უცნაური

GT მობილური – უცნაური კომპანიის, უცნაური კამპანია და აღსასრული.

c9fb26cc8c07კომპანია ”GT მობილური” 1999 წელს შეიქმნა და ახლა, თითქმის შეუძლებელია ყველაფრის ზუსტად გადმოცემა, მაგრამ ვცდი მნიშვნელოვანი მომენტები მაინც გადმოვცე.

9 წლის წინად საქართველოში 3 ოპერატორი მოქმედებდა, ”მაგთი,” ”ჯეოსელი” და ბევრისთვის დღესაც უცნობი ”მეგაკომი”. ამ უკანასკნელს დროებით შევეშვათ, რადგან ის სულაც არ იყო GSM სტანდარტის და ამდენად ვერც პოპულარობა მოიხვეჭა, ცოტა ხანში გაკოტრდა და ბოლოს ”ნდობის ტელეფონების” ნომრების გაქირავებით იყო დაკავებული.

მაშ ასე, 1999 წელს კომპანია მაგთი, რომელიც იქამდე მხოლოდ 900 მეგაჰერცზე გადიოდა, პირველი გადაბრძანდა ორმაგ 900/1800 ტიპის სიხშირეზე. სწორედ ამ დროს დაიწყო გარკვეული მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ”ჯეოსელსს” არ აძლევდნენ მეორე სიხშირეს.

მოგეხსენებათ საქართველოში ბიზნესის კეთების მეთოდები და იმ დროს მაგთის როგორც არასდროს დიდი მფარველი ჰყავდა პოლიტიკაში.

აი ამ დროს, სად იყო და სად არა, მასმედია დაიბომბა ე.წ. Teaser Campaign ით, ანუ ეს არის გარკვეული ”გამაღიზიანებელი რეკლამების” ნაზავი, რომელიც აღიზიანებს ადამიანის ცნობისმოყვარეობას და ამითი იწვევს ინტერესს.

ზოგადად ”ტიზერ კამპანიას” რამოდენიმე ძირითადი მახასიათებელი აქვს, როგორც წესი:
კამპანიის შემადგენელი რეკლამები, ყოველთვის არის მოკლე და ატარებს გამომწვევ ხასიათს!
აუცილებელია დარეკლამებული პროდუქტი, მართლაც საინტერესო აღმოჩნდეს!
ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი! კამპანია უნდა ჩატარდეს საიდუმლოდ! დაუშვებელია ინფორმაციის გადინება!

ბოლო პუნქტზე ცოტა მეტ დროს გავჩერდებით, მოგეხსენებათ საქართველოს არც ისე დიდი მოსახლეობა ჰყავს და ჭორი ელვისსისწრაფით ვრცელდება ხოლმე, მითუმეტეს მაშინ საქართველოში ახალი პროდუქტი არც ისე ხშირად შემოდიოდა ბაზარზე და ერთი შეხედვით უცნაურიც კი იყო რომ ”ჯი-თი-მობილური” ს შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდა. თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ ”ჯი-თი” გახლდათ თურქების მიერ შემოყვანილი კომპანია და ეტყობა სწორედ მათმა მენეჯმენტმა განაპირობა კონფედიციალურობის გარკვეული დონე.

თურქი ინვესტორები ტყუილად არ მიხსენებია, ალბათ გახსოვთ რომ ჯეოსელიც სწორედ თურქი ინვესტორების მიერ იყო დაფუძნებული თავიდან.

ახლა რას წარმოადგენდა თავად რეკლამა, კომპანიის ოფიციალურ გახსნამდე დაიწყო რეკლამა ტელევიზიაში, ჩანდა სხვადასხვა სახის სპორტული თუ გასართობი ტიპის მოკლე ისტორიები, ძირითადად მონაწილეობდნენ თინეიჯერები, მაგალითად იყო კალათბურთზე, სადაც ერთ-ერთი მოთამაშე თამაშის ბოლოს გადამწყვეტ ბურთს აგდებდა კალათში და ა.შ, ხოლო კლიპის ბოლოში ეწერბოდა ”დარჩენილია 14 დღე” და ასე ყოველდღე თითო დღე აკლდებოდა, ანუ პირველი პუნქტი კარგად იყო შესრულებული.

დარეკლამებული პროდუქტი გახლდათ ”ჯი-თი მობილურის” მართლაც საინტერესო პროდუქტი, კერძოდ კი მობილური ტელეფონები და სატარიფო გეგმები ერთად იყიდებოდა, ანუ დაახლოებით აშშ – ს ტიპის მოდელი იყო, სადაც გარკვეულ სატარიფო გეგმაზე ხელშეკრულების შემდეგ მობილურ ტელეფონს უფასოდ გაძლევენ. თუმცა ჩვენს შემთხვევაში მობილურის ფასი შედიოდა პროდუქტის ფასში და სატარიფო გეგმებიც არ იყო დიდ ხნიანი, ანუ ეს იყო პირველი, წინასწარი გადახდის ფორმა, რომელიც მერე ”ლაი-ლაის” ბრენდით დამკვიდრდა. მეორე პუნქტიც კარგად შესრულდა.

რაც შეეხება საიდუმლოდ დაცვას…

ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხალხმა არ იცოდა რა შეიძლება ყოფილიყო ეს პროდუქტი და დიდი WoM იც გამოიწვია, ხალხი რეალურად ინტერესით ელოდა რა აღმოჩნდებოდა მისტიური სიახლე, რომ არა გაუთვალისწინებელი შემთხვევა.

ალბათ გემახსოვრებათ, რომ 9 წლის წინად ყველას პირზე ეკერა მითი იმის შესახებ, რომ მობილური ტელეფონები კიბოს იწვევს, საქმე იმაშია, რომ ”ტიზერ კამპანიის” დროს ”ჯითი მობილურმა” თბილისის ერთ-ერთ კორპუსზე ანძის დამონტაჟება დაიწყო, იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ კი სასწრაფო სახით მოაწყო მიტინგი და საპროტესტო გამოსვლა, რომელიც ასევე სასწრაფოდ ტელევიზიამ გააშუქა, აი ასე გასკდა და წყალში ჩაიყარა მთელი კამპანია.

წლების შემდგომ გადმოსახედიდან მაინც გაუგებარია შეიძლებოდა თუ არა ამ შედეგის აცილება.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, 2001 წელს ”ჯი-თი მობილური” მოულოდნელად ”ჯეოსელს” შეერწყა და ასე დაისაკუთრა ჯეოსელმა 1800 მ.ჰერციანი სიხშირე.

მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ”ჯი-თი მობილური” თავიდანვე ამ მიზნით იყო შექმნილი და თან ალბათ ბაზრის კვლევასაც ატარებდა, რადგან ”ჯეოსელმა” შეინარჩუნა და დაამკვირდა წინასწარი გადახდის ფორმა ”ლაი-ლაი”.

2008 წელს, ”ჯი-თი მობილურის” სახელმა კიდევ ერთხელ და ალბათ საბოლოოდ გაიჟღერა, კერძოდ ირაკლი ოქრუაშვილმა – მიხეილ სააკაშვილს დასდო ბრალი მის ლობირებაში და სამაგიეროდ წილის მიღებაში.

წყარო: http://marketeer.ge

მსგავსი ამბები

Back to top button