გასართობისაკითხავი

რატომ გადის დროს უფრო სწრაფად, როცა ვიზრდებით?

2cb71335f683

ალბათ, ხშირად გსმენიათ სხვებისგან და თავადაც გიფიქრიათ „რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო სწრაფად გადის დრო“. არსებობს ასევე პარალელური ფრაზა „დრო სწრაფად გადის როცა რაიმე საქმით ხარ გართული“. მაგრამ როცა ვიზრდებით, წლები მაინც უკვალოდ უჩინარდება, სასიამოვნოდ ვატარებთ მას თუ არა…

საინტერესოა, რატომ?ხშირად მიცდია გამეგო ამ ფენომენის არსი… რამდენიმე წლის წინათ დღეები უფრო გრძელი მეჩვენებოდა, ახლა კი დრო თითქოს დაჩქარდა.

პრობლემის გადასაწყვეტად, ვცადე, ინტერნეტში მომეპოვებინა ინფორმაცია. მაგრამ პასუხის პოვნა არც ისე ადვილი აღმოჩნდა. იყო მშობლების კომენტარები, რომლებიც დროის აჩქარების წერტილად თავიანთ შვილებს ასახელებდნენ, მაგრამ ეს ვარიანტი არ მიესადაგება ადამიანებს, რომელთაც არ ჰყავთ ბავშვები.

იყო ასევე ფილოსოფიური პასუხები, ან უბრალოდ რჩევები „შეეგუე და საფუძვლიანად გამოიყენე ყოველი დღე“. კარგი რჩევაა, მაგრამ არანაირი გასაგები ამოხსნა. :D
შემდეგ ვეცადე ინფორმაცია მომეძებნა დროის ფსიქოლოგიაზე, მაგრამ საუბარი ძირითადად ტვინის აგებულებასა და ფუნქციებზე იყო.

08a310fa1ef3

ბოლოს კი გადავწყვიტე, თავად მეპოვა პასუხი. და საკმაოდ მარტივიც აღმოჩნდა. ეს არის უბრალოდ გზა მოლოდინსა და მნიშვნელოვან, უკვე წარსულში დარჩენილ მოვლენებს შორის.

ჩვენ ველოდებით რაღაც მნიშვნელოვანს, გარკვეული ეტაპის გავლის შემდეგ ყოველთვის ვიხედებით წარსულში, ვიხსენებთ და კიდევ ერთხელ ვაანალიზებთ მას. მაგალითად სკოლის მოსწავლე ყოველთვის სულმოუთქმელად ელოდება ზაფხულის არდადეგების დადგომას, დღეები გრძელი და მოსაწყენი ეჩვენება, შემდეგ კი ნანატრი დრო თვალის დახამხამებაში უკან რჩება.

და ასე გრძელდება სიკვდილამდე… როცა განვლილზე დავფიქრდებით, ვერასდროს ვიჯერებთ, რომ ეს ამდენი ხნის წინათ მოხდა.

პირველი სიყვარული, პირველი დაშორება, მანქანა, სამსახური, ქორწინება… როცა წინ ვიყურებით, ყველაფერი მომავლის შორეულ ბურუსში გვესახება. ერთხელ ასე ნანატრი კი უჩვეულოდ სწრაფად ხდება წარსულის ნაწილი.

რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო მეტი მოგონება გვიგროვდება. დაშორება ჩვენს შორის კი უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. ასე რომ, შეიძლება ზოგჯერ საათი გაჩერდეს, მაგრამ კალენდარზე აღბეჭდილი დრეები და თვეები ყოველთვის განაგრძობენ ცვლას.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close