არქივი

სამცხე-ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები

სამცხე-ჯავახეთი

ამ პოსტში ნახავთ სამცხე-ჯავახეთში მდებარე რამოდენიმე ღირსშესანიშნაობას..

ვარძია (მონასტერი)

75dfaa43843a

სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 11561203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (11841213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ერთხანს ვარძიაში მოღვაწეობდა იოანე შავთელი, რომელმაც იქ შექმნა “გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი”. ვარძიის წიგნთსაცავიდან შემორჩენილია ვარძიის ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.). ვარძიის მონასტრის წინამძღვრის სახელი ტრადიციულად საწოლის მწიგნობარი იყო, იგი ეკლესია-მონასტრების საქმიანობას ხელმძღვანელობდა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში თვალსაჩინო როლს ასრულებდა.

მონღოლთა ბატონობის ხანაში (XIII საუკუნის II ნახევარი) ვარძიელი ბერ-მონაზვნები აქტიურად იბრძოდნენ სარწმუნოებისა და ეროვნული კულტურის გადასარჩენად. 1551 წელს მონასტერი სპარსთა ჯარმა დაარბია და დაანგრია. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები და კულტურის სხვა მრავალი განძი მტერმა გაიტაცა. 1578 წელს, როდესაც ეს მხარე ოსმალეთმა დაიპყრო, მონასტერი საბოლოოდ გაუკაცრიელდა. რუსეთ-ოსმალეთის ომის (18281829) შემდეგ ვარძია კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო ამ სამონასტრო კომპლექსის მეცნიერული შესწავლა. 1938 წელს იგი მუზეუმ-ნაკრძალად გამოცხადდა. 19701971 წლებში ვარძიაში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, მიკვლეულ იქნა 3 კულტურის ფენა: ადრინდელი შუა საუკუნეებისა, XII საუკუნისა და XIII-XIV საუკუნეები. აღმოჩნდა მოჭიქული კერამიკის მრავალფეროვანი ნიმუშები, ქაშანურის ფრაგმენტები, ლითონის სადნობი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და იარაღი.

600cb4b0e66e

ვარძია “… საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების “ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა. თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას. ამ უდიდესი სამეფო მონასტრის შექმნას უკავშირებს იგი თამარ მეფის მოღვაწეობის დახასიათებას საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის დარგში – ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით. მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად. მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად. ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება. მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა. 1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში. მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ამგვარად, XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია. 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306). ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე. XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. 1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერს XVII ს. ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე. მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა. თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება, მონასტრები ცარიელდება, მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში ეძებენ. ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა. დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.

 

თმოგვის ციხე

6f4006af3e37

წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073-იდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად — მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები – თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.

საფარის მონასტერი

dadb419be553

საფარის მონასტერი შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელთან.

კომპლექსის ყველაზე ადრინდელი შენობაა X საუკუნის მიძინების ერთნავიანი ეკლესია (ამ ეკლესიის კანკელის ფრაგმენტები ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე XIII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, როცა სამცხეს ბექა მანდატურთუხუცესი, სარგისის ძე განაგებდა (სარგისი, ბექა და მისი ვაჟები- სარგის II და ყვარყვარე დახატულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე). ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საძვალედ აქციეს. ტაძრისა და კარიბჭეს სარკმლის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძრვარი ფარეზასძე. წმინდა საბას ტაძარი შვეული კლდის პირზეა აღმართული. მის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოშანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. ძეგლის ფასადების დამუშავებაში, ორნამენტსა და ტექნიკის შესრულებაში ახლებური ხერხები ჩანს, მაგრამ წარსულთან კავშირი კვლავ საგრძნობია. ახალი ნიშნებმა თავი იჩინა, პირველ ყოვლისა, შენობათა ნაწილების შეფარდებაში (შდრ. ბეთანია, ფიტარეთი).

გუმბათის ყელი დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს. ფასადებზე თავისუფალი, გლუვი ზედაპირები მეტია, ვიდრე წინათ იყო, გუმბათის ყრუ სარკმლები, რომლებიც ისვეა გაფორმებული საპირეებით როგორც ნამდვილი. ინტერიერში კვლავ ჩნდება პატრონიკენი, მაგრამ მას წმინდა დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებური კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. შენობაზე ბევრი წარწერაა. სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. ქვემო კუბურ ნაწილში ჯაყელთა მსახურთუხუცესის ლასურისძის საგვარეულო სამარხი იყო, ზემოთ – საკუთრივ სამრეკლო.

მონასტრის ტერიტორიაზე გაფანტული სხვა სამლოცველოები XIV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება. მონასტერს თავს დაჰყურებდა ციხე, გარშემო გალავანი ერტყა. XVI საუკუნეში მიტოვებული მონასტერი XIX საუკუნეში რუსმა ბერებმა განაახლეს, ზოგი რამ ააშენეს, შეაკეთეს ან გადააკეთეს, რამაც პირვანდელი სახის დამახინჯება გამოიწვია.

e9ce23f9ac79

საფარის მონასტერის მოღვაწეთა მთავარი წარმომადგენელია კათოლიკოსი არსენ I (IX ს.). X-XI საუკუნეებში აქ იღვწოდნენ ივანე და გაბრიელ საფარლები, XII საუკუნეში – იოანე მტბევარ-საფარელი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე – მწიგნობარი ეფრემი, XVI საუკუნეში – ცნობილი კალიგრაფი სვიმეონ კარგარეთელი, XVIII-XIX საუკუნეებში – გადამწერები მიტროფანე საფარელი, ქრისტესია სამადაშვილი და სხვა.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button