არქივი
მენიუ ჭკუა-გონებისათვის
ტვინის უჯრედები არანაკლებ ითხოვენ სწორ კვებას, ვიდრე კუჭ–ნაწლავი, შეიტანეთ რაციონში მეტი თევზეული, მცენარეული ზეთები, (მზესუმზირის, სოიოს, ზეითუნის) ასევე ნიგოზი, მზესუმზირა, ნახშირწყლები, რომლებიც გამოიმუშავებენ გლუკოზას _ ნეირონების მთავარ საწვავს. ცილების წყალობით გამომუშავდება ნერვებისა და ტვინისათვის აუცილებელი ამონომჟავები (რეკომენდებულია რუხი ბრინჯი, წითელი ლობიო, ხაჭო, მწვანილი, უცხიმო ძროხის ხორცი, ჭერმის ჩირი, ოსპი), მაგრამ პირველობა ეკუთვნის B ჯგუფის ვიტამინებს. სწორედ ისინი აძლიერებენ მახსოვრობას _ მიირთვით მეტი ბანანი, კომბოსტო, პომიდვრის წვენი.