გართობა

კონკურსის გამარჯვებული

e9a0244a2e6d
კონკურსში ,,წერილი ბაბუა სანტას” გამარჯვებული არის … თაკო : ) თუმცა მას თავისი გვარი არ დაუკონკრეტებია და არც ასაკი :( ამიტომაც ველი კომენტარებში მის გამოჩენას და ვულოცავ მთელი სულითა და გულით. თაკო გიწვევ ჩემთან პაემანზე, სადაც გადმოგეცემა პრიზი  ჩემგან :thanks: გაურკვევლობა რომ არ იყოს, მივუთითებ მის იმეილს.  ([email protected]).  მონაწილეებს გულითადი მადლობა გაწეული სამუშაოსთვის, მართლა საინტერესო იყო თქვენი ნაწერების წაკითხვა, თუმცა ბატონი ნიკა ხურცილავას შემოქმედებაზე კი ვაღვარღვარე ცრემლები, მაგრამ ეგ არაფერი :(
აქვე გამოვაქვეყნებ თაკოს ნაწერს.

ახალი წელი: სანტა, ნაძვის ხე, თოვლი
დეკემბერიც მოვიდა… მოიტანა წვიმები, ტალახი და არდადეგები. ვერ ვიტან ზამთარს, ვერ ვიტან ! თუმცა ალბათ ყველას ტკბილ სიამოვნებას ჰგვრის ახალი წლის გახსენება. ბუხარი, ცეცხლი, სითბო, მწვანე ნაძვის ხე, საახალწლო სუფრა, გარეთ ცივა… ფიფქები ცვივა, ფანჯრიდან ხედავ თოვლის ბაბუას, ოღონდ ნამდვილს კი არა, თოვლისას ! ვიღაცას გუნდა სახეში სთხლიშეს; ვიღაცა ყინულზე გასრიალდა, გვერდზე მდგომ ბიჭს სიცილი აუტყდა, მეგობარმა ხელი წამოარტყა და გააჩუმა. ქუჩები მორთულია, ქუჩები გადათეთრებულია, ქუჩები სავსეა ბავშვებით. შეყვარებულებს სცივათ, ერთმანეთს ათბობენ, თითქოს ზამთარი ჩახუტების სეზონია. მოხუცები ფანჯრებს არ წყდებიან, ვინ იცის მათ გულებში რა ამბავი ტრიალებს ! ვინ იცის ყოველდღე სიკვდილს ელიან და თითოეული წამით ტკბებიან! ზოგი საქმეს არ წყდება, ჩვეული რიტმიდან არ ვარდება. სიმართლე რომ ვთქვა ვერც ახალ წელს ვიტან… რატომ? უკვე საკმაოდ დიდი ვარ და სანტასი აღარ მჯერა, ადრე ახალი წლის ხიბლი სწორედ სანტა იყო. აბა სანტას გარეშე ახალი წელი ვის გაუგია? ჰოდა ჩემთვისაც აღარ არსებობს ახალი წელი, სევდით მევსება გული როცა ბავშვებს ვუყურებ, წერით რომ არიან გართულნი… საახალწლო წერილის წერით, შემდეგ თვალები გაუბწყინდებათ და წერილს მშობლებს ატანენ სანტასთან გასაგზავნად. უკვე მერამდენე წელია ზამთარი 3 თვიან ტანჯვად მექცა, არც ახალი წელი, არც თოვლი , არც სანტა …. მოკლედ გადავწყვიტე ჩემ „ტანჯვას“ ბოლო მოვუღო. აღარ შემიძლია ჩემი თავის საცოდაობის ყურება ყოველ ზამთარს, ყოველ ახალ წელს. მაშ ასე, ვიწყებ ჩემი ფანტაზიის უნარის გამოყენებას და წერას , რათა დავუმტკიცო ჩემ თავს და კიდე ყველა ჩემნაირს, რომ თოვლის ბაბუა არსებობს !
დეკემბერიც მოვიდა.. არდადეგებიც, წვიმებიც, ტალახიც და თოვლი ვერა და ვერ მოვიდა ! მალე ახალი წელიც მოვა, ისევ იგივე : უაზრო კონცერტები, უაზრო ლხინი, ლამაზი ნაძვის ხე, თოვლის ბაბუა და თოვლი საერთოდ არ მოვა. მოკლედ წინასწარ დავიწყე ნერვიულობა,რადგან არ მიყვარს საშობაო ფუსფუსი და შობა–ახალი წელი. 31 დეკემბრის დილას ადრე გამეღვიძა, არადა ყველაზე მეტად ამ დღეს ვერ ვიტან, მთელი დღე უაზროდ ვეგდე და მაინც ვერ დავიძინე. მოკლედ დღე ცუდად დაიწყო და რა თქმა უნდა უფრო ცუდად დამთავრდებოდა. გავიხედე გარეთ, ხომ საახალწლო ღამე დგებოდა, მაგრამ სად არის თოვლი? სად არის გადათეთრებული ხეები? არაფერიც არ არის. ისევ გამიცრუვდა იმედი. როგორც იქნა გავიდა წამები, წუთები , საათები. ახალი წელი დგება, მე კი ვზივარ და გამწარებული სიმსებს ვთამაშობ. უცებ ლიკა შემოვარდა წიოკით (ჩემი და : | )
––– გოგო წამო ჩქარა დადგა ახალი წელი და ეგაა !
მე ხმა არ გამიცია, სიმსებში მაღაზია მიკოტრდებოდა და სულ არ მაინტერესებდა არაფერი. უჩემოდ დადგა ახალი წელი, ფეხი ვერ გამომადგმევინეს ოთახიდან. ის იყო ვიფიქრე ეხლა დავიძინებ–მეთქი, რომ რატომღაც გარეთ გავიხედე. და აბა თუ მიხვდებით რა დავინახე?
– ფანჯარა !
– არა!
–სანტა!
–არააა!
თოვლი დავინახე. მთელი ეზო გადათეთრებულიყო. ეტყობა მთელი დღე თოვდა, მე კი არც გამიხედავს გარეთ. რომ იცოდეთ როგორ ბარდნიდა, მუხლამდე თოვლი მაინც იქნებოდა, თითქოს უკვე მთელი კვირაა თოვსო ! და წარმოიდგინეთ ჩემი სახე: გაფართოებული თვალები და ოდნავ გაღებული პირი, რომელიც თანდათან უფრო გაიღო და კივილი აღმომხდა. სასწრაფოდ ჩავიცვი და ეზოში ჩავქანდი. ვაღიარებ, დებილი ბავშვივით მოვიქეცი, უნახავივით. ამხელა გოგო მარტოდმარტო გიჟივით გავიქეცი თოვლში და ცარიელ ქუჩაში მარტომ დავიწყე სიარული. როგორც ჩანს ჩემ სურვილებს ახდენა ეწერათ ამ ღამეს, და მარტო ერთი სურპრიზი არ მაკმარა ვიღაცამ, ბედისწერამ ალბათ, თუმცა ბედისწერის და ეგეთების არ მჯერა. მაგრამ არც სანტასი მჯეროდა ! თოვლში მივჩანჩალებდი, სულ ყველაფერი თეთრი იყო, პატარა რაღაცასაც კი ადვილად შეამჩნევდით ამ გადათეთრებულ ქუჩებში. მეც ადვილად შევამჩნიე ჩემს სადარბაზოსთან დაგდებული პატარა, ლამაზი, ჭრელი ყუთი ( უკვე სახლში ავდიოდი) ვიცი, ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი, სხვისი ნივთის ხელის ხლება არ შეიძლება, მაგრამ ყუთი ავიღე და გავხსენი. შიგ სათამაშო იყო, პატარა ქალაქი, სათამაშოს უკუღმა თუ გადმოატრიალებდით თოვლი წამოვიდოდა. იმედია მიხვდით რა სათამაშოზეც ვლაპარაკობ. ასეთი რაღაცეები დიდ სისულელედ მიმაჩნდა მაგრამ ახლა რატომღაც მომეწონა და სახლში ავიტანე. მერე დავფიქრდი: ვის დაუვარდებოდა სათამაშო ამ ახალი წლის ღამეს ! ან ვინ იქნებოდა გარეთ, კაციშვილი არ ჩანდა ქუჩაში. მოკლედ გიჟი არ გეგონოთ მაგრამ ეს სათამაშო სანტამ დამიტოვა, ვიმეორებ: გიჟი არ ვარ ! მაგრამ მართლა გეუბნებით სანტა იქნებოდა, თოვლი მოვიდა და სანტაც მოვიდა. სხვანაირად სათამაშო იქ ვერ აღმოჩნდებოდა. დავიჯერე, რომ სანტაც არსებობს. არსებობს არამარტო ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. სასაცილოა ხომ? მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ეს ყველაფერი იმ 31 დეკემბრის დილას დამესიზმრა, როცა გამეღვიძა და ვეღარ ვიძინებდი. როგორც ჩანს ჩამძინებია, როცა გავიღვიძე კი ქუჩები მართლაც გადათეთრებული დამხვდა, თოვლის ბაბუა არ მოსულა …..


Secret message

მსგავსი ამბები

Back to top button