საკითხავი

ყველაზე დიდი გველი

4d82e3318e84

‘Titanoboas’ – მისი სიგრძე თავიდან კუდამდე 13 მეტრია, წონა კი – 1.25 ტონა.ურჩხული, რომლის რამდენიმე გაქვავებული მალა ახლახან აღმოაჩინეს კოლუმბიაში, დღეს ადამიანისთვის ცნობილ ყველაზე დიდ გველად ითვლება. ამ აღმოჩენამ, მეცნიერებს საშუალება მისცა, იმდროინდელი, ანუ 60 მილიონი წლის წინანდელი ჰავა დაედგინათ. ყველა სხვა ცივსისხლიანი ცხოველის მსგავსად, ტიტანობოასაც გასათბობად მხოლოდ მზის სითბოს იმედი უნდა ჰქონოდა. რაც უფრო დიდია ცხოველი, მით უფრო ძნელია მისიგათბობა. იმისათვის, რომ ამ ზომის ცხოველი ცოცხალი დარჩენილიყო, მზე ბევრად მცხუნვარე უნდა ყოფილიყო. მკვლევართა მტკიცებით, ტროპიკულ რეგიონებში საშუალო ტემპერატურა 330C გახლდათ, ანუ 6 გრადუსით მეტი, ვიდრე დღეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close