რადგან ის 3000 ადამიანს იტევს .უდიდესი ცენტრალური დარბაზი რომელსაც აქვს ასევე კიბეც , ბალკონი , პოდიუმი და Funky Room. Pacha მუშაობს მთელი წელი ზამთრის სეზონის დარდა, აქ დროსტარება უყვართ ისეთ ვარსკვლავებს როგორებიც არიან Puff Daddy, Jade Jager, Diego Maradona, Erick Morillo.
3. SPACE

კლუბი Space ასევე იბიცაზე , ეს გაზვიადების გარეშე ერთ-ერთი წამყვანი კლუბია მსოფლიოში . ამის დამამტკიცებელია მრავალრიცხოვანი გამოკითხვები და ავტორიტეტული მიღებები . ფეშენებული ხალხის საყვარელი გასართობი ადგილი, ხალხი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან იმის გულისთვის რომ ერთი დღე მაინც გაატარონ ამ კლუბში.
2. AMNESIA

კუნძულ იბიცას მთავარი კლუბი. აქ ახალგაზრდობაში უკრავდნენ Danny Rampling, Paul Oakenfold და DJ Alfredo საფუძველი დაუდეს acid house ერას. ამით ისინი არამარტო მსოფლიომ აღიარა, არამედ კლუბ Amnesia-საც გაუთქვეს სახელი . ამის შემდეგ კლუბი ატარებს მსოფლიომაშტების საღამოებს ახალ ვარსკვლავებთან ერთად. შენობა სადაც მოთავსებულია კლუბი , აშენებულია XVIII საუკუნეში. 1976 წელს გაკეთდა კლუბი. კლუბი დღითიდღე ხდება პოპულარული მთელს მსოფლიოში , ის 5000 მდე ადამიანს იტევს . კლუბი შედგება მთავარი არენისგან და ასევე დამატებითი მოედნებისგან , ასევე არის მეორე სართულიც საიდანაც ჩანს მთელი საცეკვაო დარბაზი . ხმა და განათება უმაღლეს დონეზე აქვთ . ამნეზია მუშაობს ყოველდღე ივლისის თვიდან სექტემბრამდე

1. FABRIC

კლუბი დაარსა Keith Reilly და Cameron Leslie 1999 წელს. ის შედგება სამი დიდი ოთახისგან, რომლებსაც ქვიათ 1, 2 და 3, დამოუკიდებელი ხმის სისტემებით. Fabric ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული კლუბია ლონდონში. აქ იმართება ყველაზე კარგი საღამოები , ივენთები და შოუები. ხმის სისტემამ მიიზიდა ამ კლუბში ბევრი ცნობილი დიჯეები, ხმისრეჟისორები და ხმის სისტემის სპეციალისტები. კიდევ ერთი გამორჩეული თვისება რაც ამ კლუბს ახასიათებს არის # 1 ოთახში დაკიდული ვიბრირებული სართული რომელსაც ქვია “Bodysonic”. მუსიკა: house, tech house, techno, drum and bass, hip hop, electro и breakbeat.

წყარო: www.komuna.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button