არქივი

სალვადორ დალი

a85d93e25dcc
ამ პოსტში გაეცნობით სალვადორ დალის. ვინც იცნობთ კიდევ ერთხელ წაკითხვა არ გაწყენთ :lol2: უკვე იდო სალვადორ დალის სურათები, მაგრამ მინდა ვრცლად დავწერო მის შესახებ :(
სალვადორ დალი დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში. 1914 წლიადან 1918 წლამდე აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.

1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებშიკუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას სცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის “ანდალუსიელი ძაღლის” შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.

დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.

1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.

ესპანეთში ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა “სიურეალისტების ჯგუფთან”, რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: “სიურეალიზმი – ეს მე ვარ”. ამასტან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა “Avida Dollars”, შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.

დალის მუზეუმი ფიგერასში.მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა, სადაც მან ცხოვრების 9 წლიანი პერიოდი დაჰყო 1940 წლიდან 1948 წლის ჩათვლით. 1942 იგი გამოსცემს ავტობიოგრაფიულ რომანს “სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება”. მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორც მხატვრული – წიგნი ბესტსელერად იქცა.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ დალი მშობლიურ ფიგერასში დასახლდა. 1981 პარკინსონის დაავადებით სნეულდება. 1982 წელს გარდაიცვალა გალა.

სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.

სალვადორ დალიმ 1969 წელს შექმნა “ჩუპა ჩუპსის” ლოგოტიპი და სლოგანი.

სალვადორ დალი ასე ედრებოდა პაბლო პიკასოსო: “პიკასო ესპანელია. მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია. მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ. მეც მიცნობენ. პიკასო კომუნისტია. მე კი – არა. “

შემოგთავაზებთ დალის რამოდენიმე სურათს ( იმიტომ , რომ საიტზე უკვე დევს ბევრი სურათი)
დიდი მასტურბატორი
f2f9c5e8be27

ნახატი გადმოგვცემს დალის სექსუალური ურთიერთობების რთულ პრობლემებს მშობლებთან. თავი წარმოადგენს კადაქვესის სანაპიროს რბილ კლდეს, რომლიდანაც გამოიზრდება მასიური ლოდი. კისერი გადადის ქალის თავში, რომლის ტუჩები მიმართულია კაცის სასქესო გენიტალიებისკენ. მისი სისხლიანი მუხლები ბადებს სისხლისღვრის შთაბეჭდილებას, შესაძლოა კასტრაციის.
დალიმ ამ სურათით გამოხატა თავისი განუყრელი ლტოლვა სექსისადმი, ძალადობისა და დანაშაულის გრძნობისადმი. კლდეების გროვა არის სიმძიმე რომელსაც იგი განიცდიდა მთელი შემოქმედების მანძილზე, აგრეთვე მწერი – კალია, რომელიც მის კოშმარებს ეხმიანება. მწერის მუცელზე დახოხავენ ჭიანჭველები, რაც გამოხატავს კორუფციას. ქალის თავის ქვემოთ გამოხატულია კალას ყვავილი, რომლის ფალოსის ფორმის ყვითელი ბუტკო გამოზრდილია რბილი ყვავილიდან.

დივანი “მეი უესტის ტუჩები”

d9ac21f6b82d

დალის ინტერვიუ ამ ნამუშევართან დაკავშირებით: “… იმ სიზმართან შედარებით, რომელიც გამოღვიძების შემდეგ 15 წუთში ქრება, უპირატესობა მივანიჭე ისეთი სიზმრის/ოცნების შექმნას, რომლის გამოყენებაც საცხოვრებელ ოთახადაც შეიძლება. არსებობს ბუხარი და არსებობს პირი, ტუჩების დივნად წოდებული, სადაც მოხერხებულად შეიძლება დაჯდომა. აქვეა საკმაო ადგილი ცხვირზე იმისათვის, რომ ზედ საათი დაიდგას, ესპანური კულტურის უგემოვნობა; ცხვირის ორივე მხარეს, რა თქმა უნდა, თვალები, პარიზის, სენის გაბუნდოვანებული და იმპრესიონისტული ხედები”.

ეხლა მინდა განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ ამ სურათს:
d2f143ea846c

გეოპოლიტიკური პირმშო აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას, 1943 წ.

სურათი თითქოს მოლოდინს ასახავს, მოლოდინს ახალი ერის დასაწყისისა. მხატვარმა იგი 1943 წელს დახატა, როცა მეორე მსოფლიო ომი უკვე კარგა ხნის გაჩაღებული იყო. დალი თითქოს სიცოცხლეს ჩუქნის “მომავლის შვილს”. კვერცხი დედამიწის სიმბოლოა, ხოლო მისგან იბადება ადამიანის სხეული და ხელი, ხოლო ფეხი ცხილობს გაარღვიოს ნაჭუჭი, რომელიც ნაკეცებიანი ზეწარივით ერთდება. სურათზე მუშაობისას სალვადორ დალიმ გამოიყენა რ. ალბერტის ლექსი, რომელშიც აღწერილია გარდაცვლილთა სწრაფვა და ტანჯვა დედამიწაზე დასაბრუნებლად: “ისმის თქვენი ტანჯვა და სურვილი დააღწიოთ თავი მიწის უხეშ გარსს,  მიწა თქვენგან ადნობს კოლოსს და შექმნის იდუმალებაში იგრძნობა თქვენი ყრმობად ქცევა”.

გაკვირვებული და შეშინებული ბავშვი აკვირდება კვერცხი-დედამიწის რბილი გარსიდან ახალი ადამიანის დაბადების მტკივნეულ პროცესს, თითქოს კვერცხის ნაჭუჭიდან იჩეკება წიწილა. ნაჭუჭიდან მხოლოდ ერთი წვეთი სისხლის დინება მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი ადამიანის დაბადება მაინც მტკივნეული პროცესია. კონტინენტების ზედაპირი თითქოს შერბილებულია და აგერ-აგერ ჩამოწყდებიან გარსს. დასავლეთ აფრიკა გამოყოფს უცნაურ წვეთს. დაკუნთული, ამასთან დალეული ჰერმაფროდიტი ქალი მიანიშნებს უკვე მომხდარ მოვლენას. ნემსისწვერიანი ზემო საფარი და ჩონჩხადქცეული ქალი სურათს აძლევს მოსალოდნელი საშიშროების განწყობას.

ქალის უკან, თუ ხედავთ, დგას სვანური კოშკი.

ქალი მისტიურად მიანიშნებს კავკასიას:
0f729eec5b25

ნარცისის მეტამორფოზა
39fbbd185114

რამდენიმე ციტატას მოვიყვან სალვადორ დალის ნაწერებიდან. აი, რას წერს იგი წიგნში “მაგიური ოსტატობის 50 საიდუმლო”:

“ექვსი წლისა მე ვოცნებობდი გავმხდარიყავი ნაპოლეონი — მე ის ვერ გავხდი.

თხუთმეტი წლისას მინდოდა ვყოფილიყავი დალი — მე ის გავხდი.

ოცი წლისას მინდოდა გავმხდარიყავი მსოფლიოში ყველაზე განსაცვიფრებელი მხატვარი — ეს მე გამომივიდა.

ოცდათხუთმეტი წლისას მსურდა მიმეღწია წარმატებისა და კეთილდღეობისათვის — ეს მე მაქვს.

ახლა, ორმოცდახუთი წლის ასაკში, მე მსურს შევქმნა შედევრი და გადავარჩინო თანამედროვე ხელოვნება ქაოსისა და უმაქნისობისგან. და მე ამას მივაღწევ!”

როგორ ფიქრობთ, მიაღწია დალიმ ამას?

ამავე წიგნში დალის მოყავს თავისი ცნობილი 10 მცნება მათთვის, ვინც აპირებს გახდეს მხატვარი:

1. მხატვრისთვის უმჯობესია იყოს მდიდარი და არა ღარიბი; ამიტომ ისწავლე ისე ხატვა, რომ შენი ფუნჯი ბადებდეს ოქროს და ძვირფას თვლებს.

2. ნუ გეშინია სრულყოფილების — შენ მას მაინც ვერასოდეს მიაღწევ!

3. ჯერ ისწავლე ფანქრითა და საღებავებით ხატვა ისე, როგორც ამას ძველი ოსტატები აკეთებდნენ, შემდეგ რაც გინდა ის ხატე — ყველა პატივისცემით მოგეკიდება.

4. უარს ნუ იტყვი საკუთარი ხედვაზე, საკუთარ მანერაზე და საკუთარ წარმოდგენებზე: ისინი შენ გამოგადგება, თუ მხატვარი გახდები.

5. თუ შენ მათ რიცხვს ეკუთვნი, ვინც თვლის, რომ თანამედროვე ხელოვნებამ აჯობა ვერმეერს და რაფაელს, გადადე ეს წიგნი გვერდზე და განაგრძე ნეტარ იდიოტიზმში არსებობა.

6. ნუ შეაფურთხებ საკუთარ ფერწერას — მას ხომ შეუძლია უკან შემოგაფურთხოს, როდესაც შენ მოკვდები.

7. შედევრი და სიზარმაცე შეუთავსებელია!

8. ფერმწერო, წერე!

9. ფერმწერო, ნუ მიიღებ ალკოჰოლს და არ მოწიო ჰაშიში ხუთზე მეტჯერ ცხოვრებაში.

10. თუ ფერწერას შენ არ უყვარხარ, მთელი შენი მისდამი სიყვარული არაფრის მომტანი და უსარგებლოა.

მობანავე ქალი
e4e8408a421f

პლაჭი ტელეფონით
33d53b9cdf0a

პიანინო
04f1d46022fe

დალის შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ მის ოფიციალურ საიტზე:  http://www.dali-gallery.com

ძალიან გთხოვთ muse-ს  resistance დაადეთ რა ამ პოსტს  :cry: :cry:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button