არქივი

დეპრესია

5617427233fa
დეპრესია ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მოსახლეობაში მისი გავრცელება მერყეობს 15%-დან 25%-მდე

სხვადასხვა გამოკვლევების მიხედვით ქალების 25%-სა და მამაკაცების 10%-ს თავისი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ჩატარებული აქვს ანტიდეპრესანტული მკურნალობა. დაავადებულთა უმეტესი ნაწილი კი არ მიმართავს სამედიცინო დახმარებას. დადგენილია, რომ პაციენტთა მხოლოდ 20% იტარებს სპეციალიზირებულ მკურნალობას. მწვავე დეპრესიის შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს უიციდი. დეპრესიით დაავადებულებში აღინიშნება ექიმებთან ვიზიტების გახშირება სხვა ჩივილების გამო. საბედნიეროდ დეპრესია ადვილად სამკურნალო დაავადებაა. ეს მდგომარეობა კონტროლირებადია და შემთხვევათა 80-90%-ში იკურნება.
დეპრესია ყველაზე ხშირად ვლინდება 25-44 წლის ასაკში მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში. არსებობს არასწორი შეხედულება რომ დეპრესია ასაკოვან პირებში ნორმალური ფსიქიური მდგომარეობაა. დეპრესიის სიმპტომებისა და ეფექტური მკურნალობის არსებობის შესახებ გამოცდილების ნაკლებობა ხელს უშლის დაავადების დროულ გამოვლენას და შესაბამის მკურნალობას.
დეპრესიისა და სხვა ფსიქიური მოშლილობების მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების გამო შეფერხებულია დაავადებების დროული გამოვლენა და სპეციფიური მკურნალობა. აქედან გამომდინარე აუცილებელია საზოგადოებისთვის სწორი მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის მიწოდება.
ფიზიკური აქტივობა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სეპრესიის პრევენციის ერთ-ერთი შესაძლო სტრატეგია. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურად არააქტიურ პირებში დეპრესია უფრო ხშირია.
დეპრესია მძიმე დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი ქრონიკული მიმდინარეობით და გამწვავების ხშირი ეპიზოდებით.

მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია. ყველაზე ეფექტურია მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების კომბინაცია.

ჩნდება კითხვა (მამაკაცების საყურადღებოდ) : რატომ აქვს მამაკაცთა მხოლოდ 10%-ს და ქალების 25%-ს  დეპრესია?  :dabneuli:

მსგავსი ამბები

Back to top button