არქივი

ნიცშე: ” ღმერთი მოკვდა” (ნაწილი II)

61ea2b37cdba

„ოდესღაც ღვთის გმობა უდიდესი გინება იყო, ხოლო ღმერთი მოკვდა და მასთან ერთად მისი მაგინებელიც“.[ P.S დასკვნა ბოლოს გააკეთეთ, წაკითხვამდე მოერიდეთ აზრის გამოხატვას]

ღმერთი მოკვდა!…… დღემდე წმინდად მიჩნეული ღირებულებათა გაუფასურება მიგვანიშნებს იმას, რომ კართან მომდგარა „ყველა სტუმართაგან ყველაზე შემზარავი სტუმარი“ – ნიჰილიზმი. ყველაფერზე „არას“ თქმა ნიშნავს არარაობის წინაშე დგომას. ნიცშეს აზრით, დაწყებული კოპერნიკის დროიდან კაცობრიობა სულ უფრო და უფრო ხვდება საკუთარი თავის „არარაობას“, რაც მსოფლმხედველობით პესიმიზმს იწვევს. ნიცშე ცდილობს დაინახოს გამოსავალი კაცობრიობის თანამედროვე „კრიზისული“ მდგომარეობიდან, დაინახოს ნათელი პერსპექტივა, რომლისკენაც წარიმართება ბუნების, სიცოცხლის, ადამიანთა ცხოვრების ჯანსაღი ძალები.
ამ მიზნით მეტაფიზიკის წინააღმდეგ მებრძოლი, თავად წამოაყენებს მეტაფიზიკურ პრინციპს(მეცნიერული ლაპსუსი, ერთი „უსრულოს“ ჩანაცვლება ხდება მეორე მოდერნიზირებული „უსრულო“ მხედველობით): სამყაროში, ცოცხალ არსებებში ხორციელდება ნება, კერძოდ, „ძალაუფლების ნება“(„Wille zur Macht”)

.baad2c506919

ბუნება ცოცხალ არსებათა ბრძოლის ასპარეზია, სიცოცხლე, ცხოვრება საერთოდ ძალაუფლების ნების გამოვლენაა. ეს უფრო მეტად ითქმის ადამიანის ცხოვრებაზე. ადამიანის „ცხოვრება“ არსებობისთვის ბრძოლაა, მითვისებაა, ნგრევა-შენებაა, უცხოსა და სუსტის დაპყრობა-დამორჩილებაა, საკუთარი ნების დადგენაა სიმკაცრისა და შეუბრალებლობის გზით.  ნიცშეს დარვინის არსებობისთვის ბრძოლის თეორია თავისებურად გადააქვს ადამიანთა ცხოვრებაზე: ძალაუფლების ნება არა მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების სურვილია, არამედ მისი გაფართოების, ბატონობის, საკუთარი ნების სხვისთვის თავს მოხვევის წყურვილია(ადამიანს იმაზე მეტი უნდა, რაც აქვს[ადამიანური ბუნების მთავარი კანონი])

.7d9138628729

ნიცშეს აზრით, ეს ყველაფერი მოჩანს კაცობრიობის ისტორიაში. სახელმწიფოს და ეთიკური ნორმების(იდეალების) წარმოშობის ახსნა მარტივად შეიძლება: ძლიერი, ჯანსაღი, ველური რასა იპყრობს სუსტსა და ცდილობს თავს მოახვიოს მას თავისთვის სასარგებლო ყოფნის ფორმები. შემდეგ კი ეს მართლდება ეთიკური ცნებებით, იდეალებით, ბატონთა მორალი აკანონებს, თუ რა არის „კარგი“ და „ცუდი“. ამგვარი „კარგი“კარგების“(არისტოკრატიის, ბატონების) მოგონილია, რომელიც ეწინააღმდეგება „მონათა მორალს“.
01df2191376e

ამგვარად არსებობს ორი მორალი, ბატონთა და მონათა, სადაც კარგის და ცუდის გაგება ურთიერთსაწინააღმდეგოა[ზოგისთვის ცხოვრება გაძლება-მოთმინებაა, ზოგისთვის კი – სიამოვნების მიღების საშუალება[ინდივიდუალურად ყველაფერი]). ბატონთა მორალის იდეალია თავისუფალი, არაფრით შეუზღუდავი სიამოვნებები და ცხოვრებისეული სიხარული, ყველაფერზე „ჰოს“ თქმა, ოპტიმიზმი. მონათა მორალის ფორმულაა „ასკეტიზმი“, პესიმიზმი(„არას“ თქმა), სიამოვნებისადმი ვაკხანალიური მისწრაფება და ასკეტიზმი. რომი და იუდეა საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ ბრზოლიდან, ნიცშეს აზრით, სამწუხაროდ, გამარჯვებული გამოვიდა იუდეა. მან გააბატონა მონათა(„ცხოველლური ჯოგის“) მორალის ნიშნები: მოთმინება, თანაგრძნობა, სამართლიანობა, სიკეთე და ა.შ

ნიცშე იყო სკეპტიკოსი არა მთელი კაცობრიობის მიმართ, არამედ ის მხოლოდ გაბატონებულ ადამიანთა კასტის წინააღმდეგ ილაშქრებოდა. ეს კასტა კი ადამიანებს მუდმივად მოთმინებისკენ და ბოროტებაზე თვალის დახუჭვისკენ მოუწოდებდა, იმქვეყნიური „სამაგიერო“ კეთილდღეობის სანაცვლოდ.
89b041dfec29
„ჯოგის“ ე.ი მასის მორალი კლავს პიროვნებას, „მეს“ . ნიცშეს ეს ვოლუნტარისტული მსოფლმხედველლობა აშკარა კონტრასტებს ჰქმნის ჰუმანურ იდეოლოგიასთან და ის აშკარად ანტიდემოკრატიულია.

იხილეთ ერთი პოზიცია:

ასევე მეორე ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button