არქივი

ელდორადო, მითიური ქვეყანა

bc3278591276
ალბათ ყველას გაინტერესებთ ცნობები ელდორადოს შესახებ, ეს მითიური ქვეყანა განთქმულია ზღაპრული სიმდიდრით… გავიგოთ შეესაბამება თუ არა ეს მითი სიმართლეს…

ელდორადო _  Sp. el Dorado- “ოქროსი”
1. არარსებული ქვეყანა, ვითომ მდიდარი ოქროთი და თვალ-მარგალიტით, რომელსაც ეძებდნენ სამხ. ამერიკაში პირველი ესპანელი დამპყრობლები.
2. გადატ. ზღაპრული სიმდიდრისა და სასწაულების ქვეყანა.

bc3278591276
ელდორადოს განძი მთელი მსოფლიოდან იზიდავს თავგადასავლების მოყვარულებს.

9e72f7933a92

მას მერე, რაც ესპანეთში კონკისტადორებმა ჩაიტანეს აცტეკთა იმპერატორის განძი, სამხრეთ ამარიკაში ჩამსვლელთა მიზანი გახდა ოქროს ძიება, რამაც ნელ-ნელა უფრო მძაფრი ხასიათი მიიღო.
წლების განმავლობაში დადიოდა ხმა უცნაური ცერემონიის არსებობის შესახებ,რომელსაც
ატარებდნენ ინდიელები წელიწადში ერთხელ. საამისოდ მომზადებული პიროვნება
ტანს იფარავდა ოქროს ფხვნილით და შეუდგებოდა რიტუალურ ცერემონიას ტბაში. ამ პიროვნებას ”ხომბრე დორადო”-ანუ ოქროს კაცი ერქვა, რომლის სახელმა დროთა განმავლობაში განიცადა ტრანსფორმაცია ოქროს სამეფოდ. ასე გაჩნდა ლეგენდარული ქვეყნის სახელწოდება ”ელდორადო”.

666e8b4cbc02

უამრავი ექსპედიცია ჩატარდა ამ ადგილის საპოვნელად. ეს ადგილი ბევრ ადამიანს
წარმოუდგენელ ოცნებებს უღვივებდა. ექსპედიციების შედეგი ყოველთვის ნულის ტოლი იყო
და მათი უმეტესობა ჯუნგლებში იკარგებოდა, ანდა გზად გადაყრილი ტომები
ანადგურებდნენ მათ. უამრავი უშედეგო ცდის შემდეგ, გაჩნდა ახალი მოსაზრება, რომ
მიუწვდომელი ელდორადო მდებარეობს ”სხვა ადგილას”.  ასე რომ მიუღწევადი
ელ დორადოს ძებნა დაიწყეს ვენესუელაში და გვიანის ზეგანზე. ახლა მაძიებლებმა
გადაინაცვლეს იქით. მაგრამ რათქმა უნდა ვერაფერი აღმოაჩინეს.

c82ec1cac4b5

მე-17 ს-ში ინგლისელმა უოლტერ რეილიმ კვლავ ფანტასტიკური ისტორია ჩამოიტანა
ევროპაში მითიური ელდორადოს არსებობაზე, რითაც კვლავ იმედები აღუძრა
ზოგიერთს დიდძალი ოქროს მოპოვების შესახებ, მაგრამ როგორც ყოველთვის ეს
ამბავიც ტყუილი აღმოჩნდა.
საბოლოოდ, გეოგრაფებმა და მკვლევარებმა მოუღეს ბოლო ამ მითს.

მე-18 ს-ში
ზუსტი ტოპოგრაფიული აზომვები ჩატარდა ა.ჰუმბოლდტის მიერ, რითაც დამტკიცდა,
რომ ელდორადო არ არსებობდა.ლეგენდარული ელდორადოს არსებობა კი დღემდე ბევრს
სჯერა და მისი ზღაპრული სიმდიდრე დღემდე არ ასვენებს.

4c5ce3580e38

ეს კი ედგარ პოს ლექსი ელდორადოს შესახებ:

მამაცი მხედარი
არ დრკება, მხნედ არის –
ქარია, წვიმს თუ ათოვს,
სიმღერით მიიკვლევს
მომქანცველ ბილიკებს,
დაეძებს ელდორადოს.

მაგრამ დრო გავიდა
მსახვრალი, ავი და
მის გულს შემოაწვა სევდა.
არ იყო ადვილი
ეპოვა ადგილი,
ხატება რომლისაც სდევდა.

და როცა მცირედი
შემორჩა იმედი,
პილიგრიმს შემოხვდა გზაზე –
“აჩრდილო, მითხარი
სად არის ის მხარე –
მიწაზე, ცაში თუ ზღვაზე?”

“მიუწვდომ არეზე,
მთებს იქით, მთვარეზე,
ველზე, თეთრად რომ ათოვს,
პირქუშს და შორეულს,
აჩრდილთა ორეულს,
შენ ნახავ ელდორადოს!”

წყარო: forum.ge; nplg.gov.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button