გართობა

ხაჭაპური წმინდა ქართული კერძია…

Image Hosted by ImageShack.us

ქართველებს გვაქვს ბევრი ისეთი კერძი, რომელიც სხვა ერებისა და ხალხების კულტურისთვისაა დამახასიათებელი. მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხაჭაპური წმინდა ქართული კერძია. ამას მისი სახელწოდებაც ცხადყოფს: ხაჭო და პური. საქართველოში გავრცელებული წრიული ფორმის ხაჭაპური, ისევე როგორც ხინკალი, დაკავშირებულია ასტრალურ რწმენაწარმოდგენასთან. წრიული ფორმა მზის სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. იგი პურია, თუმცა რიტუალური, რადგან მას დღესასწაულებზე აცხობენ, ისევე როგორც კვერსა და შიგთავსიან სხვა ცომეულს. მაგ. კუბდარს, ლობიანს. ძველად საქართველოში რიტუალურ ნამცხვრებსა და სხვა საკვებს ძირითადად წრიულ ფორმას აძლევდნენ. აღსანიშნავია, რომ აჭარული ხაჭაპური განსხვავებული ფორმისაა. გავრცელებული მოსაზრებით, მის ფორმაზე გავლენა ზღვასა და ნაოსნობას უნდა მოეხდინა. მართლაც, მას ნავის ფორმა აქვს. განსხვავებულია რაჭული ხაჭაპურიც (ოთხკუთხედი, კონვერტის ფორმისა), ესეც მზესთან სიმბოლურ გაიგივებად შეიძლება ჩაითვალოს, რაც შეეხება აჩმას, იგი აფხაზური კერძია და მისი დამზადების ტექნოლოგიაც, ფორმაც და ტერმინიც ხაჭაპურისაგან განსხვავებულია. თუმცა ისიც ყველისა და ცომისაგან მზადდება. ტერმინი _ „აჩმა¨ აფხაზური ლექსიკონისათვის არის დამახასიათებელი, ხოლო ოსური ხაბიზგინი შიგთავსით განსხვავდება ხაჭაპურისაგან.

მსგავსი ამბები

Back to top button