არქივი

ხშირად დაშვებული შეცდომები

46edaec92709

გადავწყვიტე დამედო პოსტი, სადაც გავაერთიანებდი…
ხშირად დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებს და შესაბამისად ახსნებს, რასაც შევძლებ…

არ არის სწორი: ბევრი შეცდომები, ბევრი შენობები, ბევრი კარებებები, მრავალი დღესასწაულები, მილიონობით მოხუცებულები და ა.შ.
სწორია: ბევრი შეცდომა, ბევრი შენობა, ბევრი კარი, მრავალი დღესასწაული, მილიონობით მოხუცებული…

ახსნა: სიმრვლის გამომხატველ სიტყვასთან ერთად მრავლობით რიცხვში არ იხმარება არსებითი სახელი….

იდეაში, ჩვენი ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიერ ასე ხშირად გამოყენებული ბევრი ხალხი და ამდენი ხალხი არ არის სწორი, რადგან ხალხი ისედაც ბევრს ნიშნავს და ამ შემთხვევაში ადამიანით უნდა შეიცვალოს

ახსნა: აქაც ინგლისურს მოვიშველიებ, ინგლისურში არ არსებობს სიტყვა person – ის მრავლობითი ანუ persons, მის ნაცვლად იხმარება people… person – ადამიანი, people – ხალხი…

არ არის სწორი: ბევრი კარები, კარებები…
სწორია: ბევრი კარი, კარები…
ახსნა: კარი არის ერთი ცალი კარი და კარები არის, როცა ბევრი კარია, ხოლო ერთს, რომ კარებს ეძახიან და ბევრს კარებებს არ არის სწორი!!!

არ არის სწორი: აბსოლოტური, აბსულუტური….
სწორია: აბსოლუტური…

ახსნა: ნუ, ამის დასამტკიცებლად მოვისველიებ ინგლისურს absolutely – აბსოლუტურად…. ისე მე ინგლისურად სხვა სიტყვას ვხმარობ ხოლმე, absofuckinglutely… :D

არ არის სწორი: რაღაცეები, რარაცეეეეეეეეები…., ვიღაცეები, ვიღაცეეეეები…. და კვირეები (მიხომ, რომ იცის)
სწორია: რაღაცები, ვიღაცები და კვირები…

ახსნა: რაღაცები არის რაღაცას მრავლობითი ანი რაღაცა + ები = რაღაცები და სრულიად არ საჭიროებს ორ ე-ს, იმავენაირად ვიღაცებზეც და კვირებზეც… ;)

არ არის სწორი: ჩემს გვერდით, შენს ირგვლივ, ჩემ კალამს, შენ მზეს….
სწორია: ჩემ გვერდით, შენ ირგვლივ, ჩემს კალამს, შენს მზეს….

ახსნა: როცა სიტყვები (ჩემი, შენი…) გამოხატავენ კუთვნილებას, მაშინ საჭიროებს ბოლოში -ს დართვას… შენს მანქანას, ჩემს ფეხებს… ხოლო, როცა არ გამოხატავს კუთვნილებას, მაშინ იქნება შენ გარშემო, ჩემ ახლოს… ;)

არ არის სწორი: ფაქტიურად, ჯობია, შეურაწყოფა…
სწორია: ფაქტობრივად, სჯობია ან სჯობს, შეურაცხყოფა…

არ არის სწორი: მინახია, უთქვია….
სწორია: მინახავს, უთქვამს…

ხოდა, კიდევ ერთი, თქვენ წარმოიდგინეთ და… მამაო არ არის სწორი ფორმა, სწორი ფორმაა მამა… ეს, სხვათაშორის, უცნაურის ლაშქრობაზე გამანათლა ერთ-ერთმა უცნაურელმა… ;)

ნუ, რაც გამახსენდა, ესენია, ყველაზე ხშირად დაშვებულები, გზადაგზა გული მიგრძნობს სხვებსაც გამახსენებთ და მათაც დავამატებ ამ პოსტში…

იმედია აწი გაითვალისწინებთ…

პ.ს. ამ პოსტით მე არ მიცდია ჩემი ინტელექტის გამომჟღავნება ან რამე მაგდაგვარი, უბრალოდ გაითვალისწინეთ…. ;)

მსგავსი ამბები

Back to top button