საკითხავისაქართველო

სუქანას შოუ…

გადაცემა, რომელიც ყველაზე მეტად მიშლის ნერვებს და რომლის რეკლამაც ყოველ სამ წუთში ერთხელ ტრიალებს ჯერ კიდევ გაურკვეველი პირის ხელში გადასული ტელეკომპანის ეთერში, კერძოდ კი “იმედში”.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო წამყვანის უნიჭობაზე და ხელოვნურობაზე, რომელიც, ალბათ, ყველა თქვენგანისთვის თვალსაჩინოა, მე ფრიად მაკვირვებს თუ რითი ერთობა ქართველი სტუდენტობა, რომელთა სახითაც გადაჭედილია ხოლმე გადაცემის დარბაზი… ფული, რომ მომცე მაგ გადაცემას ცოცხალი თავით არ დავესწრები თუ სოლიდური თანხა არ იქნება!!! ;)

ახალგაზრდობა წიგნებს აღარ კითხულობსო, წიგნის კითხვა რათ უნდა შე კაცო, წავა აგერ ნანუკას შოუში და ა(ღ)იმაღლებს ინტელექტს… წამყვანს, რაც შეეხება ერთი სიტყვით შეიძლება მისი დახასიათება, რომელიც წეღან ღრმადპატივცემულმა თურმანამ იხმარა ანეკდოტებში… ეს სიტყვა არის მატრაკცეცა… ტინგიცობის მეტს ვერაფერს ვხედავ მის გადაცემაში, რომელიც განსაკუთრებულად აზრიანი შეკითხვებით გამოირჩევა… მაგრამ ყველაზე სასაცილო არის ის ხოლმე, რომ ნანუკა დამსწრე საზოგადოებას გახუმრების შემდეგ სიცილისკენ მოუწოდებს ან ტაშისკენ მაინც… :D

გასათვალისწინებელია, ალბათ დიჯეის ფაქტორიც, რომლის დანიშნულებაც მართალია ეთერში არ ჩანს, მაგრამ იმედის საათნახევრიანი რეკლამების გადამკიდე, ალბათ, ყველას უჩნდება აზრი, რომ მისი ფუნქცია აუდიტორიის ყურადღების გადატანაა იმისათვის, რათა დროზე კონტროლი დაკარგონ…

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენი ოპოზიციის გადამკიდე ამ არაჩვეულებრივი გადაცემით ტკბობა, მინიმუმ 2013 წლამდე მოგვიწევს, რადგან ზემოთხსენებული ნანუკა, პოფესიონალ ჟურალისტობასთან და ყველა სხვა სიკეთესთან ერთადაც, ვაჟბატონ ერეკლე კოდუას ცოლიც გახლავთ… და რა ქნას იმედმა, როგორმე ხომ უნდა ასიამოვნოს პატივცემული და მისი მეუღლე…

ეხ, ბადრი, ბადრი, რა უდროოდ წახვედი, ვის ხელში დატოვე იმედი….

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close