საკითხავისასარგებლო

ადამიანის 10 ამოუცნობი განსაკუთრებულობა

თანამედროვე მეცნიერებას შეუძლია, პასუხი გასცეს მრავაკ შეკითხვას, მაგრამ მისთვის ძველებურად ამოუხსნელი რჩება მრავალი მოვლენა, წომელსაც ადამიანები, ჩვეულებრივ, ყურადღებას არ აქცევენ. შეიძლება გამოიყოს ადამიანის ათი განსაკუთრებული თვისება და უნარი, რომელზეც სწავლულებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ.

პირველ ადგილზეა გაწითლების უნარი. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ადამიანის სახეზე წარმოქმნილი სიწითლე ადამიანის ევოლუციის ადრეულ ეტაპზე, ჯგუფის ლიდერს საშუალებას აძლევდა, გაერკვია, რომ გაწითლებული ინდივიდი აღიარებს მის უპირატესობას.

მეცნიერთა აზრით, ადამიანის მეორე ამოუცნობი განსაკუთრებულობა არის სიცილის უნარი და მექანიზმები, რომლებიც აიძულებენ მას, ეს გააკეთოს. ზოგიერთი მეცნიერის დასკვნის თანახმად, ყველაზე ხშირად ადამიანები იცინიან არა სასაცილო ხუმრობაზე, არამედ ბანალური ფრაზის წარმოთქმისას. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თავდაპირველად სიცილი იყო ჩვეულებრივი რეაქცია ღიტინზე, მაგრამ კაცობრიობის განვითარებისას სიცილმა სოციალური დატვირთვა მიიღო. რაც შეეხება გულწრფელ სიცილს, ის ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, იწვევს ენდორფიენების დონის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, ეხმარება სოციალური კავშირების გამყარებაში.

ჰომო საპიენსის კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება არის ცრურწმენის უნარი. ამ მიდრეკილებებმა შეიძლება აიძულოს ადამიანი, დაიჯეროს ის, რომ მომხდარი ავარიის მიზეზი გახდა შავი კატა, რომელმაც მას გზა გადაუჭრა.

ბევრ კითხვას ბადებს ადამიანის ჩვევა – აკოცონ ერთმანეთს. ერთ-ერთი ვერსიით, კოცნით ადამიანი ცდილობს, აირჩიოს იდეალური პარტნიორი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული ამოუხსნელი განსაკუთრებულობებისა, ადამიანის საიდუმლოთა ათეულში შევიდა სიზმრის ნახვა, ხელოვნებით დაკავების უნარი, გენიტალიებზე თმის ზრდა, მომწიფების პერიოდის გავლა. საპატიო მეათE ადგილზეა – ცხვირში თითის კიტინი… მცნიერებმა გამოავლინეს, მაგრეამ ჯერჯერობით ზუსტად ვერ ახსნეს, რატომ აკეთებენადამიანები ამას.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close