არქივი

პოლონეთი, ჩეხეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ყველაზე უსაფრთხო მოგზაურობისთვის

თუ პირველად მოგზაურობთ, გადახედეთ ქალაქების ამ ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს ისეთ უსაფრთხო და პოპულარულ მიმართულებებს

Safest Cities for First Time Travelers

რომელია საუკეთესო ევროპული ქალაქები და უსაფრთხო მიმართულებები პირველი მოგზაურებისთვის? თუ პირველად მოგზაურობთ, გადახედეთ ქალაქების ამ ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს ისეთ უსაფრთხო და პოპულარულ მიმართულებებს, როგორიცაა: პოლონეთი -ს დედაქალაქი ვარშავა, ესტონეთის დედაქალაქი – ტალინი და სხვ.

მარტო გეგმავთ მოგზაურობას თუ მეგობართან ერთად, უსაფრთხოება უდავოდ მნიშვნელოვანია. მოგზაურობის დროს ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ ეს, როგორც უმთავრესი პრიორიტეტი.

თუ მზად ხართ გახსნათ კარი ახალი გამოცდილებისთვის, სხავდასხვა კულტურისთვის და თავგადასავლებისთვის, უბრალოდ აირჩიეთ მიმართულება და გაემგზავრეთ!

1. ვარშავა, პოლონეთი

პოლონეთი, ჩეხეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ყველაზე უსაფრთხო მოგზაურობისთვის

ვარშავა პოლონეთის ერთ-ერთი ცოცხალი ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა, დღეს იგი იდეალურ ქალაქად წარმოგვიდგება, სადაც მოგზაურობა ნამდვილად უსაფრთხოა.

პოლონეთის დედაქალაქი არის თანამედროვე, დინამიური და საინტერესო, მდიდარი ისტორიით! თითქმის ყველა შენობა თარიღდება ომისშემდგომი ეპოქით. დედაქალაქი სავსეა სასახლეებითა და პარკებით, სამეფო ციხესიმაგრეებით და სხვა გოთური ნაგებობებით.

ვარშავას ძველი ქალაქი თავისი ფერადი სახლებით, სასახლეებით და ბაროკოს ეკლესიებით ყველაზე მომხიბვლელი უბანია და, შესაბამისად, ყველაზე ტურისტულიც!

2. ტალინი, ესტონეთი

tallinn

ტალინი ესტონეთის დედაქალაქი და ულამაზესი ბალტიისპირეთის ქალაქია. ადრეული შუა საუკუნეების ეპოქაში დაარსებული დღევანდელი ტალინი ძველისა და ახლის ამაღელვებელი ნაზავია. ქალაქში ერთ-ერთი მომხიბლავი რამ, შუა საუკუნეების ციხესიმაგრის კედლებია, რომლებიც გარს აკრავს ძველ ქალაქს. თავად ძველ ქალაქში არის უამრავი კაფე და რესტორანი. ასევე ძველი ეკლესიების მშვენიერი ხედები ციხის კედლების სხვადასხვა წერტილიდან.

ტალინი შესანიშნავი დასასვენებელი ადგილია, თუ გსურთ ერთდროულად გამოსცადოთ კომფორტი, მრავალმხრივი ღამის ცხოვრება და მდიდრული თავგადასავლები ადგილობრივ ისტორიულ გარემოში.

3. ლისაბონი, პორტუგალია

Lisbon

ლისაბონი ყველასთვის ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია ევროპაში. ქალაქში არის შესანიშნავი ადგილები ცოცხალი მუსიკისთვის, ბარები, კაფეები და უბნები მშვენიერი არქიტექტურით და გასაოცარი მუზეუმებით.

მთიანი ქუჩებიდან საბაგირო ტრანსპორტით დაწყებული, ქალაქის ულამაზესი ხედებით დამთავრებული, ლისაბონი ნამდვილად გამოირჩევა ევროპულ მიმართულებებს შორის. აქ პორტუგალიური კულტურა კარგად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის მეგობრულ დამოკიდებულებაშიც.

4. პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა

 

Prague

პრაღას მეტსახელად “ათასი შუბის ქალაქი” უწოდეს შესანიშნავი მიზეზის გამო: როდესაც გადახედავთ მის 1100 წლის წინ დაარსებულ ქალაქს, მშვენიერი გუმბათოვანი ეკლესიებისა და ძველი კოშკების შესანიშნავი ხედებით დაჯილდოვდებით, რომლებიც პრაღას მსოფლიოს ერთ-ერთ არქიტექტურულ ადგილად აქცევენ. ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ, გოთური, ბაროკოს, რენესანსისა და არტ ნუვოს სტილის შესანიშნავი ნიმუშები დგას, რაც დრამატულ კონტრასტს ქმნის.

აუცილებლად უნდა ნახოთ ჩარლზის ხიდი მდინარე ვლტავაზე, ბრწყინვალე ებრაული კვარტალი თავისი ძველი სინაგოგებით და, რა თქმა უნდა, ქალაქის მრავალი ისტორიული ეკლესია.

5. რიგა, ლატვია

Riga

რიგა არის ქალაქი პასტელური ფერის ზღაპრული სტილის ძველი ქალაქი, რომელიც პოპულარულია როგორც აღმოსავლეთ ევროპელ ვიზიტორებში, ასევე მოგზაურებში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

აქ შეგიძლიათ ისიამოვნოთ გემრიელი კერძებით და ლუდით, რომელთა ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, შეეცადეთ დაესწროთ ფესტივალს, რადგან იხილოთ ფანტასტიური ლატვიური ტრადიციული ცეკვა და სიმღერა.

მზად ხართ მიიღოთ პირველი მოგზაურობის გამოცდილება მარტომ, ან თუნდაც მეგობრებთან ერთდ? გაემგზავრეთ ევროპის ამ საინტერესო და ულამაზესი მიმართულებებით, რომლებიც გპირდებათ დაუვიწყარ მოგონებებსა და უსაფრთხო მოგზაურობას.

რაც შეეხება ავიაბილეთებს, ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მიმართულებით თქვენ შეგიძლიათ გაემგზავროთ საქართველოს სამივე აეროპორტიდან, პირდაპირი ან ტრანზიტული რეისით. მაგალითად tbilisi varshava -ს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს პოლონური ავიაკომპანია Lot Polish Airlines -ი ახორციელებს, რომელიც სულ რათაც 3 საათსა და 50 წუთში მოგახვედრებთ დანიშნულების აგილზე.

ავიაბილეთების შერჩევისას, გირჩევთ გამოიყენოთ საძიებო სისტემა, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ყველა ავიაკომპანიისა თუ სააგენტოს შემოთავაზებას, ამ ყველაფერს კი თქვენ სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ.

უამრავ ქართულ თუ უცხოურ საძიებო სისტემებს შორის, Avia.ge გთავაზობთ სწორედ ასეთ მომსახურებას, რომელიც საშუალებას გაძლევთ ფილტრაცია მოახდინოთ ფასების, თარიღების, ავიაკომპანიების და აეროპორტების მიხედვით, რაც გაგიმარტივებთ იაფი ავიაბილეთების შეძენას.

მსგავსი ამბები

Back to top button