არქივი

ნასას რობოტები მთვარეზე

nasa

ნასა 2020 წლისათვის მთვარეზე ავანპოსტის აგებას გეგმავს. ამ გეგმის განხორციელებას ის აპირებს მანქანა- რობოტებით- robo Tonka, რომლებიც მთვარეზე შეასრულებენ ყველანაირ სამშენებლო სამუშაოს.

ამ პროექტთან დაკავშირებით ნასასთან თანამშრომლობენ ასტრობოტიკის ტექნოლოგები და მკვლევარები Carnegie Mellon-ს უნივესიტეტიდან. ისინი ნასასთან ერთად ცდილობენ გეგმა უფრო დახვეწონ და შექმნან რობოტის ისეთი ტიპი, რომელიც მარტო შეძლებს ამ სამშენებლო პროექტის რეალურად განხორციელებას.

მ ეტაპზე გადასაწყვეტია ორი ძირითადი საკითხი: პირველი ის, რომ რობოტებმა შეძლონ აშენება 8 მეტრი სიმაღლის, 160 მეტრი დიამეტრის მქონე ნახევარწრის ფორმის 2 ნაგებობისა, რომელიც მთვარის ბუნებრივ პირობებს იქნება მორგებული. და მეორე – რაც შეიძლება მარტივად მოხდეს რობოტ-მანქანების მართვა ნასას სადგურიდან.

რობოტ-მანქანებმა უნდა შეძლონ რაც შეიძლება მცირე ხანში, მდგრადი კონსტრუქციის აგება. შემდგომში კი ნასა ამ პოსტს, მისმიერვე გაშვებული ხომალდებისა და რობოტების დასასმელად გამოიყენებს.

nasaa
sanaa

მსგავსი ამბები

Back to top button