არქივი

თვით-განხორციელებადი წინასწარმეტყველება

b2d8098ea77c

თვით-განხორციელებადი წინასწარმეტყველება (Self-fulfilling prophecy) არის თეორია იმის შესახებ რომ წინასწარმეტყველების არსებობა, თავისთავად იწვევს ნაწინასწარმეტყველები ფაქტის მოხდენას. ეს თეორია დამტკიცებულია და გამოიყენება ისეთ დარგებშიც კი როგორიცაა მენეჯმენტი.

პირველ რიგში განვმარტოთ თეორია. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: დავუშვათ მენეჯერს სამუშაოდ აყავს ახალი თანამშრომელი და სამუშაო ჯგუფის წევრებს წარუდგენს მას შემდეგი სიტყვებით: “გაიცანით ბატონი X, იგი ძალიან შრომისმოყვარე პიროვნებაა და მე ყოველთვის მაქვს მისი იმედი”. მენეჯერმა დაახასიათა ახალი თანამშრომელი როგორც “შრომისმოყვარე”, მიუხედავად იმისა, რომ იგი მის ხასიათს არ იცნობს სათანადოდ. შესაძლოა ახალი თანამშრომელი ზარმაცია და სულაც არ უყვარს შრომა, მაგრამ ის ფაქტი რომ მენეჯერმა იგი დადებითად დაახასიათა, წმინდა ფსიქოლოგიურად უბიძგებს ახალ თანამშრომელს რომ ორმაგი ძალებით შეეცადოს “შრომისმოყვარის” ტიტულის დამსახურებას და შედეგად გახდეს კიდევაც შრომისმოყვარე. ანუ ფაქტიურად მენეჯერის ვარაუდმა გავლენა იქონია ახალი თანამშრომლის რეალურ ქცევაზე.

6c68b4e3ba66

განციხილოთ კიდევ ერთი შემთხვევა,ოღონდ გაცილებით გლობალური მასშტაბის, დავუშვათ დღეს გამოვიდა პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირდაპირ ეთერში თქვა: “დოლარის ფასი სხვა ვალუტებთან მიმართებაში დაეცემა!”, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა რეალური საფუძველი ამ განცხადებას ფაქტია, რომ დოლარის ფასი მართლაც დაეცემა. ისმის კითხვა, რამ გამოიწვია ეს? ეს გამოიწვია იმან, რომ პრეზიდენტის სიტყვებმა უბრალო ადამიანებს უბიძგა, რომ მათ გაეყიდათ დოლარები და ეყიდათ – მაგალითად, ევროები. ბაზარზე დოლარების მიწოდება გაიზარდა რამაც მისი ფასის შემცირება გამოიწვია (ადამიანები თავიდან იშორებენ დოლარებს, შესაბამისად მისი ფასი ეცემა).

aaa1f6dc6d17

მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. დავუშვათ რომელიმე ცნობილი ტელეკომპანიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გამოაცხადა: ხვალიდან დაიწყება პურის დეფიციტი რომელიც გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში, ვინაიდან საცხობები ვერ ახერხებენ მათი საჭირო რაოდენობით მიწოდებას. როგორ გგონიათ რა შედეგი მოყვება ამას? შედეგი იქნება ზუსტად ის რაც თქვა წამყვანმა – დაიწყება პურის დეფიციტი! ეს გამოწვეული იქნება იმ მიზეზით, რომ მრავალი ადამიანი შეეცდება მოიმარაგოს პური (2 დღის სამყოფი) და შედეგად დადგება რიგი პურის მაღაზიებთან. ფაქტიურად წამყვანის “წინასწარმეტყველების” არსებობამ პურის დეფიციტის შესახებ, შეუწყო ხელი მის პრაქტიკაში განხორციელებას.

თვით-განხორციელებადი წინასწარმეტყველების ძალა სცილდება მატერიალურ საზღვრებს. იგი არანაკლებ ეფექტურია ფსიქოლოგიურადაც. დამტკიცებული ფაქტია რომ თუ ადამიანს გონია, რომ ცუდად გახდება – იგი მართლაც ცუდად ხდება (ფსიქოლოგიურ დონეზე). თუ ადამიანი ცუდადაა და მიიჩნევს, რომ მალე გამოჯანმრთელდება ეს ხელს უწყობს მის გამოჯანსაღებას.

წყარო: wikipedia.com, “fundamentals of management” by David A. Decenzo, Stephen P. Robbins

მსგავსი ამბები

Back to top button