არქივი

აკაში-კაიკიოს ხიდი

622245853913

ოდესღაც მსოფლიოში შვიდ საოცრებას აღიარებდნენ, რომელთაგან დღემდე მხოლოდ გიზის პირამიდები შემორჩა. სამაგიეროდ, გაჩნდა უამრავი სხვა, ადამიანის ხელით შექმნილი გრანდიოზული, შტამბეჭდავი ნაგებობა, კლდეში ნაკვეთ ქალაქ პეტრათი დაწყებული, ბურჯ-ხალიფას უმაღლესი ცათამბჯენით დამთავრებული.

მათ გვერდით გვხვდება გასაოცარი ბუნებრივი ძეგლებიც – იელოუსთოუნის ეროვნული პარკი თუ უდაბნო საჰარა, ჰავაის ჰავაის კუძილების ვულკანები, ბაობაბის ხეივანი თუ ჩრდილოეთის ციალი… თითოეულ მათგანს თამამად შეგვიძლია თანამედროვე საოცრებები ვუწოდოთ.

ბევრი ადგილი, შენობა თუ ქანდაკება, რასაც ჩემს მიერ დადებულ პოსტებში გადააწყდებით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

c6d3c7eccc3f

აკაში-კაიკიოს ხიდი

თანამედროვე ინჟინერიის სასწაულმა, მსოფლიოში უგრძესმა, იაპონიის აკაში-კაიკიოს ხიდმა ბიძგი მისცა ახალი სამშენებლო ინოვაციების განვითარებას და ამით გზა გაუხსნა უფრო გრძელი ხიდების აშენების პერსპექტივას.

აკაში კაიკიოს ხიდს “მარგალიტის ხიდსაც” უწოდებენ. მისი მშენებლობა 1998 წელს დასრულდა და იაპონიის უდიდესი კუნძული ჰონსუიუ კუნძულ სიკოკუს დაუკავშირდა. ხიდის ცენტრალური მალი 1991 მ სიგრძისაა და მსოფლიოს სხვა დიდ დაკიდულ ხიდებს ბევრად აღემატება. წინა რეკორდის მფლობელი დანიის სტოლბერსტრონი იყო, ტომელიც იმავე წელს გაიხსნა და აკაში კაიკიოზე 366 მეტრით მოკლეა. სან-ფრანცისკოს ცნობილი “ოქროს კარიბჭე” კი ამჟამინდელ რეკორდმენს 710 მეტრით ჩამორჩება.

სხვათა შორის ხიდის, აშენების პერსპექტივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1995 წელს აკაშის სრუტეში 2 ბორანი ჩაიძირა და მრავალი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 168 ბავშვი. ძლიერი ქარი და შტორმი აკაშის სრუტისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს მოქცევითი დინების სიჩქარე წამში 4,5 მეტრს რწევს. რეგიონში მიწისძვრაც ხშირია. თვით ხიდის მშენებლობის დროსაც კი მოხდა მიწისძვრა. შედეგად საყრდენმა კოშკება ადგილმდებარეობა იმდენად იცვალა, რომ ხიდი 1 მეტრით დიდი გამოვიდა.

ხიდი თანამედროვე და ახალი მეთოდებით ააგეს. შედეგად მივიღეთ ელეგანტურად დაპროექტებული ხიდი, რომელიც ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის უძლებს 8.5 მაგნიტუდის მიწისძვრას და 286სკ/სთ სიჩქარის ქარს. მისი ორი კოშკი 298 მეტრი სიმაღლისაა.

ხიდის აგება დასრულდა 1998 წელს და მისი მშენებლობა 3,6 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. ყოველდღიურად ხიდზე 23000 მანქანა გადადის.

მსგავსი ამბები

Back to top button