გართობაკულტურა

ტოპ 10 ტურისტული ქვეყანა 2010 წლისთვის

2c26b4a7b565
საიტმა lonelyplanet.com გამოავლინა 10 ქვეყანა, რომელიც ტურიზმის მხრივ 2010 წელს ყველაზე პოპულარული იქნება :yes:

10. ელ სალვადორი
b79da50761bd
ხალხი საოცრად თბილი და ინტელიგენტურია. როგორც წესი, აქამდე ტურისტები ერიდებოდნენ რადგან ქვეყანაში 1980–1992 წლებში ომი მძინვარებდა და კრიმინალური შემთვევები ხშირი იყო. თუმცა ომი წლების წინ დამთავრდა და დანაშაულის შემთხვევებიც ნელ-ნელა მცირდება. უცხოელებს განსაკუთრებით იზიდავთ აქაური ბარები, უძველესი ტყეები, აქტიური ვულკანები და ალპური ტბები.

9. გერმანია
4b3c1a9be790
შეგიძლიათ ეწვიოთ ჰამბურგს და დაათვალიეროთ ნავსადგური, ან ჩახვიდეთ დრეზდენში და მე-18 საუკუნის ეკლესია ნახოთ, რომელიც ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. და რა თქმა უნდა ბერლინი თავისი არავეულებრივი კლიმატით.

8. საბერძნეთი
e8ee6d12bca1
ვისაც უყვარს უძველესი ნაგებობების თვალიერება, პლაჟზე წამოწოლა და მზეზე გათბობა ან წვეულებები გვიანობამდე, საბერძნეთი მისწრებაა. ნებისმიერს აოცებს იქაური სისუფთავე და აკურატულობა(განსაკუთრებით ქართველებს :lol2: ) , საოცრად სუფთა და წმინდა წყლები, ყვავილების სურნელით გაჟღენთილი ჰაერი , ბერძნული არაყი “ოუზო” და რვაფეხები.

7. მალაიზია
c2bb45936c12
იმის მიუხედავად რომ ბუნებრივი კატასტროფები ხშირია, გზებზე ბზარები მაინც არაა. ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში საზოგადოებრივი ტრასპორტი (ავტობუსი) აღჭურვილია კონდიციონერით, სკამები კი პლუშისაა. სასტუმროები საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ეროვნული სამზარეულო მრავალფეროვანია. მალაიზიიდან ევროპაში გამგზავრება იაფია.

6. მაროკო
b0a5ba6739be
მაროკოში თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩადიან: ევროპიდან, აფრიკის ქვეყნებიდან, ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ა.შ. თავისუფალი მაროკოელი იშვიათია, ყველა საქმითაა დაკავებული. 2010 წელს მაროკოს მეფე 10 მილიონ სტუმარს ელის.

5. ნეპალი
dd2c53888d11
რა თქმა უნდა სიაში მოხვდა ნეპალიც, რომლის ტერიტორიაზე დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი მდებარეობს. 2008 წელს ნეპალელმა აჯანყებულებმა დაამხეს მეფის ხელისუფლება, სათავეში კომუნისტური პარტია მოვიდა და მშვიდობამ დაისადგურა :lol2:

4. ახალი ზელანდია
e98f71ab073f
ახალი ზელანდია მათთვისაა, ვისაც სურს მაორის ტომის ნახვა და მისი კულტურის გაცნობა, ლამაზი ხედების დათვალიერება, ვულკანებისგან დაზიანებული ველების ნახვა და უგემრიელესი კერძების დაგემოვნება.

3. პორტუგალია
d60407275d70
პურისტებისთვის ეს ქვეყანა ტრადიციებით მდიდართან ასოცირდება, უამრავი დღესასწაულით სადაც ხარებშებმული ეტლებით დაქრიან ყვავილებით მორთულ ქუჩებში. თუმცა არის ძველი ქალაქებიც, რომლებიც მიტოვებულია და 21-ე საუკუნის კვალი მხოლოდ აქა-იქ ეტყობა ბუტიკებისა და კაფეების ხარჯზე.

2. სურინამი
a0bcf80919d4
სამხრეთ ამერიკის ყველაზე პატარა სუვერენული საელმწიფო ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით. ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ჩინელები, ინდონეზიელები და ინდოელები, რომლებიც მე-18 საუკუნეში ჩამოიყვანეს,როგორც დამატებითი მუშახელი . ასევე დასავლეთ აფრიკელი მონები მე-17 საუკუნეში. ამას დამატებული ადგილობრივი მოსახლეობა, ებრაელები და ჰოლანდიელები, საბოლოო ჯამში ეთნიკურ მრავალფეროვნებას ქმნიან. სურინამი ცნობილია სხვა კულტურებისადმი შემწყნარებლობით. ქალაქ პარამარიბოში გვერდიგვერდ დგას უზარმაზარი მეჩეთი და სინაგოგა.

1. აშშ
6bc1aa7f7253
აშშ ისევ სათავეშია. უცხოელები ძირითადად ისტორიული ადგილებით ინტერესდებიან, განსაკუთრებით ვაშინგტონის მუზეუმებითა და ძველი მონუმენტებით.

მსგავსი ამბები

Back to top button