გართობაუცნაური

ფოტოზე აღბეჭდილები

13133f38acbd
ეს ფოტო გადაღებულია 1963 წელს Reverend K. F. Lord-ის მიერ ჩრდილოეთ იორკშირში, ინგლისში, ნევბის ეკლესიაში. ამ ფოტომ გამოიწვია დიდი კამათი და პოლემიკა, რადგანაც მეტისმეტად კარგადაა გამოსახული მასზე დაუდგენელი არსება. თანაც ისე ჩანს, რომ თითქოს ,,ის” პოზიორობს კიდეც ფოტოობიექტივის წინ. ფოტო ყურადღებით შეისწავლეს ექსპერტებმა და გაყალბების ვერანაირი კვალი ვერ იპოვნეს.
Reverend Lord-მა განაცხადა, რომ სანამ გადაიღებდა, მას არ შეუმჩნევია არანაირი საეჭვო ობიექტი, ეს კაპიუშონიანი არსება მხოლოდ ფიროს გამჟღავნების შემდეგ გახდა ხილული.
ნევბის ეკლესია 1870 წელს აშენდა და აქამდე არც მოჩვენებები და არც არანაირი პარანორმალური მოვლენა არ დაფიქსირებულა.

52af7c47f231
ეს დამაინტრიგებელი ფოტო გადაიღეს 1919 წელს და პირველად გამოქვეყნდა 1975 წელს სერ Victor Goddard-ის მიერ (გადამდგარი ოფიცერი). აქ გამოსახულია ესკადრონის შემადგენლობა, რომელიც იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში, თუმცა ყველას გასაკვირად ერთ-ერთი მფრინავის უკან გაჩნდა ადამიანის სახე, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იდგა იქ, მეტსაც გეტყვით, ამ მებრძოლებმა იოლად ამოიცნეს მისი სახე და განაცხადეს, რომ ეს კაცი 2 დღის წინ შემთხვევით გარდაცვლილი Freddy Jackson იყო.

38ba83476b11

ეს ფოტო გადაღებულია Combermere Abbey-ის ბიბლიოთეკაში 1891 წელს Sybell Corbet-ის მიერ. სურათზე ჩანს, თითქოს კაცი ზის სკამზე, კარგადაა გამოსახული თავი, საყელო და მარჯვენა ხელი. ამბობენ რომ ეს ლორდ Combermere-ეს მოჩვენებაა. ის ბრიტანეთის კავალერიის მეთაური იყო 1800 წელს, ცნობილი იყო სხვადასხვა სამხედრო ლაშქრობებში მონაწილეობით. ის გარდაიცვალა 1891 წელს, უბედური შემთხვევით.

9e540a2600c8
1995 წლის 19 ნოემბერს, ინგლისში, Wem Town Hall-ს Shropshire-ში ცეცხლი გაუჩნდა, უამრავი ხალხი უყურებდა, თუ როგორ იწვოდა 1905 წელს აშენებული შენობა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, Tony O’Rahilly-მა შენობას ხანძრის დროს სურათი გადაუღო და მალე ცნობილი გახდა, რომ ამ სურათზე ვიღაც პატარა გოგოს სახე იყო გამოსახული. O’Rahilly-მა სურათი გადასცა ანომალური ფენომენების მეცნიერული სწავლის ასოციაციას და დოქტორ Vernon Harrison-ს, ფოტო-ექსპერტს და სამეფო ფოტოგრაფიის საზოგადოების პრეზიდენტს, რომელმაც შეისწავლა თვითონ ორიგინალიც (ნეგატივი) და ფოტოც, ამის სემდეგ კი განაცხადა, რომ სურათი იყო ნამდვილი.
მაგრამ ვინაა პატარა გოგონა? ჩრდილოეთ Shropshire-ში წარსულში, წყნარი ბაზრის ქალაქი განადგურდა ხანძრით. 1677 წლის ისტორიული ჩანაწერების თანახმად, მრავალი ხის სახლი დაიწვა ამ ხანძრის დროს. ლეგენდის თანახმად პატარა გოგონამ Jane Churm-მა შემთხვევით გააჩინა ცეცხლი სანთლით ჩალით გადახურულ სახურავზე. ბევრი ფიქრობს, რომ ეს მოჩვენება სწორედ ჯეინია.

3d301f780eae
ეს საინტერესო ფოტო 2000 წელს ფილიპინების რესპუბლიკაში, კერძოდ კი მანილაშია გადაღებული. დიდი ისტორიით არ გამოირჩევა. ორი გოგონა ერთ ცხელ საღამოს გარეთ სეირნობდა და უცნობ გამვლელს თხოვეს სურათის გადაღება, რომლის შედეგიც თქვენს წინაშეა. ვინაიდან ფოტო არ გამოუკვლევიათ, შესაძლოა ეფექტი ხელოვნურადაც იყოს გაკეთებული, თუმცა თუ ესე არაა, ეს სურათი მოჩვენების ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოს წარმოადგენს.

922d7ba14481
მისის ენდრიუსმა ავსრალიაში, კერძოდ ქუინსლენდში, 1946 ან 1947 წელს მოინახულა თავისი შვილის საფლავი, რომელიც 1945 წელს გარდაიცვალა 17 წლის ასაკში. ქალს უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს, როცა სურათს იღებდა. მისი ენდრიუსმა განაცხადა, რომ იქ არავითარი ბავშვი არ ყოფილა გადაღების მომენტში და მას არ სჯერა რომ ეს შეიძლება იყოს მისი ქალიშვილის მოჩვენება. 1990 წელს კი პარანორმალური მოვლენების მკვლევარი Tony Healy ეწვია ამ ადგილს და დათვალიერების შემდეგ იქვე მიაკვლია ორი ჩვილი ბავშვის საფლავს.

72a22392feab
ეს სურათი გადაღებულია ავსტრიის სასტუმრო Vierjahreszeiten-ში 1988 წელს. რამდენიმე დამსვენებელმა გადაწყვიტა საერთო ფოტო გადაეღოთ და მართლაც მისტერ ტოდმა თავისი ფოტოაპარატი მაგიდიდან მოშორებით დადგა, ტაიმერი დააყენა და უკან დაბრუნდა, სურათი კი გადაიღეს, მაგრამ რადგანაც აპარატმა სინათლე არ აანთო ( სპიჩკას რომ ვეძახდით ჩვენ :lol2: ), გადაწყვიტეს მეორე გადაეღოთ, და მეორე სურათზე გამოისახა ვიღაც ქალი. შეგიძლია იხილოთ სურათზე. (თავიდან პირველი კადრი ჩანს და შემდეგ მეორე)

992df57cb4a3
1987 წელს მისის სეიერი რა რამოდენიმე მისი მეგობარი ესტუმრა საჰაერო არმიის ფლოტის სადგურს ინგლისში და სწორედ იქაა ეს ფოტო გადაღებული. მისის სეიერმა მკვლევარებს გაუმხილა, რომ მიუხედავად ცხელი დღისა ის სურათის გადაღების მომენტში გაურკვეველ სიცივეს გრძნობდა.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button