საკითხავისაქართველოუცნაური

თამარ მეფის აღსასრული…

Image Hosted by ImageShack.us

დავით აღმაშენებლის დროს დაწყებული აღმასვლა ქვეყნისა, თამარმა დაასრულა. სამწუხაროდ უდროოდ აღესრულა მისი ლამაზი სიცოცხლეც.მემატიანემ თამარის ამა ქვეყნიდან გარდასვლის ამბავი შემოგვინახა. ჯერ ისევ ახალგაზრდასა და პირმშვენიერს მოაძალა უცხო სენი ,არავის უმხელდა, მარტო ებრძოდა. როცა იგრძნო აღსასრულის მოახლოება, „არ ინება სიკვდილი სარეცელზე¨. აგარის სამეფო ციხედარბაზში მყოფი სამეფოდ აღიკაზმა, ტახტზე დაბრძანდა და შვილნი და დიდებულები მოიხმო. ასე მიმართა მათ _ მოწმე ხართ, თქვენთვის არაფერი დამიკლია, ვიდრე თქვენი მეფე ვიყავი. „აწ მეც წავალ მამათა ჩვენთათა თანა, გზასა უცხოსა. გევედრები ყოველთა, რათა მარტოს კეთილსა შინა იყვნენ მახსენებელი ჩემნი, აჰა ესერა მკვიდრად სახლისა ჩემისა დაგიტევენ შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდანმაგათ აღმოგიკვეთონ დაკლებული ჩემი¨…

შემდგომ ამისა უფალს შეავედრა საქართველო, მერე მოდგმა ადამისა, და ტახტზე მჯდომმადაიძინა ძილითა მართლითა¨.

ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ გელათის ტაძარში დაკრძალეს თამარიოთავდაპირველად, მერე მცირე ხნით მცხეთას დაუსვენებიათ, შემდგომ ისევ გელათში. არსებობს ლეგენდა თამარის საიდუმლო დამარხვის შესახებ. სინამდვილესთან ფრანგი დებუას წერილი უნდა იყოს, რომელშიც ვკითხულობთ: „მოემართებოდა საქართველოს ჭაბუკი მეფე და დედის ცხედარს მიასვენებდა¨. თამარს ანდერძად იერუსალიმს დამკრძალეთო, დაუბარებია.

მსგავსი ამბები

Back to top button