როდის ჩამოსახლდა სხვა ეთნოსი დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე
XVI-XVII საუკუნეებში განუწყვეტელი ომებისაგან დღევანდელი საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მკვიდრი მოსახლეობისაგან დაიცალა. სწორედ ამ დროს დაიწყო უცხო ეთნოსის მოსახლეობის შემოსახლება საქართველოს ტერიტორიაზე. ალანოსების შემოსვლამ მაქიმალურ რიცხვს მიაღწია XVIII საუკუნეში, მათ მოსაზღვრე მიწებზე ქართველები მტრებმა გაწყვიტეს და ისინი თავისუფლად იწყებდნენ ცხოვრებას ახალ სამოსახლოებში.
XVI ს.-ში შემოვიდნენ ქართლის ტერიტორიაზე პირველი აზერბაიჯანელები _ ქართულ ისტორიულ წყაროებში თათრებად წოდებულები.
XII ს.-ში საქართველოს ფარგლებში მოქცეული სომხეთის ტერიტორია _ დღეს სომხეთის რესპუბლიკაა, რაც შეეხება სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს, იქ მოსახლეობა ყოველთვის ქართველი იყო. დღევანდელი ახალქალაქისა და ახალციხის სომხური მოსახლეობა თურქეთიდან _ არზრუმიდან არის ჩამოსახლებული. რუსეთ–თურქეთის ომისას (1828-1829 წ.წ.) გენერალმა პასკევიჩმა აიღო ახალციხე, ახალქალაქი და ბრძოლა თურქეთისაკენ განაგრძო. არზრუმის მოსახლეობა კეთილად შეხვდა პასკევიჩს, ამიტომ, როცა მან უკან დაიხია, სომხებს იქ დარჩენისა შეეშინდათ და გაჰყვნენ პასკევიჩს. მანაც 90 ათასი კომლი სომეხი საქართველოს სასაზღვრო ზოლში _ ახალციხე–ახალქალაქში ჩაასახლა. არებობს დოკუმენტები, როგორ წერდნენ ისინი რუსეთის იმპერატორს _ ახალციხეს ნოვი არზრუმი დავარქვათო.