არქივი

ვირტუალური სამყარო

<centeR>

გაინტერესებთ რა არის ვირტუალური სამყარო? ან როგორი იქნება? მაშინ სრულიადში შემოდით

დავიწყოთ ასე, ვირტუალური სამყარო ალბათ ეს ფართოდ ნათქვამი სიტყვაა, რომელსაც ხალხი სხვადასხვაგვარად აღიქვამს . ახლა ვეცდები მე წარმოგიდგინოთ თუ როგორი იქნება უახლოეს მომავალში შექმნილი ვირტუალური სამყარო. პროექტი დაწერილია, უბრალოდ სპონსორი ესაჭიროება.  ვირტუალური სამყაროს განვითარების პირველი ეტაპი უნდა იყოს ასეთი ,თუ იცით მოწყობილობა ვიი რომელიც გოოგლემ გამოიგონა რათა ადამიანი კომპიუტერმა აღიქვას, როგორც სამართავი ინსტრუმენტი . ის ასე გამოიყურება

wii console2

როგორც ვიცი ეს მოწყობილობა ადამიანის ინფორმაციას დეტალურად აღიქვამს, ამის შემდეგ  ყველაფერი ის რაც რეალურად არსებობს  ამ ვირტუალურ სამყაროში შექმნილი იქნება.  თავიდან სატესტოდ გაეშვება 1 პატარა უბანზე, თუ პროექტმა კრახი არ განიცადა პროექტის გაბარიტები გაიზრდება. შიგნით მოხვედრისას ვირტუალურ სამყაროში ამ მოწყობილობის დახმარებით შეიქმნება თქვენი ვირტუალური რობოტი , იგივე თქვენ იქნებით, თქვენი მიმიკებით, ყველაფერი იმით რაც სინამდვილეში გაქვთ. ალბათ იტყვით ეს არაფერიაო ან ბევრს უბრალოდ გიჟად შეიძლება მივაჩნდე, რადგან ძნელად წარმოსადგენია ეს ყოველივე. ვირტუალურ სამყაროში თვენი ისევე როგორც რეალურში შეიგრძნობთ ყველაფერს, გარდა  გამონაკლისებისა, ეს არის შიმშილი, წყურვილი და ბუნებრივი მოთხოვნილებები. იქ რასაც განიცდით რეალობაშიც განიცდით და ბუნებრივია რომ იქ წყალს ვერ  დალევ, რადგან ის არ შეიძლება თქვენ ორგანიზმში მოხვდეს. დანარჩენი ყველაფერი ისევე იქნება როგორც რეალურ ცხოვრებაში. ეს პროექტი ხელს შეუწყობს კოსმოსის უფრო ადვილად ათვისებას და უფრო შორ მიზნების განხორციელებას ბევრი ადამიანის ოცნების ახდენას, მაგრამ როდესაც ყველაფერი აქამდე მივა მაშინ ყველა მორწმუნეს უჩნდება კითხვა რამდენად ეკლესიურია ეს ყველაფერი? შეიძლება თუ არა ეს და რას მოგვიტანს ის ჩვენ?

თუ დაგაინტერესათ უფრო დეტალურად შემიძლია დავწერო ეს ზედაპირულად მიმოვიხილე

მსგავსი ამბები

Back to top button