გართობა

დრონი მეფობენ და არა მეფენი

8a98ffa43a43

ძვირფასო უცნაურელებო, გადავწყვიტე ცოტა სახალისო პოსტი დამეწერა, ამ პოსტში შევეხები ქართველ თინეიჯერებს (ძირითადად გოგოებს) და მათ კუმირებს, ასევე მათ საყვარელ ნივთებს, მოკლედ რომ ვთქვა ვისაუბრებ იმ ადამიანებზე და იმ ნივთებზე რომელთა სიყვარეულის გარეშე ქართველი თინეიჯერი გოგონა ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია

1. მეამბოხე სულები

46b7c42af01f>

2005/2006 წლები ბაბუ წასულია, შუქი გრაფიკით აღარ მოგვეწოდება, თინეიჯერები, რომლებმაც უკვე გაავსეს სპორტის სასახლე ლექსენის კონცერტზე, და ჰიტად აიტაცეს ლექსენის და თიკოს( ეს ისაა ახალ წელს რო ბიჭს აკოცა) ”გესმოდეს” , ნელ ნელა მიეჯაჭვნენ ტელევიზორებს და ცალი თვალით (ჯერ მარცხენათი) დაიწყეს მსოფლიოსათვის თვალყურის დევნება. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ტელეეთერებზე არგენტინული სერიალი ”მეამბოხე სულები”. ამ სერიალში იყო ის ყველაფერი რაც იმ დროისთვის აკლდათ თინეიჯერებს: თავისუფლება, გართობა, სექსი, და ლამაზი მსახიობები. რათქმაუნდა სერიალმა დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, ყველა გოგო ცდილობდა დამსგავსებოდა სერიალის  მსახიობებს, უსმენდა ამ მსახიობებით შემდგარ ჯგუფის სიმღერებს, მართალია სიმღერები რაღაც გაუგებარ ენაზე იყო და და არცთუისე სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ამ ჯგუფში ხომ მეამბოხე სულების მსახიობები მღეროდნენ, ისინი კი ძალიან სიმპატიური ბიჭები იყვნენ. ელოდებოდნენ ახალ სერიებს და არ იშურებდნენ ფულს გაზეთში სადაც შეეძლოთ მთელი დღე ეკითხათ ამ მსახიობების სასიყვარულო ისტორიები და მათი სურათები დაეთვალიერებინათ. ასე ტკბილად გადიოდა დრო, მაგრამ უცბათ საშინელება დაატყდა ქართველ თინეიჯერებს თავს, სერიალი დამთავრდა. ახალგაზრდობა შოკში იყო აღარ იცოდა რა ექნა, რამოდენიმე გოგონა თვითმკვლელობასაც კი აპირებდა. მაგრამ ამ დროს ისინი გამოჩნდნენ ვისაც ამდენი ხანი ელოდნენ…

2. US5

033416a36097

სწორედ ამ ჯგუფს ელოდნენ თინეიჯერი გოგოები, მათ ყველაფერი ქონდათ, სილამაზე, ხმა, სექსუალურობა, გოგოებს შეძლოთ მთელი დღე ეჩხუბათ და ეკამათად, თუ რომელი ჯობია, რიჩი თუ კრისი? შეეძლოთ ათეულობით ლარი დაეხარჯათ, ოღონდ ტელეარხებზე ყოველი მესამე სიმღერა ამ ჯგუფის ყოფილიყო. გოგოები ავლენდნენ თავიანთ ქართულ სულს და გაუტეხელობას, და ყველანაირად ცდილობდნენ რომ ტოპათეულში მათი საყვარელი ჯგუფის წინ არავინ გაეშვათ, რასაც ძალიან დიდი ენერგია, ფული, და ესემესები დაჭირდა. გავიდა ბედნიერების 1 წელი, თან წაჰყვა ტყუილუბრალოდ გადაყრილი ფული და ცრემლები, თინეიჯერები ნელ-ნელა ხვდებიან რომ დღეში ერთიდაიგივე მუსიკის მრავალჯერ მოსმენა, და ერთიდაიგივე ბიჭების სურათების ყურება უფროდაუფრო მოსაბეზრებელი ხდება. გოგოებს რაღაც ახალი უნდათ, განსხვავებული, ორიგინალური. საყვარელმა ტელეარხმაც (რომელსაც ამ გოგოების ფულით უდგას სული) აღარ დააყოვნა და გოგოებს წარუდგინა სრულიად განსხვავებული სტილის ჯგუფი…

3. Tokio Hotel

77d6a8f5a938

აი ესენი არიან ახლები, განსხვავებულები,ორიგინალურები. გერმანული როკ ჯგუფი ტოკიო ჰოტელი რომლის ვოკალისტიც ჯერ კიდე გაურკვეველია რა სქესისაა. ტელეარხმა ზუსტათ ათიანში გაარტყა. გოგოებს მოსწონთ ახალი სტილი. მერე რა რო უმეტესობა ვერც როკს იტანს და ვერც გერმანულ ენას, ერთად ხომ წარმოგიდგენიათ როგორ არ მოწონთ ამ ჯგუფის სიმღერები, მაგარმ რა ქნან? რაღაც ახალია, ორიგინალურია, პირსინგია, ტატუა და უბრალოდ არ აქვთ უფლება არ აფრენდნენ ამ ჯგუფზე. თან თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ, რატომ არ უნდა მომეწონოს, ნინის, მაკას, თეკლას, მარის თუ მოწონს მე რა შიმპანზე ხომ არ ვარ, რამე ნორმალური მომწონდეს? მაშინ უფლება არ გვაქვს დავადანაშაულოთ ისინი. წინა ჯგუფისგან გასხვავებით ამ ჯგუფმა დიდხანს ვეღარ გაძლო, რადგან გამოჩნა ის რამაც გოგოებს ყველაფერი დაავიწყა..

5. Twilight

8a98ffa43a43

ბინდი, ასე ეწოდება 2008 წელს გადაღებულ ფილს. ამ ფილმა მსოფლიოს ახალგაზრდობა გადარია, შოკში ჩააგდო. რათქმაუნდა ეს ფილმი ქართველმა თინეიჯერებმაც აიტაცეს. ანდა როგორ არ შიეძლება ისეთი ფილმი არ მოგწონოს სადაც გოგოს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ბიჭი მოსწონს, რომლებიც ერთმანეთზე სიმპატიურები არიან(რომელია მათ შორის უფრო სიმპატიური? ამ კითხვაზე დღესაც მიდის დავა და მეცნიერები ადასტურებენ რომ ამის გარკვევას საუკუნეები დაჭირდება). ერთ-ერთი ბიჭი ძალზედ ორიგინალურია, ხან მგელია ხან მექსიკელი. გოგო ამ ბიჭს ბოლომდე ვერ ენდობა, მართალია მოწონს მექსიკელები მაგრამ რო შეუყვარდეს და მერე მგლის ლეკვები ეყოლოს? . ამ საცოდავს მეორე ბიჭშიც არ გაუმართლა, ის ვამპირია ოღონდ ჩვეულებირივი კი არა როგორც აქამდე სხვადასხვა ფილმებით ვიცოდით, არამედ სრულიად ახალი 2008 წლის გამოშვება, მისი ფუნქციებია ტროლეიბუსივით სიარული ტყეში, და მზის შუქზე ბრწყინვა. სამწუხაროდ გოგოს მზის შუქზე კანი უღიზიანდება და ამიტომ არ რისკავს, ხომ შეიძლება ბავშვები ალერგიულები დაიბადნონ ამის გამო მამასავით სიმპატიურები არ იყვნენ, თან ელექტროენერგია გაძვირდა, ბავშვებს კი სუ თამაში უნდათ და ხშირად დაჭირდებათ დატენვა. ამ მიზეზების გამო ჯერჯერობით 3 სერიაა გადაღებული ამ საინტერესო ფილმისა, რეჯისორი ქატრინ ჰარდვიკი იმედოვნებს 23_ე სერიაში გოგო თავის არჩევანს გააკეთებს ხოლო 24_ე სერიაში დაიღუპება. ქართველ თინეიჯერ გოგოებს ძალიან მოწონთ ეს ფილმი, გახსნილი აქვთ ამ ფილმის ფანკლუბი, და ვებგვერდი, ისინი აპირებენ ამ ფილმის ყველა სერიის ყურებას რათქმაუნდა თუ მაგდენ ხანს შეძლებენ ცხოვრებას.

6. justin bieber

0b5aef067ae7

ეს კიდე სულ ცხელცხელი ვარსკვლავია, ქართველი თინეიჯერების რისხვა და ოცნება, მისტერ სიმპატიურობა, მისტერ ხმა, მისტერ სილამაზე და მისტერ საბავშვო ბაღი. იშვიათობაა საქართველოში გოგო რომელსაც მისი სურათი არ უდევს სოციალურ ქსელზე ამით იგი ყველას აგებინებს თუ როგორ ძლიერად უყვარს ჯასტინი, მაგრამ სურათის ატვირთვა იმას კი არ ნიშნავს რომ ყველას შეუძლია ამ სურათის ნახვა და ნებისმიერი კომენტარის დატოვება? ნურას უკაცრავად! სურათს გამაფრთხილებლად და საყვარლად აწერია: მარტო ჩემიიი, ჩემი ოცნებაა, ჩემი კაციი, ჩემი სიცოცხლე, მიყვარხარ, ან ამდაგვარი სიყარულის გამომხატველი ფრაზა. ქართველმა ფანებმა მას საღამოც კი მიუძღვნეს.

7.Rayban

5f74c8b11b76

ეს სათვალეა, რომელიც ათი გოგოდან ცხრას უკეთია, ხოლო ამ ცხრა გოგოდან მხოლოდ ერთს უხდება, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ათივეს გონია რომ უხდება. ხო მართლა შეძენას თუ დაპირებთ მაინცდამაინც თავს ნუ შეიწუხებთ რომელიმე სათვალის მაღაზიაში ყიდვისთვის, ვაგზალზე იყიდება ათ ლარად =]]

სულ ეს იყო, იმედია მომიწონებთ და არ გამკიცხავთ. =]

მსგავსი ამბები

Back to top button