ახალი ამბებიგასართობი

31 დეკემბერი-რა მოხდა ამ დღეს


31 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 365-ე დღე (ნაკიან წლებში – 366-ე დღე). წლის ბოლო დღე.

დღის მოვლენები
535 : ბიზანტიელი გენერალი ბელიზარიუსი სიცილიას იპყრობს.
1229 : ჰაიმე I არაგონელი მედინა მაიურქას (პალმე დე მაიორკა) იპყრობს, იწყებს რა კუნძულზე ქრისტოანობის ბატონობას.
1600 : ბრიტანეთის ისტ-ინდოეთის კომპანია დაფუძნდა.
1687 : პირველი ჰუგენოტები საფრანგეთიდან კეთილი იმედის კონცხისკენ მიემგზავრებიან.
1695 : ინგლისში შემოიღეს ფანჯრის ბეგარა, რის გამოც მაღაზიების მფლობელებმა გადასახაის თავის ასარიდებლად ფანჯრები აგურით ამოავსეს.
1857 : დედოფალი ვიქტორია კანადის დედაქალაქად ოტავას, ონტარიო, ირჩევს.
1904 : ახალი წელი პირველად აღინიშნა ტაიმს სქვერზე, იმ დრო ლონგაკრის მოედანი, ნიუ-იორკი.
1909 : მანჰეტენის ხიდი გაიხსნა ნიუ-იორკში.
1923 : ბიგ ბენის ზარების რადიოტრანსლაცია მოხდა პირველად ბი-ბი-სი-ზე.
1944 : მმო – უნგრეთმა გერმანიას ომი გამოუცხადა.
1955 : ჯენერალ მოტორსი პირველი ამერიკული კორპორაცია ხდება რომლის წლიურმა შემოსავალმა ერთ მილიარდ აშშ-ის დოლარს გადააჭარმა.
1961 : მარშალის გეგმა დასრულდა ევროპის აღმშენებლობისთვის $12 მილიარდი დოლარის დახმარების გაცემის შემდეგ.
1963 : ცენტრალური აფრიკის ფედერაცია დაიშალა ზამბიად, მალავიდ და როდეზიად.
1990 : გარი კასპაროვმა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ანატოლი კარპოვზე გამარჯვებით.
1991 : სსრკ ოფიციალურად დაიშალა.
1999 : ბორის ელცინი გადადგა რუსეთის პრეზიდენტის პოსტიდან და პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი მოვალეობის შემსრულებლად დატოვა.
1999 : აშშ-ის მთავრობამ პანამის არხზე კონტროლი პანამას გადასცა.
2004 : დღემდე მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი ტაიპეი 101 ოფიციალურად გაიხსნა.

ამ დღეს გარდაცვლილნი
192 : კომოდუსი – რომის იმპერატორი .
1384 : ვიკლიფი, ჯონ – ინგლისელი თეოლოგი, რეფორმატორი.
1691 : ბოილი, რობერტ – ინგლისელი ქიმიკოსი და ფიზიკოსი.
1879 : ასათიანი, მიხეილ – ქართველი მწერალი
1914 : ჰალი – ინდოელი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე.
1993 : გამსახურდია, ზვიად – ფილოლოგი, მწერალი, საქართველოს პრეზიდენტი

დღესასწაულები
მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
წმიდა მოწამენი: სებასტიანე და მეგობარნი მისნი: ნიკოსტრატე, მეუღლე მისი ზოია, კასტორი, ტრანკვილინე ხუცესი და ძენი მისნი: მარკელინე და მარკოზ დიაკონნი, კლავდი ციხის უფროსი, ძე მისი სიმფორიანე, ძმა ვიქტორინე, ტიბურტი და კასტული
მოდესტოსი – იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსი
ფლოროს ამიელი
მიქაელ აღმსარებელი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close