გასართობისაკითხავიუცნაური

ოხ, ეს კანონები… (გაგრძელება)

0d42c24c072a

ნუ ყველას გახსოვთ, ალბათ ფრაზა ფილმიდან “ფორმულა51”, ამერიკელებსა და მასტერკა ტვინის შესახებ…
მორიგი კრებული უცნაური და სასაცილო კანონებისა… :D

1. არკანზასში კანონით ისჯება ამ შტატის სახელის არასწორად წარმოთქმა.
2. ჯორჯიის შტატში იკრძალება მამაკაცისთვის ხელის დარტყმა წინიდან ან უკნიდან. (გვერდებიდან უბაგუნეთ რამდენიც გინდათ და ქალებზე კიდე მიდი მოვდივააარ… :D )
3. ჯორჯიის შტატში პარიკმახერს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს თავისი ფასი.(აბა ჩვენთან რომ რაფიკას და არტიომას მიჰყავთ პარადი, ეგრე კი არაა!!! :D )
4. ოკლაჰომაში ბეიზბოლის მოთამაშეებს არ აქვთ უფლება, რომ ბურთი გადააცილონ მოედანს.
5. კენტუკიში აქვთ კანონი იმის შესახებ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა წელში ერთხელ, ვიმეორებ წელში ერთხელ მაინც უნდა დაიბანოს. (ისე საქართველოშიც რომ შემოიღონ კვირაში ერთხელ მაინც, კარგი იქნებოდა)
6. იუტაში ჩიტებს აქვთ უფლება, გამოიყენონ ნებისმიერი დასაფრენი ზოლი. :D
7. ოჰაიოში, იმისათვის, რათა იყოლიო დათვი, გჭირდება სპეციალური ლიცენზია. :D (მოკლედ ცოლმა თუ ბელი გაგიჩინა, მაგარ შარში ხარ)
8. ტენესიში იკრძალება ბოლონას(ქე რომ სენდვიჩში ხორცი დევს) გაყიდვა კვირაობით.
9. ვირჯინიაში, 1930-ე მუხლით ყველას ეკრძალება ქრთამის აღება, გარდა პოლიტიკოსებისა. (ვაი მაგათ პატრონს უბედურს)
10. პროვიდენსში, (როდაილენდი) იკრძალება ხიდიდან გადახტომა. (მაგათ გავუგზავნოთ ნაწყვეტი ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “ამ პრედუზო,მედუზო…”) :D

პ.ს. ინფორმაცია მომზადებულია მხოლოდ და მხოლოდ ჩემ მიერ, აგენტ სმიტის თავზეც გავიარე…

მსგავსი ამბები

Back to top button