კულტურა

eBay ყიდის Skype-ს

58b92bf6efb0

2005 წლიდან Skype არის eBay-ს საუკუთრებაში, მაგრამ სულ რამოდენიმე დღეა რაც eBay გაახმაურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყიდის Skype-ს და მისთვის მყიდველიც უკვე მოძებნილი ჰყავს. The New York Times-ის ცნობით მსოფლიოში ყველაზე დიდი IP-ტელეფონიის სერვის შეიძენს კერძო ინვესტორებისგან შემდგარი კონსორციუმი, ხოლო ამ გარიგების ფინანსური მხარეები რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი…

მყიდველთა სიაში სახელდება ვენჩერული ფონდი Andreessen Horowitz და Index Ventures. პირველი ფონდი არის დაარსებული 2009 წელს მარკ ანდერსონის მიერ, რომელიც ცნობილია როგორც Netscape-ის შემქნელი, ხოლო მეორე პარტნიორია ბენ გორვივიჩი. ანდერსონი არის eBay-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. ფონდ Index Ventures-ს აქვს ოფისები ლონდონში, ჟენევაში და Skype-ში საკმაოდ ბევრი ფული აქვს ჩადებული შემქნის დღიდან. ინვესტორთა სიაშია აგრეთვე კერძო კომპანია Silver Lake Partners, რომელიც სპეციალიზირებულია ტექნოლოგიურ ბიზნეში ფულის დაბანდებით. მისი საინვესტიციო პორტფოლიო შეადგენს ბევრ კომპანიას მათ შორის Avaya, Flextronics, Gartner, Intelsat, IPC, NASDAQ QMX, Sabre, SunGard და სხვა. გარიგების თანხა ჯერ უცნობია, მაგრამ eBay-ს ადრინდელი განცხადებებით მას სურს Skype-ს გაყიდვა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად. თვითონ კი 2005 წელს შეიძინა Skype 3 მილიარდ დოლარად და აპირებდა მის ინტეგრაციას საკუთარ ბიზნეში, მაგრამ ეს არ მოხდა. როგორც The New York Times იუწყება Skype-ის შეძენა იყო ტექნოლოგიურ სფეროში ძალიან დიდი წარუმატებელი გარიგება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. რამოდენიმე წლის წინ Skype-ის გამოსყიდვას ცდილობდნენ აგრეთვე მისი დამაარსებელი ნიკოლას ცენსტრემი და იუნის ფრისი. ტექნოლოგია რომელსაც იყენებს Skype ეკუთვნის მათ კომპანია Joltid-ს. ამის მიუხედავად მაინც ვერ მოახერხეს eBay-თან შეთანხმება ფასზე. ამჟამად Joltid-მა გააუქმა ლიცენზია Skype-ს ტექნოლოგიაზე და უჩივის eBay-ს ბრიტანულ სასამართლოში. საქმე განიხილება 2010 წელს. ამჟამად კი უცნობია იღებენ თუ არა მონაწილეობას ამ დიდ გარიგებაში Skype-ის შემქმნელები.

Back to top button