გილოცავთ ახალ 2010 წელს!
მოგესალმებით ძვირფასო უცნაური ბლოგის მომხმარებლებო. მინდა მოგილოცოთ მომავალი ახალი წელი, რომელიც სულ რაღაც 6 საათში შემოაბიჯებს ჩვენს ქვეყანაში. მინდა გისურვოთ მშვიდობა, წარმატებები, ახალი იდეები, ბევრი ფული და რაც მთავარია ჯანმრთელობა. ეს 2010 წელი ყოფილიყოს თქვენთვის საუკეთესო წელი, აგსრულებოდეთ ყველანაირი სურვილები, ჩანაფიქრები და ოცნებები. ამასთან ერთად უცნაურ ბლოგს მინდა ვუსურვო განვითარება, ახალი ივენთები, ბევრი რეკლამა და უამრავი სტუმარი :)
ბლოგზე გამოკითხვაში ჩემდა გასაკვირად დაფიქსირდა ძალიან მოულოდნელი შედეგები. კითხვაზე: სად ატარებთ 31 დეკემბრის ღამეს? 63 %-მა (619 Votes) უპასუხა, სახლში. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ჩვენი საიტის წევრი და არამარტო ისინი დღეს გაატარებთ დაუვიწყარ ღამეს :) არ აქვს მნიშნვენობა სად, მთავარია თქვენთვის სასურველ ადგილას და სასურველ ადამიანებთან ერთად :)
მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და ეს ვიდეოები გეძღვნებათ თქვენ: