არქივი

“სამკაული”

3bd29ccfa4a0

თანამედროვე პოეზიის სამი განსხვავებული პოეტი, რომელთაც “სამკაული” აერთიანებთ. : ))

ალბათ ბევრს გიყვართ პოეზია. რთულია მოძებნო ადამიანი ,რომელსაც საყვარელი პოეტი არ ყავს, თუნდაც ერთი ლექსიც არ იცის ზეპირად. : ) შეიძლება ითქვას, რომ პოეზია სამკაულია, მაგრამ ვრ იტყვი კონკრეტულად რას შვენის. პოეტი მთელი ქვეყნის, სამყაროს სამკაულია!. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ გაერთიანებსთვის “სამკაული” დაერქვათ. ეს არის XX| საუკუნის პირველი ორდენი.ამ ორდენიs  ჩამოყალიბება მოხდა ქუთაისში მწერალთა კავშირის ეზოში ლადო ასათიანი ძეგლთან სადაც პოეტებმა სათითაოდ წაიკითხეს ლექსები ..ამის შემდეგ გიორგი ზანგურმა, დეფი გოგიბედაშვილმა და გიორგი შალამბერიძემ გადაწყვიტეს რომ ყოველი საღამო გაეტარებინათ ერთად და ეს განუყრელობა პოეზიაში დაიწყო ქუთაისიდან . ;)

მოკლედ ახლა გაგაცნობთ თითოეული პოეტის თითო ლექსს. : ))
1. გიორგი ზანგური.
f9e4f65423c7

“უძრავი ქალაქი”

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად…
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლიბის, ალუბლების დაკრეფა;
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შემი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია!
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან,
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა!
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ!
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია,
იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ?
ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით;
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა,
შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით!
მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის…
კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია!
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?!
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად…
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო!
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო!
დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ დუდუნით
შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი!
ნუგეშ-ნუგეშ, ნუგეშ-ნუგეშ ნუგეში
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში!
რადგან-რადგან, რადგან-რადგან რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც,
ჩქარი-ჩქარი, ჩქარი-ჩქარი ჩქარია
ამ სულსწრაფი ვაგონების არია!…

(ეს ამ პოეტის ჩემი საყვარელი ლექსია).. : ))

2. დეფი გოგიბედაშვილი.
26889170c3a9

***
არ მიძებნიხარ,ვერ მოგატყუებ,
შენ ხომ თვითონვე ჩემთან მოხვედი,
ციებ-ცხელების კაბით მიტყუებ,
ფერხით გამიფინე ძოწია ხავერდი,

ოთხი ცხენო გყავს ჩემთვის საჩუქრად,
თან საფირონის დიდი ბეჭედი,
ეს ანაბეჭდი ხელისგულებზე
ჩუქურთმად მრჩება,ბროლით ბეჭედი,

მიდი გაჭენდი,გასცდი უკუნეთს__
თქვი და ფიქრებით მიჰქარე გული,
ჩვენით დაიწყო ეს საუკუნე
ვირტუალური ზმნით გათანგული,

მაქვს თაიგული წრფელი იდეის,
გულთამისნობა.მზე_ჰორტენზია
და განდობილთა სიმფონიების
რიტუალური ზნე_პოეზია

3. გიორგი შალამბერიძე.
976aa4acf336

მე მიყვარდა გარინდება,უსიტყვო დიალოგი
და ქალწულის სურნელებით გათანგული ლოგინი…
განისლებულ ხევებიდან მზე რომ ცისფრად ამოდის…
შენი ნახვა იყო შვება და ცისკართან ლოდინი…
დაზამთრებულ ფერდობებთან მყვირალობა დაიწყო,
ირმებს მოაქვთ საქორწილო-საპატარძლო მარხილი,
შავმა ღამემ ვარსკვლავებით ყელსაბამი აიწყო,
ღამემ გახსნა აგონია, ელდის დაჰკრა მარხილი.
მუდამ ვგავდი გაორებას, ვდუმდი სახეაშლილი,
მე მიყვარდა აღშფოთება, სვლა სიგოჟის ზღვარამდე,
დაილეწა სიჭაბუკე, დაიკარგა აპრილი,
მინდა შენი გაალებით და ალერსით მღალავდე.
არ მიყვარდა პაემნები და ვერ ვწერდი წერილებს,
ვაფასებდი გადათრობას და უმიზნო სიყვარულს,
მუდამ ვთხზავდი სიყვარულებს, სიტყვებს უცხოდ ფერილებს,
მე ვეტრფოდი შეუცნობელ…რაღაცნაერ სიყვარულს… : ))
და ბოლოს:   “პოეზია მიზეზია,ღმერთისა და ადამიანების სამარადისო ზავის მიზეზი” ;)

მსგავსი ამბები

Back to top button